კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: შევიძინე ჩემი მეგობრის მსგავსი მოდელი „მერსედესი” „ეს 230”, რომელიც ძალიან მომწონდა – ულამაზესი, კომფორტული და რბილი მანქანაა. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ჩემი ავტომობილი სულ სხვანაირია – უხეში, არაკომფორტული. მოკლედ, ერთმანეთს ვერ გავუგეთ. რა არის ამის მიზეზი, სხვადასხვა ქვეყნისთვის შექმნილი მოდელები განსხვავებულია?

პასუხი: ძალიან ხშირად მეკითხებიან, რატომ დადის ერთი და იმავე მოდელის ორი სხვადასხვა ავტომობილი აბსოლუტურად განსხვავებულად როგორც სირბილის, ისე სიმძლავრისა და მანევრის მხრივ. არადა, ეს კონკრეტული ავტომობილი იმის გამო შეიძინეს, რომ მის მეგობარს ჰყავდა და მოსწონდა. ავტომობილები, თუნდაც ერთი და იგივე მოდელი, სხვადასხვა კომპლექტაციით არის აღჭურვილი მომხმარებლის მოთხოვნისა და იმ პირობების გათვალისწინებით, სადაც ავტომობილმა უნდა იაროს. ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც ახალი ავტომობილის შეძენისას კომფორტის, სალონის დიზაინისა და სხვა მსგავსი დეტალების გარდა, სავალი ნაწილის საკუთარ თავზე, ანუ, მძღოლზე მორგებას მოითხოვს. მით უმეტეს – მეორად ავტომობილებში. გარდა იმისა, რომ ის თავდაპირველად იმ ქვეყანაზე და პირობებზე იყო მორგებული, სადაც გაიყიდა, გაყიდვის შემდეგ, შესაძლოა, მოხდა გარკვეული ჩარევები, როგორიცაა, მაგალითად,  უმარტივესი დეტალების შეცვლა, ავტომობილის ტიუნინგი და სხვა. ავტომობილის სიუხეშეს, სირბილესა და მანევრს მისი სავალი ნაწილის კომპლექტაცია იწვევს, ხოლო სიმძლავრეს – მისი ძრავისა და ელექტრონული სისტემის კომპლექტაცია. როდესაც ავტომობილის ყიდვას გადაწყვეტთ, კარგი იქნება, რომ წინასწარ თეორიულად გაეცნოთ იმ ინფორმაციას, თუ მწარმოებელი ამ მოდელის რა ვარიანტებს გვთავაზობს. მაგალითისთვის ავიღოთ ყველასთვის ნაცნობი „ე კლასის”, იგივე მრგვალფარებიანი „მერსედესი”. მისი სხვადასხვა მოდელი ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ვიზუალურად ძნელად გასარჩევია, იმდენად მიზერულად განსხვავდება ერთმანეთისგან. არადა, ამ მოდელის თუნდაც ერთი ვარიანტი შეიცავს ბევრ ქვევარიანტს, ისეთებს, როგორიცაა, მაგალითად, ამორტიზატორების სირბილისა და სიუხეშის კოეფიციენტი. ვარიანტების ცვლასთან ერთად, იცვლება როგორც ძრავას სიმძლავრე, ასევე, მანევრირება და, რა თქმა უნდა, კომფორტის დეტალები სალონში. ამ ტიპის ავტომობილმა, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, შეიძლება, 100 კილომეტრზე 5-6 ლიტრი საწვავი მოიხმაროს (სწორედ ასეთ მოდელებს იყენებენ ტაქსებად გერმანიაში) და, შეიძლება, ყოველ 100 კილომეტრზე 20 ლიტრიც დახარჯოს (AMG-ის ტიუნინგით შესრულებული მოდელები). 

კითხვა: მყავს „მიცუბიში პაჯერო”, 3.5 ძრავით, 1999 წლის. გამიფუჭდა კატალიზატორის ტემპერატურის სენსორი და ავტომობილმა მოუმატა ბენზინის წვას. სად ვიშოვო ეს ნაწილი და როგორ მოვიქცე?

პასუხი: ამ ნაწილის შოვნა სამ ადგილას შეიძლება: ქუთაისის ქუჩაზე მაღაზიებში, სადაც გამართლებაზეა კარგი ხარისხის ნაწილის ყიდვა; „მიცუბიშის” ცენტრში, სადაც კარგი ხარისხისას იყიდით, მაგრამ, შედარებით ძვირი დაგიჯდებათ და დაშლილებში, სადაც, ასევე, გამართლებაზეა იქნება თუ არა საერთოდ ეს ნაწილი და, თუ ექნებათ, ივარგებს თუ არა. სენსორის გამოცვლა მარტივია და მისი შეცვლა ბევრ ხელოსანს შეუძლია, მაგრამ, უმჯობესია, ისეთ ადგილას შეაცვლევინოთ, სადაც ახლოსვე იქნება კომპიუტერული დიაგნოსტიკა, რომ შემდეგ მისი მუშაობა გადაამოწმოთ.  

