ბრძნული აზრები
შოპენჰაუერი: სიცოცხლეშივე ძეგლის დადგმა ნიშნავს, არ არსებობს იმის იმედი, რომ ამ ადამიანს არავინ დაივიწყებს.
მონტენი: დროის ერთადერთი საზომი ხსოვნაა.
ტვენი: კანონის შემადგენელნი არ კითხულობენ, მხოლოდ წერენ.
კენედი: ჩვენ არასდროს წარვმართავთ მოლაპარაკებებს შიშის გამო და არასდროს შეგვეშინდება მოლაპარაკებების.
ბაირონი: ღალატი, ისევე როგორც სიყვარული, შესაძლებელია, იყოს პლატონური.
მონტესკიე: როდესაც ადამიანი ცუდად იქცევა, ამბობს: „მომიტევეთ, მე, უბრალოდ, ადამიანი ვარ“.
ბისმარკი: პოლიტიკა არაზუსტი მეცნიერებაა.
ფრანკლინი: პოლიტიკა ასტროლოგიის ერთ-ერთი ფორმაა, დაბადებული ფულის ზოდიაქოს ქვეშ.
ამინადო: ურთიერთგაგება მოითხოვს ურთიერთსიცრუეს.
ეკზიუპერი: თუ შენ გაქებენ იმის გამო, რაც შენ არ გაგაჩნია, ესე იგი, შენგან უნდათ იმის მიღება, რაც გაგაჩნია.
უაილდი: სიმართლე აღარ არის სიმართლე, როდესაც მას ერთზე მეტი ადამიანი იწამებს.
გოეთე: დაუჯერეთ მხოლოდ მას, ვინც სამართალს ეძებს, არ დაუჯეროთ მას, ვინც სამართალი იპოვა.
ჰეროდოტე: ნახევარი სიმართლე მთლიანად ტყუილია.
მენკენი: ყველა სულელს შეუძლია სიმართლის თქმა, მაგრამ იმისთვის, რომ იცრუო, ბევრის ცოდნაა საჭირო.
ვოლტერი: ერთადერთ შემთხვევაშია კარგი ხელისუფლება, როდესაც ცუდი ხელისუფლება იმყოფება უკანასკნელი შიშის მდგომარეობაში.
ჩერნიშევსკი: უთაო შეიძლება იყოს მხედარი და არა ცხენი.
დოდე: ზიზღი სუსტების მძვინვარებაა.
ეშენბახი: ის, რაც გინდა, აუცილებლად მიგაჩნია.
რენარი: ხალხს ერთი საერთო თვისება აქვთ, ყველა სხვადასხვანაირია.
ჩესტერფილდი: რაც არ უნდა ასწავლოთ საკუთარ შვილებს, ისინი ისე მოიქცევიან, როგორც მამა და დედა იქცევიან.
ფორდი: ახლანდელ დროში იცხოვრო სინდისის კარნახით, ნიშნავს, ავტომობილი ატარო მუხრუჭზე დადგმული ფეხით.
ჰაინე: სიბერე ჰგავს მსახიობს, რომელიც ზის მაყურებლებს შორის და უყურებს, როგორ ასრულებს თავის საყვარელ როლებს ვიღაც სხვა.
ბუასტი: ბედი არ სჩუქნის, არამედ სესხად იძლევა.
ტოლსტოი: ჩვენს უბედურებებს ბედს ვაბრალებთ, ხოლო მიღწევებს – საკუთარ თავს.
მოპასანი: სიამოვნებით გავიგებდი, ამქვეყნად რამდენი ქალი ღალატობს ქმარს.
ბრიუიერი: მსგავსად თევზისა, რომელიც თავისა და კუდის გარეშე იზომება, ქალიც ვარცხნილობისა და ჩაცმულობის გარეშე უნდა შეაფასო.