კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად არის არჩილ თალაკვაძის ყველაზე ძვირფასი გაჩერება და რა არის მისი წარმატების ფორმულა

ჩვენი რესპონდენტი წარმატებული და მთავრობაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა თანამდებობის პირი, 30 წლის არჩილ თალაკვაძეა. ის ქალაქ ოზურგეთში დაიბადა, სადაც, როგორც თავად აღნიშნა ძალიან დიდი ყურადღება ექცევა განათლებას, იუმორს, ტრადიციებს, ადამიანებს შორის ურთიერთობებს. ეს გარემო კი მას ძალიან დაეხმარა, საკუთარი ცხოვრება ამ ღირებულებებზე აეგო. მის ოჯახს შეიძლება აკლდა ფუფუნების სხვადასხვა საგნები, თუმცა იქ ყოველთვის ჰქონდათ წიგნების უზარმაზარი რაოდენობა, რადგან, ოჯახის უპირველესი პრიორიტეტი განათლება იყო. ამიტომაც, ჩვენი რესპონდენტის მშობლებმა მაქსიმუმი გაიღეს იმისთვის, რომ მათ შვილებს კარგი განათლება მიეღოთ. შესაბამისად, სწავლობდნენ ქალაქის საუკეთესო სკოლაში, შემდეგ კი საუკეთესო რეპეტიტორების დახმარებით უმაღლესი განათლების მისაღებადაც მოემზადნენ. არჩილმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი დაამთავრა, რაც მის ცხოვრებაში 6 საინტერესო წელს ითვლის. მეხუთე კურსის სტუდენტი USAID-ის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის  პროგრამაში, პროგრამის ასისტენტის პოზიციაზე აიყვანეს და სწორედ ეს იყო მისი სამუშაო გამოცდილების საწყისი ეტაპი. შემდეგ წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, ასევე, სოროსის ფონდში სხვადასხვა პროექტის მენეჯერად; შემდეგ – ისევ USAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში. რამდენიმე თვის წინ კი სახელმწიფო სექტორში გადასვლაზე მიიღო შემოთავაზება და დღეს ის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობს. მის პორტფოლიოში შეტანილია სასჯელაღსრულებისა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სისტემების ჯანდაცვა.

არჩილ თალაკვაძე: ძალიან საინტერესო გუნდთან მიწევს მუშაობა. გაკეთებული გვაქვს 18-თვიანი გეგმა, საიდანაც სამ თვეზე მეტი უკვე გავიდა. ჩვენი ამოცანაა, სასჯელაღსრულების შიგნით არსებული ჯანდაცვის სტანდარტი გაუთანაბრდეს სამოქალაქო ჯანდაცვის სტანდარტს. 

– მთავრობაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა თანამდებობის პირი ხართ.

– 29 წლის ვიყავი, როცა ამ თანამდებობაზე გადმოვედი, 16 იანვარს კი 30 წლის გავხდი. ის რომ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა თანამდებობის პირი ვარ მთავრობაში, ორჯერ მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს. ერთი მხრივ, უნდა მოვუსმინო იმ ხალხს, ვისაც მეტი გამოცდილება აქვს, მეორე მხრივ კი ამ გუნდს რაღაც ისეთი უნდა შევმატო, რაც მხოლოდ ახალგაზრდებს შეუძლიათ, გააკეთონ. ვფიქრობ, ასაკი მნიშვნელოვანია, მაგრამ, არ არის გადამწყვეტი საქმიანობაში წარმატებების მისაღწევად. ჩემი აზრით, მთავარია პასუხისმგებლობა და შრომისმოყვარეობა. ვფიქრობ, ახლანდელი სამსახური ჩემთვის არის ძალიან დიდი შანსი და გამოწვევა, რომ რაღაც გავაკეთო, რაღაც შევცვალო და შევამოწმო, სად გადის ჩემი შესაძლებლობების ზღვარი. ამიტომ, შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა და თავისუფლება მნიშვნელოვანია. პიროვნული თავისუფლება ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ, ეს ჩემთვის გამართლებულია მაშინ, თუ მას თან ახლავს პასუხისმგებლობა. სტუდენტობის წლებში მამაჩემის ბევრი მეგობარი მეხმარებოდა, რათა მქონოდა სახლი და ის მინიმალური, რაც სტუდენტს სჭირდება. ამ ადამიანების მიერ ჩადებული ინვესტიციები ჩემს პასუხისმგებლობას ერთიორად ზრდის. ამიტომ, ყოველთვის ვფიქრობ ჩემ მიერ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯზე, თუ რამდენად გამართლებულია ის გადაწყვეტილებები, რომელსაც მე ვიღებ და რამდენად პირნათელი ვარ იმ ადამიანების წინაშე, ვისაც ჩემი იმედი აქვს. მგონი, მათ იმედებს აუცილებლად გავამართლებ.

