კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად იგრძნო თავი ნამდვილ ვარსკვლავად ბექა ელბაქიძემ და როგორ იქცა ნაპო ელბანო საბჭოთა „კაგებეშნიკად“

 წლების წინ, როდესაც ბექა ელბაქიძე ერთ-ერთ ინტერვიუში იტალიელ ბებიაზე და მისი ფესვების ძებნაზე მიყვებოდა, ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ მსახიობი გახდებოდა, რომში იცხოვრებდა და იტალიურ კინოში ნაპო ელბანოს ფსევდონიმით ითამაშებდა. არადა, ყველაფერი ასე უცნაურად და, ამავე დროს, კანონზომიერად მოხდა – ბევრი ძიების შემდეგ ბექამ იპოვა ადგილი, სადაც თავს არაჩვეულებრივად გრძნობს და უზომოდ დიდი შემოქმედებითი ენერგიით მუშაობს.

 ბექა ელბაქიძე: ყველაფერი ფილმიდან „ქიფ სმაილინგ ანუ გაიღიმეთ” დაიწყო. ეს იყო ჩემი პირველი როლი დიდ, სრულმეტრაჟიან კინოში, სატელევიზიო ფილმებს თუ არ ჩავთვლით. ფილმის ქასთინგიაო – მითხრა ჩემმა მეგობარმა, ნინი დედალამაზიშვილმა და მეც მივედი. სხვათა შორის, ეს ჩემი პირველი ქასთინგი იყო. სიმბოლურია, რომ რუსუდან ჭყონიასთვის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი იყო, ისევე, როგორც ჩემთვის – პირველი როლი. ფილმი ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა, პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ ფილმის პრემიერა შედგა ვენეციაში, სალა დარსენას დარბაზში. მთელი ფესტივალის ყურადღება ამ ფილმისკენ იყო მიპყრობილი, აპლოდისმენტები თხუთმეტი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, მთელი დარბაზი ფეხზე იდგა, წითელ ხალიჩაზე გაგვატარეს და ვიყავით უბედნიერესები, ნამდვილი ვარსკვლავები (იცინის). ვენეციის ფესტივალზევე დაიწყო ძალიან საინტერესო შემოთავაზებები, ჩემთან, როგორც მსახიობთან. გავიცანი რამდენიმე მნიშვნელოვანი პროდიუსერი, რომელთაგან ერთ-ერთი იყო პატრიცია ფრეგონეზე, „ინდიჩინემას” რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. მან ფილმის ჩვენების შემდეგ გამართულ აპერიტივზე შემომთავაზა რომში ქასთინგზე ჩასვლა. ამ ქასთინგზე ჩავედი კიდეც დეკემბერში. მათი მხრიდან დაინტერესება წამოვიდა, თუმცა, ისე მოხდა, რომ საბოლოოდ მე ვთქვი უარი. საკმაოდ ბევრი ინტიმური სცენა იყო სათამაშო და ჩემმა იტალიელმა მეგობრებმა მითხრეს, რომ კარიერის ასე დაწყება საკმაოდ სარისკოა, რადგან, შეიძლება, გაგიმართლოს და ვარსკვლავი გახდე, მაგრამ, შესაძლოა, კარგ კინოში შენი გადაღება აღარავინ მოინდომოსო. მოკლედ, საწყის ეტაპზე ამ რისკზე არ წავედი და უარი ვთქვი. ამ ფილმს მოჰყვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კოპროდუქცია – ფილმი ფარაჯანოვზე, რომლის პრემიერაც მაისში კანში შედგება.

– ქართულ-იტალიური კოპროდუქციაა?

– საქართველო-საფრანგეთი-უკრაინა-ნორვეგია. უბრალოდ, იტალიელი თამაშობდა მარჩელო მასტროიანის როლს. პირველად ვითამაშე ამ ფილმში იტალიურად, ვასახიერებ საბჭოთა „კაგებეშნიკს”, მასტროიანის თარჯიმანს. ამას მოჰყვა ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი და მაშინ უკვე საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ დიდ კინოში უნდა წავსულიყავი. ბევრჯერ მითქვამს, რომ ბავშვობიდან ჩემი ოცნება მსახიობობა იყო, მქონდა კიდეც ჩაბარების მცდელობა, მაგრამ, ამ გადმოსახედიდან შემიძლია, ვთქვა, რომ კმაყოფილიც კი ვარ, მაშინ ჩაბარება რომ ვერ მოვახერხე...

