კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა აიცილოთ ოჯახური კონფლიქტები სწორად მოწყობილი საცხოვრებლის ენერგეტიკის ხარჯზე

ბევრი ადამიანი ფიქრობს, ტვინს იჭყლეტს, როგორ გაიუმჯობესოს მატერიალური მდგომარეობა, იპოვოს სასურველი და საყვარელი მეორე ნახევარი, მოაგვაროს კონფლიქტური ურთიერთობები ახლობლებსა თუ მეგობრებთან; როგორ მიაღწიოს სანუკვარ თანამდებობას და განახორციელოს მასშტაბური პროექტები, რომელზეც დიდი ხანია, ოცნებობს და ასე შემდეგ. არადა, როგორც პარაფსიქოლოგი და ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნანი ამბობს, ყველაფერს ადვილად მიაღწევთ, თუ თქვენი ოცნების სამყარო, ანუ საცხოვრებელი სახლი ამაში ხელს შეგიწყობთ და მისი ინტერიერი სწორად იქნება დაგეგმილ-მოწყობილი. 

ნანი: დიასახლისების უმრავლესობა საცხოვრებელ ბინას, კვირაში ერთხელ მაინც გენერალურად ალაგებს, ნივთებსა და ავეჯს ადგილს უცვლის, ახალს იძენს, აახლებს. მერე ზის საათობით და ფიქრობს ათასგვარ რამეზე. მაგალითად, რატომ არ მისდის საქმე კარგად, არ უმართლებს სიყვარულში, ვერ შოულობს სამსახურს და ასე შემდეგ. მოკლედ, საქმიანობენ და არც კი ფიქრობენ იმაზე, რომ სწორედ ამაში უნდა ეძებონ ბედის გასაღები. მე, როგორც პარაფსიქოლოგი და ამასთანავე ეზოთერიკოსიც, გირჩევთ, თუ რამის შეცვლა გნებავთ პირად ცხოვრებაში, ან არასასურველი სიტუაციის გამოსწორებას გეგმავთ, მაშინ თქვენს ბინაში ნებისმიერ ნივთს ფრთხილად მოეპყარით და ის წესები გაითვალისწინეთ, რაც აუცილებლად დადებითად აისახება თქვენს მომავალზე. ბევრმა, ალბათ, არ იცის, რომ ბინის აურა ადამიანის პირად ცხოვრებასა და კარიერაზე აგებს პასუხს. რასაკვირველია, ეს ასეა. თუ ცხოვრებაში რაიმე სიახლეს გეგმავთ, მაშინ ბინაში ნებისმიერ ნიუანსსა თუ წვრილმანს უნდა მიაქციოთ სათანადო ყურადღება, სწორად განალაგოთ ნივთები, გადაანაწილოთ ავეჯი, ჭურჭელი და ისე დაელოდოთ სანუკვარი ოცნებების ახდენას.

– და ეს რაიმეს შეცვლის?

– დიახ. ბინის აურა სამსახურსა და პირად ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. დასანანია, რომ ბევრი ამას არ ითვალისწინებს და ახლობლებს წუწუნით აბეზრებს თავს. არ ჯობია, ჯერ სცადოთ, მერე კი შედეგზე იმსჯელოთ. ვფიქრობ, ნამდვილად აჯობებს. მაგალითად, თუ სამსახურის შეცვლა გინდათ, დაწინაურებაზე ოცნებობთ და გსურთ, ფინანსებისა და შემოსავლების გაორმაგება, მაშინ საცხოვრებელი უნდა მოამზადოთ ამისთვის და არა დაჯდეთ და იფიქროთ არარეალურზე. უპირველესად, აუცილებლად გაიტანეთ ბინიდან ის მცენარეები, რასაკვირველია თუ გაქვთ, რომლებიც ენერგეტიკულ ვამპირად მიიჩნევა. ასეთებია ლიანები და გვიმრა. ასევე, ეცადეთ, ოთახის კედლები ღია ფერის ტონალობაში შეღებოთ, განათება კი უფრო გააკაშკაშოთ. აქ მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორი: გაითვალისწინეთ, რომ თუ კარიერაში წინსვლა გსურთ, ჭაღის ნათურები იატაკს კი არ უნდა უყურებდეს, ჭერისკენ უნდა იყოს მიმართული. თუ მასშტაბური გეგმების განხორციელებაზე ოცნებობთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბინის შესასვლელს. ის გემოვნებით და სადად უნდა მოაწყოთ, აუცილებლად კარგად გაანათოთ და მუდამ დასუფთავებული და მოწესრიგებული გქონდეთ. ვინც, ჯერჯერობით ვერ შეხვდა პიროვნებას, რომელთანაც იდეალურ სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობას ააწყობდა, თავს დაცულად და ბედნიერად იგრძნობდა, აღარ დატანჯავდა მარტოობა, ხანგრძლივად იქნებოდა ასეთ სასიყვარულო გარემოში და ოჯახის შექმნაზეც იფიქრებდა, ასეთ შემთხვევაში, სანამ რაიმეს შეცვლას გადაწყვეტთ, კარგად გადახედეთ საკუთარ ბინას. ასე, მოძებნით პრობლემის მოგვარების გასაღებს და ადვილადაც შეძლებთ, კარი გაუღოთ ბედნიერებას. 

