გადმოხტი და გაიყინე!
ზამთრის ყველაზე ექსტრემული და გასართობი შეჯიბრება – RED Bull Jump@Freeze წელს უკვე მეორედ გაიმართება გუდაურში. მონაწილეობის მსურველთა განაცხადებების მიღება დაწყებულია.
16 მარტს, 13:00 საათზე, სახალისო კოსტიუმებში გამოწყობილი მონაწილეები 100-მეტრიანი ტრასიდან დაეშვებიან და ტრამპლინიდან პირდაპირ ცივი წყლით სავსე აუზში ჩახტებიან.
(RED Bull Jump@Freeze) „რედ ბულის“ საერთაშორისო პროექტია, რომელიც პირველად 2008 წელს ავსტრიაში განხორციელდა. საქართველოში Red Bull Jump&Freeze პირველად 2012 წელს ჩატარდა და პროექტში 21 გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
რეგისტრაციის გასავლელად მონაწილეებს ევალებათ, წინასწარ წარადგინონ გუნდის კრეატიული კონცეფცია, მოიფიქრონ სახელი და მოამზადონ შესაბამისი სახალისო კოსტიუმები. განაცხადების გადარჩევის შედეგად 25 საუკეთესო გუნდი შეირჩევა (თითო გუნდი შედგება არაუმეტეს 3 წევრისგან).
– თითო მონაწილე გუნდს ნახტომისთვის ეძლევა 5 წუთი (პერფორმანსი + ნახტომი + აუზიდან ამოსვლა);
– გუნდების ეკიპირება: თხილამური, სნოუბორდი, ციგა ან სხვა „სატრანსპორტო“ საშუალება;
– აუზის მონაცემები: სიგრძე – 16 მეტრი, სიგანე – 8 მეტრი, სიღრმე – 1,5-1,8 მეტრი;
– აუზიდან ამოსვლისას მონაწილე გუნდი გასათბობად განთავსდება სპეციალურად მოწყობილ დახურულ თბილ სივრცეში.
– შეფასების კრიტერიუმები: კრეატიულობა, ნახტომის შესრულების ტექნიკა და მაყურებლის სიმპათია;
– ნახტომს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური.
2012 წლის მონაწილე გუნდები: „დაშლილ-შეშლილები”, „ბრაზიანი ჩიტები”, „გაყინული ათლეტები”, „ტრანსფორმერები”, „Snow გრაფები”, „ცხელი თავები”, „შეიხები”, „უდიპლომო სასიძოები”, „The good, the Bad and The Ugly”, „ტიტანიკი”, „ალისა”, „ზევსის რისხვა”, „როდეო”, „ჯვაროსნები”, „აბუჩა”, „Fire starters”, „Powerpuff girls”, „ოფროუდერები”, „ადამიანები შავებში”, „რეციდივისტები”, „მარტის კატები“, „უჩინარი შოთა”.
ღონისძიების მსვლელობის დროს დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, ადგილზე მობილიზებული იქნება მაშველთა ჯგუფი; აუზიდან მონაწილეების ამოყვანაზე იზრუნებენ აკვალანგისტები და მაშველები. ყველა მონაწილეს გაუფორმდება ჯანმრთელობის დაზღვევა.
16 მარტი, 13:00 – გუდაურის მეორე საბაგიროსთან უნიკალური სანახაობა, დაუვიწყარი გართობა, დრაივი და ექსტრემი გარანტირებულია!