კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯენიფერ ლოურენსის გზა ნიუ-იორკის ტროტუარიდან „ოსკარის” ტრიუმფატორობამდე

„ოსკარების” 2013 წლის დაჯილდოებაზე საუკეთესო ქალი მსახიობისთვის დაწესებული ჯილდოს ტრიუმფატორი 22 წლის ჯენიფერ ლოურენსი გახდა. ჰოლივუდის უკვე მოქმედი ვარსკვლავი არცთუ დიდი ხანია, რაც გამოჩნდა მსოფლიო კინოს ოლიმპზე, მაგრამ, მალევე მიიპყრო ყურადღება და თაყვანისმცემლების მთელი არმია გაიჩინა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

* ჯენიფერ შრეიდერ ლოურენსი დაიბადა 1990 წლის 15 აგვისტოს, ლუისვილში, კენტუკის შტატში, მშენებელ გარი ლოურენსისა და საბავშვო ბანაკის მომვლელ კარენ ლოურენსის ოჯახში. 14 წლის ასაკში ჯენიფერს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ მსახიობობა უნდოდა და მშობლებს ნიუ-იორკში წაყვანა მოსთხოვა, რათა იქ მისთვის აგენტი აეყვანათ. სააგენტოში მისულმა ჯენიფერმა მოსმენის დროს კარგი შთაბეჭდილება დატოვა – მისი სამსახიობო ნიჭით ყველა კმაყოფილი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი პროფესიული განათლება და გამოცდილება არ ჰქონდა. ჯენიფერმა ექსტერნად, ორი წლით ადრე დაამთავრა სკოლაში სწავლა და აქტიური სამსახიობო კარიერა დაიწყო.

* ჯენიფერი დიეტების კატეგორიული წინააღმდეგია და სხვადასხვა სახეობის ჰამბურგერების დიდი მოყვარულია, განსაკუთრებით უყვარს ფილადელფიური ჩიზსტეიკი.

* სკოლაში სწავლის პერიოდში ჯენიფერ ლოურენსი ადგილობრივი ამერიკული ფეხბურთის კლუბის – „ჩირლიდერშების” ჯგუფის წევრი იყო 6 წლის განმავლობაში.

* ჯენიფერი ლოურენსების საგვარეულოში პირველი გოგონაა უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში, მანამდე გვარში მხოლოდ ბიჭები იბადებოდნენ.

* ჯენიფერ ლოურენსი ცაციაა და მოჩვენებების ეშინია. მისი საყვარელი კერძია შემწვარი ქათამი ბრინჯთან და სოიის სოუსთან ერთად.

* ჯენიფერის კომენტარი იმის შესახებ, თუ როგორ შეამჩნიეს პროდიუსერებმა: „სრულიად შემთხვევით. მე და დედა ნიუ-იორკში ტროტუარზე ვიდექით და ქუჩის მოცეკვავეს ვუყურებდით, რომ მომიახლოვდა ახალგაზრდა კაცი ფოტოკამერით და რამდენიმე კადრის გადაღება მთხოვა. რამდენიმე დღეში სახლში დამირეკეს და სარეკლამო რგოლის გადაღებაში მონაწილეობის მიღება შემომთავაზეს”.

* ჯენიფერი ძალიან უხერხულად გრძნობს თავს, როდესაც სექს-სიმბოლოდ მოიხსენიებენ, თუმცა, პრივატულ საუბრებში აცხადებს, რომ ასეთი შეფასება სიამოვნებს.

* ჯენიფერ ლოურენსის სიმაღლე 172 სანტიმეტრია. ჰოროსკოპით ის ლომია და დიდი სურვილი აქვს, იმოგზაუროს ინდოეთსა და საბერძნეთში.

* ჟურნალ „გლამურის” ვერსიით, 2012 წელს ჯენიფერ ლოურენსი პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალად დასახელდა.

* ჯენიფერს ჰყავს შინაური ცხოველი – იორკშირული ტერიერის ჯიშის ლეკვი.

* ჯენიფერმა იცის გიტარაზე დაკვრა, მისი საყვარელი ფერია მუქი ჟოლოსფერი და ძალიან უყვარს ჯეფ ბრიჯესის ფილმები.

* ბავშვობაში ჯენიფერი ცხენიდან გადმოვარდა და რამდენიმე ადგილას მოიტეხა ხელი.

* 16 წლის ასაკში ჯენიფერმა ითამაშა პირველ დამოუკიდებელ მხატვრულ ფილმში – „პოკერის სახლი”, სადაც ძალადობის მსხვერპლის როლი შეასრულა.

* ჯენიფერ ლოურენსი ისინჯებოდა ბელა სვონის როლზე ფილმში „ბინდი”, თუმცა, როლი კრისტენ სტიუარტს შეხვდა.

* ფილმ „ზამთრის ძვლის” გადაღებების დროს ჯენიფერმა სანადირო თოფიდან სროლა, დანებით ჩხუბი, შეშის ჩეხვა და ნანადირევი ციყვების  გატყავება ისწავლა.

* „არიან მსახიობები, რომლებიც საკუთარ თავს თავად ქმნიან; ასევე, არიან ისეთებიც, რომლებსაც სხვები უწყობენ კარიერას. მე პირველ კატეგორიას მივეკუთვნები და მსურს, თავად ავიწყო კარიერა”, – აცხადებდა ჯენიფერი კარიერის დასაწყისში.

