კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აპირებს მზია ორველაშვილი „სამეჯლისო ცეკვების ჰოლივუდში“ მოხვედრას და მერამდენე ადგილი უკავია მას მსოფლიო რეიტინგში

მზია ორველაშვილი, ქართულმა საზოგადოებამ გაიცნო პროექტიდან – „ცეკვავენ ვარსკვლავები“, სადაც ის ოთარ ტატიშვილს უწევდა მეწყვილეობას. მიკა, როგორც მას ბელორუსში ეძახიან, შეიძლება ითქვას, თავის პროფესიაში ერთ-ერთი წარმატებული ქართველი, არაერთი სერიოზული ჯილდოსა და ტიტულის მფლობელია. ცოტა ხნის წინ‚ მზია თავის პარტნიორთან ერთად, ბელორუსის ჩემპიონი გახდა. 

მზია ორველაშვილი: 16 თებერვალს ჩატარდა ტურნირი, რომლისთვისაც დიდხანს ვემზადებოდით. დიდი შრომა, ძალისხმევა ჩავდეთ იმაში, რომ მოგვეგო. 40-მდე წყვილი მონაწილეობდა ტურნირში და ჩვენ გავედით პირველ ადგილზე – ბელორუსის ჩემპიონები გავხდით. სამეჯლისო ცეკვები ბელორუსში უფრო პოპულარულია, ვიდრე საქართველოში. აქ ჩვენ ვუყვარვართ, გვაფასებენ, მხარში გვიდგანან. საქართველოშიც გვაფასებდნენ, ბევრი რამ კარგად იყო, მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო საკმარისი. ამიტომაც, წამოვედით ბელორუსში. თუმცა‚ ძალიან გვინდოდა, საქართველოს სახელით გამოვსულიყავით. ეს ჩემი ქვეყანაა, აქ დავიბადე, გავიზარდე და ოფიციალურ ტურნირებზე მინდა, ჩვენი ქვეყნის სახელით გამოვიდე, მაგრამ არ გამოდის. ამიტომ ვარჩიეთ, აქეთ წამოსვლა, რადგან აქ უფრო მეტი ხელშეწყობა გვაქვს. განსაკუთრებით ახლა‚ ჩემპიონატის შემდეგ სემინარებზე გვპატიჟებენ. თუმცა‚ სამი წლის განმავლობაში ჩემს ბელორუს მეწყვილესთან ერთად საქართველოს სახელით გამოვდიოდი. ვიყავით საქართველოს პირველი წყვილი სამი წლის განმავლობაში, ასევე‚ კავკასიის აბსოლუტური ჩემპიონები, თასის მფლობელები; აღმოსავლეთ ევროპის ვიცე-ჩემპიონები გავხდით ასევე საქართველოს სახელით. ვცდილობდით‚ ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი წარმატება მოგვეტანა. ჩემი მშობლები მწვრთნელები არიან, მათ გამზარდეს. დედა და მამა ყველანაირად ცდილობდნენ, მე რაღაცისთვის მიმეღწია. მათი სტუდია‚ „ელეგია“‚ ერთ-ერთი საუკეთესოა. ოთო ფოლადაშვილი ამ სტუდიაშია გაზრდილი. იქ გახდა საქართველოს ჩემპიონი პირველად. ოჯახში მარტო მე განვაგრძე მშობლების საქმე. ჩემი ძმებიც ცეკვავდნენ, მაგრამ დაოჯახდნენ და თავი დაანებეს. არადა‚ საქართველოს ჩემპიონები იყვნენ, ჰქონდათ ნიჭი, მაგრამ უარი თქვეს. ძალიან მინდა მივაღწიო იმას, რაც ჩემს მშობლებს ჰქონდათ დასახული.

– რას გულისხმობ?