– რაც შეეხება ოჯახს, რომელსაც ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს...

– ოჯახი ჩემთვის ძალიან ძვირფასი გაჩერებაა, სადაც ძალებს აღვიდგენ და სტრესს ვანიავებ ჩემი ფსიქიკიდან. მყავს მეუღლე – ქეთი ბუბუტეიშვილი და ორი ქალიშვილი, 4 წლის ელე და 3 თვის ანა-ბეატრისი. ამ საზოგადოებაში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. მთავარია, მოვახერხო, რომ ჩემი ცხოვრება ჩემი შვილებისთვის მაგალითი გახდეს, ისევე, როგორც ჩემი მშობლების ცხოვრება არის ჩემთვის მაგალითი. ჩემი მეუღლე 24 წლის არის და სწავლის დასრულების შემდეგ სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობს. პირველ ყოვლისა, ვიტყოდი, რომ ოჯახში ჩვენი პოლიტიკა დამოუკიდებლობისკენ არის მიმართული. ჩვენი მიდგომაა, ოჯახის ყველა წევრი რაც შეიძლება დამოუკიდებელი, რეალიზებული და წარმატებული იყოს. გვჯერა, რომ ოჯახი, როგორც გუნდი მაშინ შეიძლება იყოს წარმატებული, თუ მისი ყველა წევრი საკუთარ ფუნქციას ძალიან კარგად ასრულებს. დრო ძალიან მკაცრად გვაქვს განაწილებული: დილით მე და ჩემი მეუღლე სამსახურში მივდივართ, ელე – ბაღში, ანა-ბეატრისი კი რჩება ბებოსთან. მოკლედ, ყველამ ვიცით ჩვენი საქმე და მანდატი. ასევე, ძალიან მკაცრი მენეჯმენტი გვაქვს რესურსების კუთხითაც – ჩვენ არ ვაძლევთ თავს უფლებას, ფუფუნებისთვის გარკვეული რესურსები დავხარჯოთ. ის მინიმალური, რაც ყველა ოჯახს სჭირდება ფუნქციონირებისთვის, ყველაფერი გვაქვს, რაც ჩემი აზრით, ცხოვრების ამ ეტაპზე საკმარისია. ვშრომობთ და იმედი გვაქვს, რომ შევქმნით მეტ დოვლათს, პირველ ყოვლისა კი შევქმნით მეტ საზოგადოებრივ სიკეთეს. 

 როგორც ყველა გურულის ცხოვრებაში ჩემს ცხოვრებაშიც ერთ-ერთი წამყვანი ადგილი იუმორს უკავია. იუმორი ძალიან მეხმარება ურთიერთობებში. მგონია, რომ ბევრს მოსწონს ჩემი ეს თვისება. 

– რამე საინტერესოს ხომ არ გაიხსენებთ?

