კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი დახმარებით დაბრუნდნენ სახლში ნანიკო ხაზარაძე და ნიკა ლომიძე და რა სისულელეს არ ჩაიდენენ ისინი

 წლების წინათ მათთან ერთად იღვიძებდა მთელი თბილისი; მათი იუმორი მთელი თბილისის იუმორი ხდებოდა; მათი ვიზუალი მოდის ახალ მიმდინარეობებს უყრიდა საფუძველს. გულიანი სიცილი, ჯანსაღი, არ მოვერიდები ამის თქმას და არაგოიმური ხუმრობები, ხალასი განწყობა ნანიკო ხაზარაძისა და ნიკა ლომიძის სავიზიტო ბარათი იყო. მხოლოდ მათ შეეძლოთ, ეკრანზე რამდენიმე საათის განმავლობაში თემის გარეშე ისე ესაუბრათ, რომ მაყურებელს სხვა არხზე გადართვა არც მოუვიდოდა აზრად. გავიდა წლები, გაიზარდა მაყურებელი, თავადაც გაიზარდნენ და ახლა უამრავი სხვადასხვა ტელევიზიისა და განსხვავებული პროექტის შემდეგ, ისევ „მაესტროში” დაბრუნდნენ და ისევ ერთად მიჰყავთ გადაცემა, რომელსაც ლოგიკურად „თავისუფალი დრო” ჰქვია. 

 

– როგორია ამდენი წლის შემდეგ ისევ ერთად ეთერში დაჯდომა?

ნიკა ლომიძე: ფუუ, საშინელებაა, კოშმარია...

ნანიკო ხაზარაძე: იცი, როდის „დავაფასე” ეს ბოროტი ადამიანი?! სულ რამდენიმე დღის წინ ორი დღით ხორვატიაში რომ წავიდა და ხუთი დღით ვენეციაში რომ აღმოჩნდა. მაშინ მივხვდი, როგორი კარგი და კომფორტული პარტნიორია – შეგიძლია, მშვიდად და სტაბილურად იყო მის გვერდით (იცინის). მთელმა „მაესტრომ” იცოდა, რომ ხუთი დღით წავიდა, მხოლოდ ჩვენ ოთახში მყოფმა სამმა-ოთხმა ახალგაზრდამ ვიცოდით, რომ სულ რაღაც ორი დღით დაგვტოვა. 

ნიკა: ამათთვის რომ მეთქვა, სამი დღე ეთერში არ ვიქნებოდი, ხომ წარმოგიდგენია, რა ამბავს ატეხდნენ?! არადა, მახსოვდა, რომ გითხარით, იცი?! ბოდიში.

ნანიკო: განზრახ მკვლელობას ჰქონდა ადგილი. 

ნიკა: ხორვატიაში ვიყავი გადაღებაზე, ვენეცია იქვეა, ორი ფეხის ნაბიჯზე და, გადარბენა-გადმორბენით არ ჩავსულიყავი?! სხვა, ყველა მხრივ გადასარევად ვართ (იცინის). ჩვენ ცამეტი წლის წინ ავეწყვეთ და იმის შემდეგ სულ ასე აწყობილები დავდივართ.

ნანიკო: ნიკა რომ მარსზე გაუშვა და ოცდაორი წელი არ ვნახო, ოცდაორი წლის შემდეგაც კი, დარწმუნებული ვარ, დიალოგის აწყობა არ გაგვიჭირდება. ეს უკვე სამუდამო ამბავია. 

ნიკა: თან, ორივე ხომ ცოტა ვერ ვართ ჩვენს „მატორზე” და, როგორც ადრე ვაფრენდით, ისე ვართ ახლაც. 

– ანუ, არ გაიზარდეთ?

ნანიკო: გამოცდილება შევიძინეთ უფრო მეტი, დავღვინდით, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს ეთერში გვეტყობა. თემას გააჩნია უფრო. არის თემები, რომლებიც უფრო სერიოზულ მიდგომას მოითხოვს.

ნიკა: ცამეტი წლის წინ არ არსებობდა ისეთი თემები, რომლებიც დაღვინებას მოითხოვდა. სრულიად „უთემოდ” ვსხდებოდით ეთერში და რაღაცეები გამოდიოდა. ახლაც ასე ვართ, თუ გგონია, წინასწარ ვემზადებით, ძალიან ცდები.