– რატომ?

– ერთმა იტალიელმა რეჟისორმა მკითხა, ზოდიაქოთი რა ხარო. სასწორი-მეთქი, რომ ვუპასუხე, მითხრა, შენში რაღაც ძალიან დიდი ენერგიაა, შემოქმედებითი ენერგიაო. ამას როცა გახსნი და გამოუშვებ, დამიჯერე, ძალიან დიდი მსახიობი გახდებიო. კმაყოფილი ვარ ალბათ, ამიტომ, რომ ეს ენერგია და ენთუზიაზმი გახარჯული არ მაქვს. 26-27 წლის ასაკში, როცა ზუსტად იცი, რა გინდა, ჩამოყალიბებული ხარ შენს მიზნებსა და სურვილებში. სწორედ ეს ეტაპი მაქვს ახლა, ზუსტად ვიცი, რომ მინდა კინო; ვიცი, რომ ძალიან რთული გზა მაქვს გასავლელი და მიზნის მიღწევა უცხოელისთვის განსაკუთრებით რთულია. 

– რა შანსები არსებობს, იტალიურ კინოში რომ მწვერვალს მიაღწიო, რამდენად დიდია კინობაზარი?

– ძალიან ძველი გამოთქმაა, რომ ყველა გზა რომში მიდის და მეც ეს გზა ავირჩიე (იცინის). აქ დუღს შემოქმედებითი ცხოვრება. მართალია, იტალიელები ამბობენ, რომ თანამედროვე იტალიური კინო აღარ არსებობს, თუმცა, არის რამდენიმე რეჟისორი, რომლებიც საკმაოდ საინტერესოდ მუშაობენ. ამავდროულად ყვავის თეატრი. მაგრამ, ეს არის ოცნებების ასრულების ქვეყანა. იტალიაში დაიწყო ყველაფერი – იტალიაში წარმადგინეს პირველად, როგორც მსახიობი და, მინდა, ეს გზა ნაყოფიერად გავიარო. რა თქმა უნდა, ბაზარი, კონკურენცია დიდია, სირთულეები არსებობს და დიდი მნიშვნელობა აქვს კავშირებს. სხვათა შორის, ჩემმა ერთმა ნეაპოლელმა მეგობარმა მითხრა, რომ რომში თავს მეც უცხოელად ვგრძნობო. ჩემზე წინ ყოველთვის იქნება იტალიელი, ჩემზე წინ ყოველთვის იქნება ჯანკარლო ჯანინის შვილი ადრიანო ჯანინი, ვიტორიო გასმანის შვილი ალესანდრო გასმანი და სხვები, იმიტომ, რომ ისინი არიან იტალიელები და ცნობილი მსახიობების შვილები, მაგრამ, არსებობს ბევრი „მაგრამ“... შანსი მაინც დიდია. იტალიაში მიცნობენ როგორც ნაპო ელბანოს, ნაპო, ანუ ნაპოლეონი ერქვა ბაბუაჩემს და, ძალიან უნდოდა, ეს სახელი ჩემთვისაც დაერქმიათ. პრაქტიკულად ჩემი მეორე სახელია. ელბანო კი ელბაქიძის შემოკლებული ვერსიაა, რადგან, ჩემი გვარის წარმოთქმა ძალიან უჭირთ. მოკლედ, სამყაროში ყველაფერი კანონზომიერია, არაფერი იკარგება, მათ შორის, ჩემი იტალიელი ბებიის ამბავიც. 

– მგონი, სწავლობ კიდეც, ხომ?