* ცნობილ სერიალში „მედიუმი” ჯენიფერმა ორ ეპიზოდში სხვადასხვა პერსონაჟები ითამაშა. 

* ბავშვობაში ჯენიფერი ბიჭებთან უფრო მეგობრობდა, ვიდრე გოგონებთან, თამაშობდა ფეხბურთს, დაძვრებოდა ხეებზე, ზამთარში კი ჰოკეის ყვანჯით ყინულის მოედანზე ერთობოდა.

* ცნობილმა მომღერალმა ლენი კრავიცმა ჯენიფერ ლოურენსი მერილ სტრიპს შეადარა.

* ჯენიფერს ორი უფროსი ძმა ჰყავს – ბენ  და ბლეინ ლოურენსები.

* პირველი შესამჩნევი როლი ჯენიფერ ლოურენსმა 2008 წელს ითამაშა ფილმში „მცხუნვარე ველი”. მისი პარტნიორები იყვნენ ოსკაროსანი მსახიობები – კიმ ბესინჯერი და შარლიზ ტერონი. ამ როლისთვის ჯენიფერმა მარჩელო მასტროიანის პრემია მიიღო ვენეციის კინოფესტივალზე.

* 2011 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა ჯენიფერ ლოურენსის პირველი ბლოკბასტერი – „ადამიანები იქს: პირველი კლასი” – მუტანტებზე შექმნილი კინოკომიქსის ეკრანიზაცია, სადაც ჯენიფერმა მისტიკური პერსონაჟი განასახიერა. ფილმში მისი პარტნიორები იყვნენ მაიკლ ფასბენდერი და ჯეიმს მაკევოი. 2014 წელს ეკრანებზე ფილმ „სიქველის“ გამოსვლა იგეგმება იმავე სამსახიობო კოლექტივით.

* ჯენიფერ ლოურენსის ოსკაროსანი ფილმის – „ჩემი შეშლილი ბოიფრენდის” გამოსვლამდე ყველაზე ცნობილ ფილმად „შიმშილის თამაშები” ითვლებოდა. სიუზენ კოლინზის რომანის ეკრანიზაცია 2012 წლის კინომოვლენად დასახელდა და 2014 წელს რომანის გაგრძელების პრემიერაა დაგეგმილი, სადაც ჯენიფერი კვლავ დაუბრუნდება თავის ვარსკვლავურ როლს.

* ჯენიფერის თქმით, „შიმშილის თამაშების” გადაღებების დაწყებამდე მას წაკითხული ჰქონდა სიუზენ კოლინზის ყველა რომანი და ამ რომანების დიდ თაყვანისმცემლად მიაჩნდა თავი.

* 2011-2013 წლებში ჯენიფერ ლოურენსი ბრიტანელ მსახიობ ნიკოლას ჰოულტს ხვდებოდა. ისინი იანვარში დაშორდნენ ერთმანეთს.

* 2012 წლის ოქტომბრიდან ჯენიფერ ლოურენსი „დიორის” ახალი სარეკლამო სახეა.

* ჯენიფერ ლოურენსი ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ მისი ნატურალური მკერდი „თავისი ცხოვრებით” ცხოვრობს. „ადამიანები მიეჩვივნენ, თუ როგორ გამოიყურება სილიკონის მკერდი, ამიტომაც უკვირთ, როდესაც ხედავენ ჩემს ნატურალურ მკერდს, რომელიც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და, ცნობისთვის, ცალი მკერდი უფრო დიდი მაქვს, ვიდრე მეორე,” – გამოტყდა ჯენიფერი, რომელმაც სპეციალური გამოკვლევა გაიარა მედიკოსებთან, თუმცა მას რაიმე დარღვევა ვერ აღმოუჩინეს.

* ჯენიფერ ლოურენსის კოსტიუმი, რომლითაც მან ითამაშა ფილმში „ჩემი შეშლილი ბოიფრენდი,” ლოს-ანჯელესში გამართულ აუქციონზე 12 ათას დოლარად გაიყიდა. თავდაპირველად ჯენიფერის წარმომადგენლები კოსტიუმში 1,5 ათასი დოლარის მიღებას გეგმავდნენ.

* ჯენიფერის საყვარელი ფილმია ვუდი ალენის „შუაღამე პარიზში”.

* „ვიქტორია სიქრეტის” წარმომადგენლების თქმით, ჯენიფერ ლოურენსს ყველაზე სექსუალური თვალები აქვს ცნობილ ადამიანებს შორის.

* ჯენიფერი ნატურალური ქერაა, თუმცა ფილმების უმეტესობაში მას შავად უწევს თმის შეღებვა.

* ფილმისთვის „ზამთრის ძვალი” ჯენიფერ ლოურენსის ჰონორარი  3 ათას დოლარს შეადგენდა კვირაში; „შიმშილის თამაშების” პირველ ფილმში მისი ჰონორარი 500 ათასი დოლარი იყო, ხოლო რომანის გაგრძელებაში, რომლის გადაღება ამჟამად მიმდინარეობს, ჯენიფერი, კონტრაქტის თანახმად, 10 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

скачать dle 11.3