კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიახლეები

აღმოაჩინეს დედამიწის

მესამე რადიაციული სარტყელი

„ნასას“ სპეციალისტებმა „გადატრიალება მოახდინეს“ 1958 წლიდან არსებული შეხედულებაში იმის შესახებ, რომ დედამიწას აქვს ორი რადიაციული სარტყელი – მაგნიტოსფეროს არეები, რომლებშიც მაღალენერგეტიკული, დამუხტული ნაწილაკები გროვდება. ტყუპმა-ზონდებმა „RBSP“, რომლებიც კოსმოსში 2012 წლის აგვისტოში გაუშვეს, აქამდე უკვე ცნობილ შიდა და გარე სარტყელებს შორის კიდევ ერთი რადიაციული სარტყელი აღმოაჩინეს. 

„დაკვირვების მეხუთე დღეს ჯერ კიდევ არ შეგვეძლო დაგვეჯერებინა ის, რასაც ვხედავდით. ვფიქროდით, რომ მწყობრიდან გამოვიდა ხელსაწყოები, მაგრამ შევამოწმეთ და  ვნახეთ, რომ ნორმალურად მუშაობდა. მესამე სარტყელი კი ეკრანზე თანდათანობით უფრო მკაფიოდ ჩნდებოდა“, – ამბობს კოლორადოს უნივერსიტეტის თანამშრომელი დენიელ ბეიკერი. მონაცემების დასადასტურებლად, შედეგები თანამგზავრ SAMPEX-ის მონაცემებს შეადარეს, რომელიც დედამიწის მაგნიტოსფეროს 1992 წლიდან სწავლობს. მიუხედავად ამ მოწყობილობის შედარებით ნაკლები მგრძნობიარობისა, ანომალიის არსებობას მისი მაჩვენებლებიც ამტკიცებდა.

საქმე ისაა, რომ ეს იდუმალი რგოლი მანამდე რჩებოდა შეუმჩნეველი, სანამ ოქტომბრის დასაწყისში ის და გარეთა სარტყელი მზის ქარიშხლის შიგნით წარმოქმნილ დარტყმით ტალღას არ შეეჯახა.

ამჟამად მეცნიერები „RBSP“ ზონდების დახმარებით, რომელთა მისია ორ წელიწადზეა გათვლილი, ცდილობენ, გაარკვიონ, რა განაპირობებს აღმოჩენილი რადიაციული სარტყელის გამოჩენას და გაქრობას. „მიუხედავად იმისა, რომ კვლევები ამ დარგში 55 წლის წინათ დაიწყო, ჯერ კიდევ ბევრი გამოცანა რჩება. ჩვენ  გავხდით იშვიათი მოვლენის მოწმენი თუ ასეთი რამ საკმაოდ ხშირად ხდება“. ამ დარგში შემდგომი კვლევები აუცილებელია, კერძოდ, შორეულ კოსმოსში ფრენების მოსამზადებლად, სადაც ადამიანის ორგანიზმზე რადიაციის ზემოქმედების საშიშროება არსებობს.

 

ტელეპათია იმპლანტანტების

საშუალებით – საშიში თუ აუცილებელი

მეცნიერებმა პირველად შეძლეს, დაემტკიცებინათ, რომ ორ ბიოლოგიურ ორგანიზმს ერთმანეთის აზრების წაკითხვა ათასობით კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ. ჯერჯერობით დადებითი შედეგები მხოლოდ ვირთხებზე ცდების დროსაა მიღწეული, მაგრამ ადამიანთა შესაძლებლობები შეიძლება უფრო ფართო იყოს.