– როცა ქეთი ელეზე იყო ორსულად, შეთანხმებული ვიყავით, რომ ერთად წავიდოდით სამშობიაროში. იმის გამო, რომ დრო არ გვქონდა და რესურსებშიც ძალიან შეზღუდულები ვიყავით, ვერ დავგეგმეთ, მშობიარობა მთელი თავისი ტრადიციებით უზრუნველგვეყო – ყველასთვის დაგვერეკა, სუფრა გაგვეშალა და ერთკვირიანი ლხინი მოგვეწყო და ასე შემდეგ. ამიტომ, როდესაც ქეთის ტკივილები დაეწყო, ჩავსხედით მანქანაში ორივე და სამშობიაროში წავედით. მეც სამშობიარო ბლოკში ვიყავი მასთან ერთად. ელე რომ დაიბადა, ტრადიციულად, ბებიაქალი გაიქცა – უნდოდა, ბავშვის დაბადება ვინმესთვის ეხარებინა. ეგონა, გარეთ ბევრი ნათესავი გველოდებოდა. ამ დროს მეანმა დაუძახა – ტყუილად მიდიხარ, გარეთ კაციშვილი არ არისო. როცა ქეთი მეორე შვილს აჩენდა, მეანს დაველაპარაკე, რომელმაც მითხრა, სანამ იმშობიარებს, დაახლოებით 1 საათი და 20 წუთი გაქვსო. ამ დროის განმავლობაში ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ სერგიენკოს შევხვდი, დავბრუნდი შეხვედრიდან სამშობიაროში და 10 წუთში ანა-ბეატრისიც დაიბადა.  

– მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში ძალიან გადატვირთულ რეჟიმში გიწევთ ყოფნა, ბავშვებისთვის თუ გრჩებათ დრო?

– ელე დღემდე ჩემი მოგონილი ზღაპრებით იძინებს. ადრე ზღაპრებს მე თვითონ ვუყვებოდი, მაგრამ დღეს ამის დროც აღარ მრჩება. ამიტომ, კვირის განმავლობაში ტელეფონში ვუწერ ხოლმე, და მერე ამას ძილის წინ უსმენს და ისე იძინებს. ასე რომ, გამოსავალი ყოველთვის არის, მთავარია მონდომება. 

– ლიტერატურითაც ხართ გატაცებული როგორც გავიგე.

– ლიტერატურა ჩემი ერთ-ერთი ჰობი და საყვარელი სფეროა. ერთი წიგნიც მაქვს გამოცემული. მეგობრებთან ერთად დაარსებული მაქვს ყველაზე დიდი ლიტერატურული ელექტრონული ბიბლიოთეკა – lib.ge.

– თქვენი სამაგიდო წიგნი რა არის? 

– ჩემს მაგიდაზე რამდენიმე წიგნი დევს, რომელიც კარიერის ამ ეტაპზე ძალიან მეხმარება. ეს არის გრეგორი მენქიუს „ეკონომიკის პრინციპები,” ნაპოლეონ ბონაპარტეს ბიოგრაფია, ასევე „ადამიანის უფლებათა აქტების კრებული” და წიგნი, რომელიც ახლახან ჩამომივიდა – „ჯანმრთელი, მდიდარი და ბრძენი,” სადაც აღწერილია 5 ნაბიჯი, რომელიც წარმატებული ჯანდაცვის შექმნისთვის არის საჭირო. ეს 4 წიგნი ჩემს ყოველდღიურ სამუშაო პროცესში დიდ ადგილს იკავებს. 

– ნაპოლეონ ბონაპარტეს ბიოგრაფია რატომ?

– ნაპოლეონის ბიოგრაფიაში სამხედრო კამპანიებით მოტანილი მსხვერპლი და უბედურება, რაც ომს მოაქვს ზოგადად, ის კი არ მიტაცებს, არამედ, ის, თუ რამდენად ეფექტურად გეგმავდა და ახორციელებდა ის ამ კამპანიებს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანის ენერგეტიკა, რომელიც ჩემთვის მართლაც გადამდებია. ყოველი გამარჯვების შემდეგ მისი გეგმები და შესაძლებლობები ათმაგდება, ხოლო, ყოველი მარცხის შემდეგ ის ახერხებს, რომ ძალიან სწრაფად აღდგეს, გააკეთოს მობილიზება, რესურსებს მოუყაროს თავი და გადაერთოს ახალ კამპანიაში. ეს კი ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი თვისებაა გამარჯვებისთვის. ამიტომ, ხშირად ვკითხულობ-ხოლმე მისი ბიოგრაფიიდან სხვადასხვა პასაჟს. 

скачать dle 11.3