რა მოხდა ამ დღეს
11 მარტი
1851 – ვენეციაში შედგა ჯუზეპე ვერდის ოპერის „რიგოლეტოს“ პრემიერა.
1931 – საბჭოთა კავშირში აიკრძალა ბიბლიის შეტანა და გაყიდვა.
1970 – შედგა პრემიერა ფრანსის ფორდ კოპოლას ლეგენდარული ფილმისა „ნათლიმამა“.
12 მარტი
1282 – მონღოლებმა სიკვდილით დასაჯეს მეფე დემეტრე მეორე თავდადებული.
1938 – გერმანიამ შეიერთა ავსტრია („ანშლუსი“).
1960 – დიდ ბრიტანეთში პირველად გამოქვეყნდა ნაციონალური „ჰიტ-პარადი“.
1996 – კუალა ლუმპუსში გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე უფრო მაღალი შენობა – ცათამბჯენი Petronos Towers, რომლის სიმაღლეა 452 მეტრი.
13 მარტი
1781 – ინგლისელმა ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა მზის სისტემის მეშვიდე პლანეტა – ურანი.
1881 – ანარქისტმა გრინევიცკიმ მოკლა რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე.
1961 – 79 წლის პაბლო პიკასომ ცოლად მოიყვანა 37 წლის მოდელი ჟაკლინ როკი.
14 მარტი
1875 – გერმანიაში შეიქმნა იმპერიის ბანკი (რაიხსბანკი).
1879 – დაიბადა მეოცე საუკუნის უდიდესი ფიზიკოსი ალბერტ აინშტაინი.
1983 – შეიქმნა ამერიკული როკ-ჯგუფი „ბონ-ჯოვი“.
15 მარტი
1907 – მსოფლიოში პირველად ფინეთის სეიმში აირჩიეს პარლამენტარი ქალები.
1932 – დიდ ბრიტანეთში გაიხსნა ტელეკომპანია „ბი-ბი-სი“.
1933 – ადოლფ ჰიტლერმა გამოაცხადა, რომ გერმანია არის მესამე რაიხი.
1938 – საუდის არაბეთში აღმოჩნდა პირველი ნავთობი.
16 მარტი
37 – კუნძულ კაპრიზე საკუთარმა მცველებმა ბალიშებით დაახრჩეს იმპერატორი ტიბერიუსი.
1521 – ფერნანდო მაგელანმა აღმოაჩინა ფილიპინები.
1952 – კუნძულ რეუნიონზე მოვიდა სარეკორდო რაოდენობის ნალექი, 1870 მილიმეტრი.
17 მარტი
1845 – ინგლისელმა სტივენ პერიმ დააპატენტა ელასტიკური ბინტი.
1861 – რუსეთის იმპერიაში გადავარდა ბატონყმობა.
1899 – პირველად აჟღერდა კლასიკად ქცეული „ო, სოლე მიო“.