– კი, ამჟამად ვსწავლობ ენისა და კულტურის სამთვიან კურსებზე. პარალელურად, საკმაოდ სერიოზულ მასტერკლასებს გავდივარ თეატრში. ვითამაშე ერთი სპექტაკლი რომეო და ჯულიეტას მოტივებზე – „პირველი კოცნა”, რეჟისორია ფრანჩესკო ძეკა. რომეო და ჯულიეტა არ ნიშნავს, რომ შექსპირი ვითამაშეთ, ნაწარმოების მხოლოდ გარკვეული მოტივები იყო დარჩენილი. ძალიან საინტერესო მასტერკლასი იყო ძეკასთან, ის საკმაოდ სერიოზული თეატრის რეჟისორია, რომელმაც ახლახან გამოუშვა სპექტაკლი ლუიჯი პირანდელოს მოთხრობის მიხედვით. მას ჰქონდა მასტერკლასები მსახიობებისთვის და მასტერკლასების ბოლოს დაგვადგმევინა ეს სპექტაკლი, რომელიც ჩემი პირველი სპექტაკლი იყო იტალიურად. პარალელურად, ტარდება ძალიან ბევრი ქასთინგი. წინასწარ არ მინდა ბევრი რამის თქმა, მაგრამ, შემიძლია, უკვე გავახმაურო ერთი ფილმის ამბავი, სადაც უკვე ამიყვანეს – ეს არის „რაის” პროდუქცია, ფილმს ჰქვია „ჩაკ... ამორე”. მასში რეალური ისტორიაა ასახული. ვთამაშობ გმირს, რომელსაც ჰქვია მარკო. 

– იტალიელებისთვის შენი გარეგნობა მისაღები იქნება – იტალიელს ჰგავხარ.

– სხვათა შორის – არა. ძალიან უცნაურია იტალიელების დამოკიდებულება ჩემ მიმართ – ძველეგვიპტელს მეძახიან. ეს ერთი მხრივ, კარგიც არის, რომ მათთვის უცხო გარეგნობა მაქვს. ძალიან ცნობილი რეჟისორია რენატო კაპიტანი, რომელთან ერთადაც დავიწყე სპექტაკლზე მუშაობა. სპექტაკლი არის ჩეხოვზე, ანტონ ჩეხოვის ცხოვრების უკანასკნელ დღეებზე, რომლებიც მან გერმანიაში გაატარა და ვასახიერებ თავად ჩეხოვს. სპექტაკლი ოქტომბერში გამოვა. პარალელურად ვმუშაობ მოკლემეტრაჟიან ფილმზე და კიდევ ერთ სრულმეტრაჟიანზე. მოკლედ, ახალბედასთვის საკმაოდ ბევრი სამუშაო მაქვს, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან გამიმართლა. გამიმართლა მეგობრებში, წრეში, სიტუაციებში. პარალელურად ვმუშაობ ჩემს მესამე რომანზე – „ყვითელი ველოსიპედი”, რომლის მოქმედებაც იტალიაში ხდება და მთავარი პერსონაჟი იტალიელია. ინსპირაცია დიდია. 

– შენი რომი როგორია, შენ როგორ მიგიღო?

– ჩემი რომი არის ქალაქი, სადაც ყველაზე დიდხანს ვიცხოვრებ ერთადერთი ქალაქის – თბილისის შემდეგ. ეს არის ყველაზე ღია ქალაქი, ხანდახან ნაცრისფერი, მაგრამ, ყველაზე თბილი და მაგნიტური. თუ აჰყვები რომის ტემპს მიხვდები, რომ ნამდვილი ქალაქია, ქალაქი სადაც ერთ დროს იმპერატორები ცხოვრობდნენ და ახლა შენ ხარ ერთი უბრალო წერტილი, რომელსაც, თუ ბედი გაგიღიმებს, შენს საქმეში იმპერატორად იქცევი. კამპო დეი ფიორიზე ვცხოვრობ – მოედანზე, სადაც ჯორდანო ბრუნო დაწვეს. 

– იტალიელ გოგონებზე რას იტყვი?

– ჩემი იტალიელი გოგოები?! (იცინის) სულ ვოცნებობდი და მინდოდა, რომ იტალიელი ცოლი მყოლოდა... ჰოდა, ველოდები (იცინის).

– განსაკუთრებით კარგები ოცდაათ წელს ზემოთ ქალები არიან.

– აბსოლუტურად გეთანხმები, ზუსტად ეგრეა. უფრო პატარები ვერ გამოიყურებიან როგორც საჭიროა, თითქოს მერე უფრო პოულობენ თავიანთ სტილს, უფრო მიმზიდველები და გემოვნებიანები ხდებიან. ოცდაათი წლიდან ამჟღავნებენ თავის შარმსა და ელეგანტურობას. სამი წელი მაკლია ოცდაათ წლამდე და ეგ არის (იცინის), თუმცა, ახლაც არიან, პეპლები დაფრინავენ. 

скачать dle 11.3