– მშობლები სულ მეუბნებოდნენ: გვინდა‚ შენ მიაღწიო იმას, რასაც ჩვენ ვერ მივაღწიეთო. თუნდაც‚ მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში რომ გახვიდე, ან ფინალამდე მიაღწიო – ჩვენს ცეკვებში ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. მსოფლიო რეიტინგში 6 000 მეტი წყვილია და მათი სურვილია‚ 50 საუკეთესოში შევიდნენ. როცა 50 საუკეთესოში შედიხარ, ვარსკვლავს იღებ და ეს დიდი წარმატებაა. ჩვენს ცეკვებში ცალკე „ჰოლივუდია“ და იქ მოხვედრა ყველას უნდა. მე და ჩემს მეწყვილეს უკვე ცოტა დაგვრჩა, რომ მივუახლოვდეთ. სამი ტურნირიც და ალბათ‚ 50 საუკეთესო წყვილს შორის მოვხვდებით. წინა კვირას ტურნირი უკრაინაში იყო. 70 წყვილიდან გავედით ნახევარფინალში – მეათეები ვიყავით, რაც ძალიან კარგი შედეგია. აქედან ქულები დაგვემატა და მსოფლიო რეიტინგში უკვე 109-ე ადგილზე ვართ. სამი ტურნირი დაგვრჩა, ოღონდ‚  ნახევარფინალში ან ფინალში უნდა ვიცეკვოთ, რომ დიდი კოეფიციენტი გვქონდეს. ფორმაში ვართ და ვნახოთ‚ რა იქნება. როდესაც საქართველოს სახელით გამოვდიოდით, ფინანსების გამო მსოფლიო ჩემპიონტებზე ვერ მივდიოდით, რადგან შორს იყო ეს კონკურსები. ერთ-ერთი‚ რის გამოც ბელორუსში გადმოვედით, ესეც იყო. აქაური ფედერაცია ასეთ დიდ კონკურსებზე გზის ფულს უხდის ჩემპიონ წყვილს. საქართველოში‚ სამწუხაროდ‚ არ გვიხდიდნენ. იაპონიაში წასასვლელად კი ჩვენი ხარჯებით ვერ ვიყიდიდით ბილეთებს. თან‚ კოსტიუმები უნდა შეგვეკერა. ერთი კაბა კი 1 500 ევროზე მეტი ჯდება. კაბებიც შეიკერო და ბილეთიც იყიდო, ძალიან ძნელია. ბელორუსში ამის ფულს გვიხდიან და ყველანაირი ხელშეწყობა გვაქვს. 

– ყველაზე მეტად რომელი წარმატებით ამაყობ?

– ძალიან ვამაყობ იმით, რომ საქართველოს პირველი წყვილი ვიყავით და წარმოვადგენდი ჩემს საყვარელ ქვეყანას, სადაც ძალიან მინდა, დაბრუნება. კიდევ‚ რა თქმა უნდა‚ ვამაყობ იმით, რომ გავხდი ბელორუსის ჩემპიონი – ამან ყველაფერი დააგვირგვინა. 

– რამდენი ხანია‚ რაც შენს მეწყვილესთან ერთად ცეკვავ?

– ჩემი პარტნიორია გენადი ცინკევიჩი. ჩვენ გვყავდა საერთო ნაცნობი ბელორუსში. თბილისში ჩემს მეწყვილეს რომ დავშორდი, მასაც აღარ ჰყავდა პარტნიორი. დამიკავშირდა ჩვენი ნაცნობი, მითხრა: ერთი ბიჭია აქ, ბელორუსში ერთ-ერთ ლიდერად ითვლება და იქნებ მოსინჯოთ ერთად ცეკვაო. მორიდებულად ვკითხე: საქართველოში ჩამოსვლას დათანხმდება-მეთქი. მოკლედ‚ დაელაპარაკა, გაიგო‚ რომ კარგი შედეგები მქონდა და სახლში დარეკა. დედაჩემმა უპასუხა და ჰკითხა საქართველოში თუ ჩამოხვალთ, ჩემი გოგონაა და ვერ გამოვუშვებ ბელორუსშიო. დაგვთანხმდა, ჩამოვიდა, რაც ძალიან გაგვიკვირდა. ჩვენს ცეკვებში, ძირითადად, გოგონები ჩადიან სხვა ქვეყნებში, რომ ბიჭთან ცეკვა მოსინჯონ, რადგან ბიჭები ჭირს ჩვენს პროფესიაში. ჩამოვიდა, დავდგით ცეკვები. მაისში თბილისში კავკასიის თასის ჩემპიონატი ტარდება და ვიფიქრეთ: მოდი‚ ჩვენც ვნახოთ, რა გამოგვივა. თუ მოვხვდებით ამ დიდი ტურნირის ფინალში, გავაგრძელოთ ერთად ცეკვა, თუ არადა‚ დავიწყოთ მეწყვილის თავიდან ძებნაო. მოკლედ‚ გამოვედით კონკურსზე, პირველივე საერთაშორისო კონკურსზე მეოთხე ადგილი ავიღეთ და გადავწყვიტეთ‚ ერთად გაგვეგრძელებინა ცეკვა. ჩამოვედით ბელორუსში და უკვე 4 წელია‚ ერთად ვცეკვავთ. 

– როგორც ყველა წყვილი, ალბათ, თქვენც ჩხუბობთ, კამათობთ.

– ბევრს ვჩხუბობთ, თუმცა ყველას ჰგონია, რომ შეყვარებულები ვართ. მოკლედ, ბევრს ჭორაობენ. არადა‚ ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ერთ ოჯახში ვცხოვრობთ. ანუ‚ კონტრაქტი გვაქვს ასეთი: მე რომ ბელორუსში ჩამოვდივარ‚ მასთან ვცხოვრობ სახლში. ის რომ თბილისში ჩამოდის‚ ჩემთან‚ სახლში ცხოვრობს. წარმოიდგინეთ 4 წელია‚ ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ, და-ძმასავით ვართ. მას თავისი საცოლე ჰყავს,  მე – ჩემი... 