კითხვა: მაინტერესებს,  როგორი ზოგადი მონაცემები აქვს „ნისან X ტრიალს” 2.2 დიზელის ძრავით. რას მეტყვით ძრავასთან დაკავშირებით და, ზოგადად, როგორია ის ჩვენს პირობებში?

პასუხი: „ნისანის” ეს მოდელი საკმაოდ მორგებულია ჩვენს პირობებზე, არ საჭიროებს ხშირ სერვისს, თავისი კლასის სხვა მოდელებთან შედარებით კარგი მანევრი აქვს. რაც შეეხება ძრავას, ამ ტიპის ძრავით აღჭურვილი ეს მოდელები ძალიან პოპულარულია და ყველაზე უკეთ იყიდება ინგლისში, სადაც მომხმარებელი ჩვენზე გაცილებით მომთხოვნია და მანქანის მიმართ მეტი პრეტენზია აქვს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეგრეთ წოდებული „გამომდგარი” ძრავია. 

კითხვა: მყავს „აუდი ა4”, კვადრო, ტურბირებული, 1.8-იანი ძრავით, რომელსაც დაუზიანდა ეგრეთ წოდებული ტურბო. „აუდის” ცენტრში და რამდენიმე ხელოსანთან ვცადე შეკეთება, მაგრამ, ვერ უშველეს. იქნებ, მირჩიოთ, როგორ მოვიქცე, შესაძლებელია თუ არა მისი შეკეთება და რა თანხა დამიჯდება ეს?

პასუხი: ტურბინის შეკეთება ჩვენთან შეუძლებელია, თუმცა, ახლის დაყენება შეიძლება, მაგრამ, ტურბინის, როგორც ნაწილის შეცვლით, პრობლემის გადაჭრა არ ხდება. ამ პროცედურის შემდგომ ძრავას სჭირდება „დანასტროიკება”. თუ ნამდვილად კონკრეტულად ამ მოდელის ტურბინა დააყენეთ და მაინც გაუმართავია, შესაძლებელია, ტურბინასთან ერთად მის სისტემაში არსებული სხვა დეტალიც იყოს დაზიანებული, რომელიც ხელს უშლის ძრავას გამართულ მუშაობას. ჯობია ისევ ცენტრს მიმართოთ და დეტალური დიაგნოსტიკა გააკეთონ ტურბინის სქემის მუშაობაზე.

კითხვა: საიმედოა თუ არა დატენილი ამორტიზატორები? როგორ მოვიქცე, ხომ არ ჯობია, რომელიმე უცხოური საიტიდან გამოვიწერო?

პასუხი: ნებისმიერი ტიპის ამორტიზატორის აღდგენაა შესაძლებელი, თუმცა ძალიან ცოტა ხელოსანს შეუძლია საქართველოში ამის კარგად გაკეთება. თუმცა, თავიდანვე უნდა იცოდეთ, რომ ნებისმიერი აღდგენილი ამორტიზატორი ვერასდროს იმუშავებს ისე როგორც ორიგინალი. კატასტროფაა თუ ერთი ამორტიზატორი აღდგენილია და მეორე ორიგინალი – შესაბამისობაში ვერანაირად ვერ მოვლენ. დატენილი ამორტიზატორი, მით უმეტეს, თუ ჩქარა სიარული გვიყვარს, დამატებით საფრთხეს ქმნის. თუ მაინც გიწევთ ამორტიზატორის აღდგენა, უმჯობესია, ორი წინა, ან ორი უკანა ერთდროულად მაინც აღადგინოთ. ერთნაირი მაინც ვერ იქნებიან, მაგრამ შედარებით უფრო უკეთ მოერგება, ვიდრე დატენილი და ორიგინალი. ამ დროს ავტომობილი უფრო კარგი სამართავია. არ გაგიკვირდეთ თუ აღდგენილი ამორტიზატორის შემთხვევაში ავტომობილი საერთოდ სხვანაირად იქცევა – უფრო ხისტია ან შეიძლება, უფრო რბილიც, სხვანაირად უხვევს. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ხელოსანი აღადგენს მას. საერთოდ, რისკის გაწევას, გირჩევნიათ, თუნდაც იაფიანი, დაბალი ხარისხის, მაგრამ მაინც ქარხნული ამორტიზატორი შეიძინოთ. ამ დეტალში, როგორც მინიმუმ, ის ქარხნული სტანდარტები იქნება გათვალისწინებული, რომელიც კონკრეტულ მოდელს სჭირდება. ძალიან კარგად უნდა გათვალოთ, რომ ამორტიზატორი ზუსტად მოერგოს ავტომობილს, – ზამბარების, ავტომობილის სიმძიმისა და სხვა გასათვალისწინებელი ფაქტორებიდან გამომდინარე. მწარმოებელი დაიცავს ქარხნულ პარამეტრებს, რასაც ვერც ერთი, ძალიან მაგარი ხელოსანიც კი, ვერ დაიცავს ამორტიზატორის დატენისას. რაც შეეხება გამოწერას, თუ ამის საშუალება და დრო გაქვთ, ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია, ორიგინალი ნაწილის გამოწერა. 

скачать dle 11.3