კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლექსი, რომელმაც 8 ბავშვს სიცოცხლე შეუნარჩუნა

ჯვრის მამის მონასტრის მღვდელმსახური, დეკანოზი თავმასი (ჩოხელი), კარგა ხანია, ლექსებს წერს, რომელთა დიდი ნაწილი უკვე მშვენიერ სიმღერებად იქცა. მამა თავმასმა რამდენიმე ხნის წინ დაწერა ლექსი, რომელიც მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და მათ დედებს მიუძღვნა. 

ნუ მომკლავ, დედა 

(ეძღვნება მუცლადმოწყვეტილ ჩვილებს) 

ნუ მომკლავ, დედა, მინდა, ვიცოცხლო და

ქართველობის ვწიო ჭაპანი, 

გპირდები, ჩემით იამაყებენ ჩემთვის უცნობი

მამა–პაპანი. 

ნუ მომისწრაფებ სიცოცხლეს, დედა,

უტყვი ვედრებით მე ამას ვითხოვ, 

მინდა, გიყვარდე, შევიგრძნო მინდა,

შენი ალერსი და შენი სითბო. 

იებს დაგიკრეფ აპრილის თვეში,

სიფრიფანა და ლურჯთვალა იებს, 

მინდა, ვიცოცხლო, შენ კი ილოცე,

ნუ მაქცევ მიწად, ნუ გამაციებ. 

თუ ნანობ, მინდა, რომ გაგიქარვო,

სულის ტკივილი, გულის დარდები, 

უფალს ვთხოვ, დედა, შეგინდოს ცოდვა

უმანკო ჩვილის არდაბადების. 

მე გაზაფხულზე სიმღერად მოვალ,

შენი ცხოვრების ტკივილებს წავშლი, 

იმ ქვეყნიდანაც დაგეხმარები, ღვთით

მოვლენილი, უმანკო ბავშვი. 

მამა თავმასი: ბავშვობიდან მესმოდა, რომ დედები აბორტს იკეთებდნენ; ვიცოდი, მუცელში შვილებს კლავდნენ, მაგრამ, არ ვიცოდი, კონკრეტულად ეს როგორ ხდებოდა. ჯერ კიდევ მაშინ ეს  ჩემთვის ძალიან მძიმე იყო და ამ ტკივილს დიდი ხნის განმავლობაში დავატარებდი გულით. მას შემდეგ 38 წელი გავიდა და ლექსად ვთქვი ჩემი სათქმელი. მინდოდა, ისეთი ლექსი დამეწერა, რომელიც ადამიანებზე იმოქმედებდა და ამ საშინელ გადაწყვეტილებას შეაცვლევინებდა. დიღომში არის სამშობიარო კლინიკა „იმედი”, რომელსაც ჰყავს ძალიან კარგი დირექტორი – დავით კობეშავიძე. მან გულთან მიიტანა ჩემი გულისტკივილი და კლინიკა „იმედის” ფოიეში  დაკიდა ჩარჩოში ჩასმული ჩემი ლექსი: „ნუ მომკლავ, დედა”, რომელიც ეძღვნება მუცლადმოწყვეტილ ჩვილებს. კლინიკაში მუშაობს ასევე ძალიან კარგი ადამიანი, ექიმი ზაზა იმერლიშვილი, რომელიც, იმ დედებს, ვინც აპირებს აბორტის გაკეთებას, მიუთითებს, ნახონ ეს ლექსი, წაიკითხონ და გაიაზრონ საკუთარი საქციელი. როგორც ვიცი, ამ ლექსის წაკითხვის შემდეგ  8 ქალმა გადაიფიქრა აბორტის გაკეთება, ანუ, რვა ბავშვს შეუნარჩუნდა სიცოცხლე. მაგრამ, მე გაჩერებას არ ვაპირებ – მინდა, მთელ საქართველოს მოეფინოს ეს ლექსი. როგორც ვიცი, სულ 107 სამშობიარო სახლი და ქალთა კონსულტაციაა. ყველა ქართველს, ამ კლინიკების დირექტორებს, ხელმძღვანელებს ვთხოვ, გულთან მიიტანონ ეს ტკივილი, რომელიც, არა მხოლოდ ჩემი, არამედ, მთელი საქართველოს ტკივილია. მინდა, ყველგან გავრცელდეს, დაკიდონ ეს ლექსი კლინიკების ფოიეებში, რომ ნახონ დედებმა და გადაიფიქრონ ჯერ არდაბადებული შვილის მოკვლა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვი ჩასახვის დღიდან სულიერია და მის მოკვლაში ექიმთან ერთად მშობლებიც იღებენ მონაწილეობას. იმედს ვიტოვებ, რომ, ეს ლექსი, რომელიც ცოტა ხნის წინ ამღერდა და მალე მისი სატელევიზიო პრემიერაც შედგება, კიდევ არაერთ ბავშვს გადაარჩენს. ამიტომაც, უმორჩილესად ვთხოვ ყველა ქართველ დედას, გაუფრთხილდით ახალ სიცოცხლეს. ნუ გაიმეტებთ შვილებს უსახელო და უსაფლავო სიკვდილისთვის. ქართველ ერს ხომ ესოდენ ესაჭიროება გამრავლება. უფალს ებარებოდეთ! მე თქვენ მიყვარხართ!

скачать dle 11.3