– თბილისში ბევრს ჭორაობდნენ შენი და უკრაინელი ქორეოგრაფის ურთიერთობის შესახებ. რა ხდება ამ მხრივ? 

– ამ ეტაპზე არსებობს ადამიანი, რომელთანაც გარკვეული, სერიოზული ურთიერთობა მაქვს. გპირდები, რომ ამის შესახებ მერე მოგიყვები.

– ყველაზე მეტად‚ ალბათ‚ შენს შვილთან განშორება გაგიჭირდა.

– არ მინდოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. რა დაგიმალოთ და მე უნივერსიტეტში არ მისწავლია. საშუალო სკოლა დავამთავრე, ცუდად არ ვსწავლობდი, მაგრამ ატესტატი არაფერში დამეხმარება. ცეკვაა ჩემი პროფესია, ამით უნდა ვიცხოვრო, ვიმუშაო. ამით უნდა ვაჭამო ჩემს შვილს, ამიტომაც დავთანხმდი. საქართველოში მექნება ჩემი სტუდია, მშობლების საქმეს განვაგრძობ, მაგრამ მხოლოდ ეს არ მაკმაყოფილებს. მინდა ვიმსაჯო, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი გავხდე, რომ კონკურსებზე ვიარო, დიდი ხელფასი მქონდეს და ჩემს შვილს ყველაფერი გავუკეთო. თან‚ მამიკო საერთაშორისო კატეგორიის მსაჯია და მეც მინდა‚ ვიყო. ჩემმა შვილმა რაღაც რომ მთხოვოს და ვერ გავუკეთო, თვალებში ვეღარ შევხედავ. მამას რასაც ვთხოვდით, ბოლო კაპიკები რომ ჰქონოდა, მაინც გვიყიდიდა. ამიტომ მინდა‚ ჩემი შვილისთვის ისეთი დედა ვიყო, როგორი მშობლებიც მე მყავს. 

– რატომ გადაწყვიტე‚ მონაწილეობა მიგეღო „ცეკვავენ ვარსკვლავებში?“

– ეს ყველაფერი დედაჩემმა გააკეთა და მადლობელი ვარ, რომ თბილისში ჩამომიყვანა, არადა‚ სხვა გეგმები მქონდა. 200 ქულა გვაკლდა, მე და ჩემი მეწყვილე, 50 საუკეთესო მოცეკვავეში რომ შევსულიყავით და არ მინდოდა ამ შანსის დაკარგვა. მაგრამ დედამ მითხრა: თუ ბედია, მაგას მერეც გააკეთებო და მოკლედ‚ ერთ დღეში გადამაწყვეტინა თბილისში ჩამოსვლა – რატომაც არ უნდა გიცნობდეს შენი ქვეყანა. ჩემს მეწყვილესთან მთელი ომი მქონდა, მაგრამ გაგებით მოეკიდა. შეიძლება‚ ამით რაღაც დავკარგე, მაგრამ ჩემს საყვარელ ქვეყანაში რამდენიმე ადამიანის სიყვარული მოვიპოვე. 

– როგორც ვიცი, საკმაოდ პატარა ასაკში გათხოვდი და დღეს მეუღლესთან დაშორებული ხარ.

– არ ვნანობ ამ ნაბიჯს, შვილი მყავს, რომელიც ძალიან მიყვარს. ჩემი ყოფილი ქმარი კარგი ადამიანია, მაგრამ ერთმანეთს ვერ გავუგეთ. ალბათ‚ არ იყო ბედი, რომ ჩვენ ერთად გვეცხოვრა. მალე დავშორდით, სულ კონფლიქტებში ვიყავით, ამიტომაც დავშორდით. თავიდან ძნელი იყო ამ ყველაფრის გადატანა, ბავშვის მარტო გაზრდა, მაგრამ დრო ყველაფრის მკურნალია. ახლა არ მაქვს მასთან ურთიერთობა, თუმცა‚ ბავშვს ნახულობს, კარგ მამობას უწევს. რასაც სთხოვს‚ ყველაფერს უკეთებს და მეც მინდა, რომ მასთან ჰქონდეს ურთიერთობა. 

– როდესაც მეორედ გადაწყვეტ გათხოვებას, ალბათ‚ ბევრ რამეს გაითვალისწინებ.

– ალბათ‚ ვიქნები უფრო დამთმობი, რბილი ხასიათი მექნება. უფრო მოვესიყვარულები ჩემს ქმარს...

скачать dle 11.3