ჩრდილოეთ კაროლინის შტატის, დიუკის უნივერსიტეტის ბიოლოგებმა ერთი ვირთხა ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ დარემიში და მეორე – ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქ ნატალში, აიძულეს, ერთდროულად შეესრულებინათ ერთი და იგივე ამოცანა. ამისთვის მეცნიერებმა მათ ტვინში იმპლანტანტები ჩანერგეს. ვირთხა-„შიფრატორი,“ გარე ფაქტორებისგან  დამოკიდებულებით, დააწვებოდა გარკვეულ ბერკეტს გალიაში, რომელიც ამა თუ იმ ფერით იყო წარმოდგენილი. ინფორმაცია მისი მოქმედების შესახებ ელექტრული იმპულსებით კოდირდებოდა და შედიოდა ვირთხა-„დეშიფრატორის“ ტვინში. ის უნდა დაწოლოდა იმავე ფერის ბერკეტს, რომელიც პირველმა ვირთხამ აირჩია. ამოცანის წარმატებით შესრულების შემთხვევაში, ორივე ვირთხა იღებდა ჯილდოს.

ცდების დროს სიგნალის მიმღები ვირთხის რეაქციათა 70 პროცენტი სწორი იყო, რაც მეცნიერთა აზრით, მნიშვნელოვნად მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი დრესირების დროს. აღსანიშნავია, რომ კონტაქტი სახელდობრ, „ურთიერთობა“ იყო, ვინაიდან მათ კავშირს  ჰქონდა არა ცალმხრივი, არამედ ორმხრივი ხასიათი. როდესაც „დეშიფრატორი“ აწვებოდა არასწორ ბერკეტს, პირველი ვირთხა არ იღებდა საკვებს და ხვდებოდა, რომ რაღაცა სწორად არ გააკეთა. მაშინ გადასცემდა უფრო ზუსტ სიგნალებს.

„ეს არის პირველი დამტკიცებული შემთხვევა ხელოვნური ტელეპათიისა ორ ბიოლოგიურ ორგანიზმს შორის, რაც იმას მოწმობს, რომ ასეთივე კავშირი შეიძლება, ადამიანებს შორისაც დამყარდეს“, – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა მიგელ ნიკოლელისმა. მაგრამ ამდაგვარი ექსპერიმენტები იმის დემონსტრირებასაც ახდენდეს, რომ ერთი ტვინი შეიძლება, მეორეთი კონტროლდებოდეს... შედეგები კი დამანგრეველი აღმოჩნდეს. „მე მზარავს ვიფიქრო, რა მოხდება, თუ ამ ცდის გამოყენება დაიწყება არაჰუმანური მიზნებისთვის“,  – გამოთქვა შიში დიდი ბრიტანეთის უორიკსის უნივერსიტეტის ბიოლოგმა. მიუხედავად ამისა, ცდების გაგრძელება აუცილებელია, პირველ ყოვლისა, მიღწევები ამ დარგში აუცილებელია, პროთეზირებაში გარე მოწყობილობების მართვის შესაძლებლობების განვითარებისთვის მათზე ფიზიკური ზემოქმედების გარეშე.

 

ინდოეთის ოკეანეში

ჩაძირული კონტინენტი აღმოაჩინეს

მავრიკიის პლაჟები დედამიწის განვითარების საიდუმლოს ინახავს – მეცნიერებმა ამ კუნძულის ქვიშის შესწავლის შემდეგ, სუპერკონტინენტ როდინიას, ინდოეთსა და მადაგასკარს შორის მიკრომატერიკის მილიარდი წლის წინათ არსებობის მტკიცებულებანი აღმოაჩინეს. ამას გარდა, ნათელი მოეფინა სეიშელის კუნძულების წარმოშობას, რომლებიც ადრე განსაკუთრებულად მიიჩნეოდა და მათი წარმოშობის ისტორია ბნელით იყო მოცული.

მავრიკიის პლაჟების ქვიშის ანალიზის შედეგები და ინდოეთის ოკეანის გრავიმეტრიული გაზომვები ნორვეგიელ, გერმანელ და ბრაზილიელ მეცნიერთა ჯგუფმა  გამოაქვეყნა. მიკროკონტინენტს მათ მაურიცია ან მავრიცია დაარქვეს.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ ცირკონები და ამოვიღეთ პლაჟის ქვიშიდან – ეს ზუსტად ისაა, რასაც, ჩვეულებრივ, პოულობენ კონტინენტურ ქერქში. ისინი ძალზე ძველია“, – ამბობს ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი, ტრონდ ტორსვიკი.

