კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ლასურიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლასური.

„კუმურდოელი იოანე ლასურიძე ერთგულების პირობას აძლევს მცხეთის კათალიკოსს – დავითს.”

ამავე ძირისაა გვარები: ლასურაშვილი და ლასურიძე.

საქართველოში 216 ლასურიშვილი ცხოვრობს: მცხეთაში – 143, თბილისში – 54, საგარეჯოში – 19.

გოგლიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოგოლა.

გოგლიძეები 1941 წელს ამბროლაურის რაიონიდან, სოფელ უყეშიდან ასურეთში გადავიდნენ საცხოვრებლად.

ამავე ძირისაა გვარები: გოგილიძე და გოგლიაშვილი.

საქართველოში 874 გოგლიძე ცხოვრობს: თბილისში – 522, გორში – 92, ონში – 78. არიან სხვაგანაც. 

158 – გოგილიძე.

ბეგლარაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბეგლარი, რომელიც თურქული წარმოშობისაა და თანამდებობის აღმნიშვნელად გამოიყენებოდა.

ბეგლარ ერისთავი 1809 წელს ევგენი აბაშიძის მიერ ანა ამილახვრისთვის მიწერილ წერილში მოიხსენიება.

ბეგლარი მარნეულის რაიონის ერთ-ერთი სოფლის ძველი სახელიცაა.

საქართველოში 457 ბეგლარაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 363, გორში – 49, კასპში – 45.

ბალუაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბალო. 

1721 წელს მოიხსენიება საკარის მცხოვრები ვახუშტი ბალუაშვილი.

გიორგი ბალუაშვილი მოიხსენიება სოფელ ჩხიკვათში ანდრია ბაიდარიშვილის ასულის, ქეთევანის თავდებად 1882 წელს.

საქართველოში 226 ბალუაშვილი ცხოვრობს: თელავში – 74, გურჯაანში – 58, თბილისში – 44. არიან სხვაგანაც.

რამინაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი რამინი, რომელიც ინდურ-ირანული წარმოშობისაა და მორჩილს, დამჯერს ნიშნავს.

1941 წელს სანდრო რამინაშვილი ამბროლაურის რაიონის სოფელ კაჩაეთიდან ასურეთში გადასახლებულა.

გაბრიელ რამინიშვილი მოიხსენიება არზაში მისი ვალის თაობაზე შედგენილ გიორგი მეთორმეტის ოქმში, 1860 წელს.

საქართველოში 264 რამინაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 54, ქუთაისში – 44, ხობში – 26. არიან სხვაგანაც.

45 – რამინიშვილი: თბილისში – 32, სამტრედიაში – 4, აბაშაში – 2. არიან სხვაგანაც.

მაკარაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მაკარი, რომელიც ბერძნული წარმოშობისაა და ქართულად ბედნიერს, ნეტარს ნიშნავს.

1661 წელს ელიზბარ სოლოღაშვილის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ივანე მაკარაშვილი.

1781 წელს ერტისში მოიხსენიება დავით სარდლის ყმა ივანე მაკარაშვილი.

ამავე ძირისაა გვარი მაკარიძე.

საქართველოში 467 მაკარაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 301, მცხეთაში – 93, გარდაბანში – 73.

გორგოშიძე

გორგოშიძეთა გვარში ფუძედ გამოყენებულია მამაკაცის საკუთარი სახელი გორგა.

გორგა უძველესი საკუთარი სახელია, რომელიც ბევრ ისტორიულ წყაროსა თუ ხალხურ პოეზიაში გვხვდება.

ასევე, გვხვდება მამაკაცის საკუთარი სახელი გორგიშა, გორგოშა.

სხვათა შორის, გორგოშა გვხვდება ყველაზე ძველ ძეგლში – „ტბეთის სულთა მატიანეში“.

გორგა, აგრეთვე, საფუძვლად უდევს მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებში ერთ-ერთ ნაწარმოებ გვარს – გორგაეთს.

ზოგიერთმა მეცნიერმა საკუთარი სახელი გორგა გიორგისთან გააიგივა, რაც დაუშვებელია და მცდარია. ეს სახელი უფრო სპარსული სიტყვა – „გორგადან“ იღებს სათავეს, რაც ქართულად „მგელს“ ნიშნავს.

გორგოშიძე-გორგოშაძე გვარის ეტიმოლოგიას რამდენიმე მკვლევარი შეეხო. იოსებ ბექირიშვილმა ისინი გოშუა-გოშაძეს და გორგოშიათა გვარებს დაუკავშირა, რაც მართებული არ უნდა იყოს. როგორც ჩანს, მკვლევრებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ გაცილებით ადრე, დაახლოებით მეცამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, გვხვდება გვარები გოშუანი და გოშვანი.

გორგოშაძე აჭარული გვარია, გორგოშიძე კი – მისი განაყოფი გვარი.

გორგოშაძეები გურიაშიც ცხოვრობენ, მაგრამ, მათი უმრავლესობა გორგოშიძედ არის ჩაწერილი.

ამ გვარის წარმომადგენლები ძირითადად ცხოვრობენ კორნათში, აჭარისწყალში, ერგეთში, სიმონეთსა და ბათუმში. ეს გვარი თურქეთშიც გვხვდება, კერძოდ, მარადიდში, მაგრამ, აქ ისინი ოზგანად იწერებიან. როგორც ჩანს, მათი წინაპრები მღვდლები იყვნენ და მეტსახელად „ფაფაზი“ შეურქმევიათ, შვილები კი საბუთებში ფაფაზოღლად ჩაწერეს, ხოლო ზოგიერთი მათგანი – იმამოღლად.

1614 წელს სვიმონ გურიელმა თავისი მამულის მოსახსენიებლად ბაოჭულა გორგოშიძე აჭის წმიდა გიორგის შესწირა და გამოსაღები დაუწესა.

საქართველოში 83 გორგოშიძე ცხოვრობს: ზუგდიდში – 48, ქუთაისში – 17, თბილისში – 14. არიან სხვაგანაც.

ჯაჯანაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯაჯანა.

ჯაჯანაშვილების მეორე გვარია თვაური.

1836 წლის აღწერით, ღვევის სასოფლო საზოგადოებაში მოიხსენიებიან დიმიტრი, დავით და იაკობ თვაურები. იგივე ჯაჯანაშვილები.

საქართველოში 231 ჯაჯანაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 173, თბილისში – 35, კასპში – 6. არიან სხვაგანაც.

ხეჩუაშვილი

გვარის ფუძეა მეტსახელი ხეჩუა. 

ხეჩ-ით გაწყობილი გვარები ყველა ქართულია და მათი მატარებელნი ეროვნებით ქართველები არიან.

1721 წლის ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ასლანა ხეჩუაშვილი.

საქართველოში 335 ხეჩუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 203, კასპში – 48, ბოლნისში – 40. არიან სხვაგანაც.

 აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3