– მთავრდება თუ არა გადაცემა, ეგრევე რომ გარბიხარ, ესე იგი, მართლა არ ემზადები.

ნანიკო: შენ, როგორც მაყურებელი, ისე ხვდები ამას?! (იცინიან). 

ნიკა: რომ მიცნობს, იმიტომ! 

ნანიკო: ნიკას მოსვლა ბედნიერებაა. რა გავაკეთო, ხომ არ დავაბამ?! კი, ვებრძვით, რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ, როგორც კი მე ან ჩვენი რომელიმე თანამშრომელი რაიმე პრეტენზიის გამოხატვას დააპირებს, ისეთ სახეს მიიღებს, ისე გაიცინებს, რომ არ გამოდის საყვედურები. თუ მოუმზადებელი იქნება პირდაპირ ეთერში, ეს მხოლოდ მისი პრობლემაა, მაგრამ, ესეც საერთოდ არ ადარდებს. 

– არ იფიქრეთ, რომ მაყურებელს თქვენი წყვილი ახსოვს და, შეიძლება, არ ყოფილიყო დაბრუნება ისეთი ეფექტური?

ნიკა: რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ვიფიქრეთ. იდიოტები ხომ არ ვართ, რომ პირდაპირ შევვარდნილიყავით და გადაცემა დაგვეწყო! ბევრი ვიფიქრეთ და მივხვდით, რომ „ტოროლა” არ უნდა გაგვეკეთებინა – იმ ასაკიდანაც გამოვედით, შეიცვალა დრო, მოთხოვნები, მაყურებელიც გაიზარდა. ის მაშინ იყო კარგი და ახალი, ახალი სიტყვა. ვთქვით: მოდი, ასე დავიწყოთ და, მერე რა მოგვიფრენს თავში, ამას დრო გვიჩვენებს.

– ხარ თუ არა სტაბილური ადამიანი და შეუძლია თუ არა ნანიკოს შენს იმედზე ყოფნა?

– ძალიან სტაბილური ვარ, არ უნდა დაგესვათ ჩემთვის ეს შეკითხვა. არა, სერიოზულად. როცა სახლში დაბრუნდები, უნდა გეყოს იმის ჭკუა, რომ შორს აღარ წახვიდე. სახლში დაბრუნების განცდა გვაქვს ყველას, თან, არაფერია შეცვლილი. „მაესტროში” ის თანამშრომლებიც კი, რომლებიც ჩვენ შემდეგ მოვიდნენ (და ასეთი უამრავია, წლებია ემატებიან, მიდიან-მოდიან), ვისაც არ ვიცნობდით და გავიცანით, ყველა ერთნაირად აფრენს. „მაესტროს” სული ყველას თავის თავზე ირგებს, ასე ვთქვათ.

ნანიკო: მგონი, ადრეც გითხარი, რომ, ყველა სხვა სამსახურისგან განსხვავებით აქ ნულზეა ბიუროკრატია. ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიეთ, ისე მარტივად ხდება რაღაცეები.

ნიკა: აქაურობას ყველა როგორც სახლს, ისე აღიქვამს და ისე უვლის, როგორც საკუთარს. ყველა თავისი თავის პატრონია, ჩვენს თავზე არავინ დგას. რომ მეუბნებოდნენ, ყველა თავის საქმეს აკეთებს და მამუკა საერთოდ არ ერევაო, არ მჯეროდა. მახსოვს, ყოველდღე გვირეკავდა, ხან გვლანძღავდა, ხან გვაქებდა, მაგრამ, არაფერი გამოეპარებოდა. ახლა ასე არ არის. ფურცელი გინდა, კამერა გინდა, რაც გინდა, შედი და აიღე, ოღონდ, შენზეა მთელი პასუხისმგებლობა. ამისთვის არ არის საჭირო, ორას ოთახში ირბინო და ათასმა კაცმა ხელი მოგიწეროს.

– მაყურებლისგან თუ გრძნობთ თქვენი წყვილის მონატრებას?