სწავლულებმა დაადგინეს: ცირკონები 600 მილიონი წლის წინა პერიოდისაა, რაც მათ საშუალებას აძლევს, ივარაუდონ, რომ მაურიცია ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნა და ჩაეჭედა მადაგასკარსა და ინდოეთს შორის როდინიის არსებობის პერიოდში, ხოლო 83 მილიონი წლის წინათ მადაგასკარს გამოეყო ინდოეთი, სეიშელის კუნძულები და კიდევ რამდენიმე ფრაგმენტი. „შეუძლებელია, ზუსტად ვთქვათ, როდის „დაკარგა“ ინდოეთმა მაურიცია, მაგრამ ნათელია ის პროცესები, რამაც „გასწია“ ინდოეთი, ჩაძირა მიკროკონტინენტი, რომლის ნამსხვრევები ახლა მავრიკიის ქვეშ და ინდოეთის ოკეანეში 10 კილომეტრის სიღრმეზე უნდა ვეძებოთ, რაც ალბათ, ძალზე დიდი ფული დაჯდება“, – განაცხადა სამხრეთაფრიკელმა გეოლოგმა ლუის ეშვლმა.

 

ვისკი – შოტლანდიურ კანალიზაციაში

ათასობით ლიტრი ვისკი ჩაიღვარა ქალაქ დამბარტონის კანალიზაციაში. კომპანია Chivas Brothers-ის ღვინის ქარხანაში ღამის ცვლის ბრიგადამ მოწყობილობებისა და აპარატურის წმენდა დაიწყო. მუშებს კი ძვირფასი სასმელი სარეცხ სითხეში აერიათ და მაგარი ალკოჰოლი საკანალიზაციო მილებში ჩაუშვეს. სპირტის ღრუბელი ისეთ დიდ ტერიტორიას მოედო, რომ საკანალიზაციო სამსახურში განგაში გამოცხადდა. თანამშრომლებმა მხოლოდ დილის 11 საათზე დაადგინეს მიზეზი – ალკოჰოლური ქარხნის მუშაკთა შეცდომა –  კანალიზაციაში 18 ათასი ლიტრი ვისკი ჩაიღვარა. კომპანიის გამოთვლებით, ამ შემთხვევამ მათ 500 ათასი ფუნტი სტერლინგის ზარალი მიაყენა. „თანამშრომლები, რომლებმაც ასეთი უყურადღებობა გამოიჩინეს, სათანადოდ დაისჯებიან. საბედნიეროდ, ალკოჰოლი არ მოხვდა იმ მდინარეში, რომლის წყალსაც ქალაქი სასმელად იყენებს“, – ნათქვამია ფირმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  კორპორაცია „სკოთიშ ვოთერმა“, რომელიც პასუხისმგებელია  შოტლანდიის სასმელი წყლის სისუფთავესა და საკანალიზაციო სისტემაზე, მოსახლეობას აღუთქვა, რომ კიდევ უფრო ეფექტურად ჩატარდება სამუშაოები სასმელი წყლის გასაწმენდად. 

კომპანია Chivas Brothers-ის დამბარტონის ქარხანაში, სადაც 600 თანამშრომელი მუშაობს, მზადდება მსოფლიოში პოპულარობით მეორე შოტლანდიური ბრენდი – ვისკი Ballantine’s, ასევე, ბოთლებში ჩამოისხმება სხვადასხვა ალკოჰოლური პროდუქტი, კერძოდ, ვისკის ბრენდი Chivas Regal-ი და ჯინი Beafeater-ი.

გვერდი მოამზადა

ლაშა გაბელიამ

скачать dle 11.3