ნანიკო: რეიტინგი ამბობს ამას, ჩემო კარგო. აგერ, პირველ კედელზეც კი გამოვიკარით, იმდენად არ ველოდით და გაგვიხარდა. იმ მაყურებლამდე, ალბათ, ბოლომდე მაინც არ გავსულვართ ვინც „ტოროლას“ დროს გვყავდა – ამ ყველაფერს დრო და მიჩვევა სჭირდება, თან, მაუწყებლობაც შეზღუდულია, საქართველო თავიდან ბოლომდე დაფარული არ გვაქვს, მაგრამ, ნელ-ნელა ეს პრობლემაც დაიძლევა. გვწერენ – თეფშებს გვიყენებენ და სულ მალე გიყურებთო. მალე მთელ საქართველოს დავფარავთ.

– თემებს ერთად ირჩევთ?

– მხოლოდ ნიკა არჩევს თემებს. 

ნიკა: მარტო ვმუშაობ. ეს ჯანელა (თამუნა ჯანელიძე, პროდიუსერი, – ავტორი) რას მიკეთებს, არ ვიცი, რაში უხდიან ხელფასს (იცინიან). 

ნანიკო: დღეს ეთერში გაიგო, რაზე გვქონდა გადაცემა, ოღონდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის.

ნიკა: ეს უფრო საინტერესოა. მაყურებელთან ერთად ვიგებ ყველაფერს და, რაც მაყურებელს აინტერესებს, იმ კითხვებს ნანიკოს ვუსვამ (იცინიან). 

ნანიკო: რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება – დასხმული ტვინი, ორმოცდაათი ლინკი გადაკითხული, შვიდასი ვიდეო ნანახი და ამ ყველაფერს ეთერში ვუყვები. ერთხელ შენ გააკეთე საპირისპირო.

ნიკა: კითხვა ვინმემ ხომ უნდა დაგისვას?! გადასარევად ვართ აწყობილი. „ფეისბუქზე” რაღაცას მომწერენ და ვერც ვნახულობ – არ ვიცი ეს „ფეისბუქი” და რა გავაკეთო?! თან, არ ვარ ერთადერთი – მყავს გვერდით მეგობრები, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ „ფეისბუქი” და გადასარევები არიან. 

ნანიკო: კარგია მერე ეგ?! ჩვენ ძალიან ბევრი თემა სწორედ აქედან გამოვაძვრინეთ. მაგას რომ თავი დავანებოთ, ინფორმაციის მიღების საუკეთესო საშუალებაა. მთელი დღე ტელევიზორთან რომ ვერ მოხვდე, ზუსტად გაიგებ, ქვეყანაში რა ხდება. 

ნიკა: ხაზის ტელეფონი და ხაზის რადიო – ვგიჟდები ამ ორ რაღაცაზე. ულამაზესი ძველებური ტელეფონი იყიდება, რომელიც მხოლოდ ხაზზე მუშაობს.

– მამუკა ღლონტი სულ რაღაც ინტრიგებში გაბამდათ, ფიარისთვის, ფიქტობრივად, დაგაქორწინათ და საქორწინო მოგზაურობაშიც გაგიშვათ. ახლა რა ხდება ამ მიმართულებით?

ნანიკო: ეს მაშინ, როცა პატარები ვიყავით. ახლა არ გვჭირდება, თავადაც ვახერხებთ რაღაცეების მოფიქრებას (იცინიან). 

ნიკა: თან, ახლა იცის, რომ ტყუილად ვეღარ გაგვიშვებს ვერც კუნძულზე და ვერსად. თუ ასეთი იდეა გაუჩნდება, მართლა უნდა გაგვიშვას და აღარ ამბობს. კი ბატონო, გავქრებით, ოღონდ, მართლა უნდა გაგვიშვას.

ნანიკო: მაგაზე როგორ ვაწუწუნებთ! (იცინიან). ახლა სულ ბოღმით ვივსები, ეს რომ წასული იყო. ახლა ჩემი ჯერია, ნიკა, ერთით ერთი რომ გახდეს. 

ნიკა: არ ჩაგირტყა ამერიკამ ვიზა და მოისვენე…

ნანიკო: დღეს ეთერში ადამიანი გვყავდა, ვისაც, ასევე, არ ჩაურტყეს ამერიკის ვიზა და, ძალიან გაბრაზებულებმა, პირდაპირ ეთერში ველაპარაკეთ ამერიკის ელჩს.

ნიკა: აი, მართლა რომ წავიდეს ნანიკო, მერე რა უნდა ვქნა, არ ვიცი, მოვკვდები ჯღნავილით. 

ნანიკო: მოგიწევს ლინკების გადახედვა. 

 

скачать dle 11.3