– როგორც ჩანს, ადამიანმა მარტოობის ენერგეტიკასთან ბრძოლა საკუთარი ბინის მოწყობით უნდა დაიწყოს?

– ვიცი, ბევრისთვის ეს შეიძლება სასაცილო თემაა, მაგრამ სცადონ და თუ თავს მომავალში ისევ მარტოსულად იგრძნობენ, მერე გაიცინონ. დამიჯერეთ, მე ამ საკითხებში კარგად ვარ გარკვეული და ბევრი ადამიანისთვის მიმიცია საშველი, მომავლის იმედის ნაპერწკალი ამინთია თვალებში და დღეს უკვე დაოჯახებულები ჩემთან მეგობრობენ. კიდევ ვამბობ, სანამ რაიმეს იტყვი, ჯობია, სცადო და მერე განსაჯო. სხვათა შორის, მარტოობის ენერგეტიკასთან ბრძოლის მეთოდები და ხერხები, უძველესი დროიდანაა ცნობილი. შემიძლია, რამდენიმე რჩევა აქვე მოგაწოდოთ, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ ამ პრობლემის გადაჭრაში. მაგალითად, ხშირად დაპატიჟეთ ბინაში მეგობრები თავის შეყვარებულებთან ერთად, რათა მათი ენერგეტიკა თქვენზეც გადმოვიდეს. გაათავისუფლეთ საცხოვრებელი ზედმეტი და უსარგებლო ნივთებისა და ავეჯისგან. ფანჯრებზე ღია ტონალობის, გამჭვირვალე ფარდები ჩამოაფარეთ. იატაკზე დააგეთ ფარდაგები და ოთახი წითელი ფერის, სასიყვარულო ენერგეტიკის მქონე შუქით გაანათეთ. წითელი ფერი ცეცხლის ენერგიით აგავსებთ და სიყვარულს მოიზიდავს. ასე რომ, თუ ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების შეტანა გსურთ, დაემშვიდობეთ ძველს და ბინა სინათლითა და სიახლით აავსეთ. ანუ, ადგილი, სადაც მეტ დროს ატარებთ, მშვიდი და კომფორტული უნდა იყოს. სახლი დილა-საღამოს აუცილებლად გაანიავეთ. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ გასათხოვარი გოგონას სახლში არ უნდა ინახებოდეს გაბზარული, გატეხილი და შელახული ჭურჭელი თუ ავეჯი. კარგია ასევე, თუ საძინებელში, სარკეზე გასათხოვარი გოგონა ფერად მძივებს დაკიდებს. მესმის, რომ დღეს ბევრს იმის საშუალება არ აქვს, ახალი ნივთები თუ ავეჯი შეიძინოს. მაგრამ, ზოგიერთი დეტალის შეცვლა ნებისმიერს შეუძლია, მით უმეტეს, თუ ეს მის კეთილდღეობაზე აგებს პასუხს. თან, თუ ადამიანს ოდნავი ფანტაზია მაინც აქვს, ეს არ გაუჭირდება.

– ოჯახური კონფლიქტის თავიდან არიდება შესაძლებელია სწორად მოწყობილი საცხოვრებლის ენერგეტიკის ხარჯზე?

– დამიჯერეთ, ესეც შესაძლებელია. თუ გსურთ, ოჯახის წევრებთან კამათს თავი აარიდოთ, მაშინ იმ ოთახში, სადაც ხშირად იკრიბებით, ეცადეთ, განათება მკაფიო იყოს. კედლებზე სასიამოვნო აურის სურათები დაკიდეთ, მაგალითად, ბუნების პეიზაჟები, ლარნაკში მუდამ გქონდეთ სურნელოვანი მინდვრის ყვავილები. ამით ჰარმონია და სიმშვიდე შემოვა თქვენს ბინაში. ამიტომ, დიასახლისმა მხოლოდ კი არ უნდა დაალაგოს, დააწკრიალოს და დაგავოს სახლი, არამედ უნდა ისწავლოს მისი სწორად მორთვა, რომ პრობლემებიც აიცილოს თავიდან, ოჯახის წევრების შექებაც დაიმსახუროს და სიყვარულიც ეწვიოს. ჩემს გარშემო, ბევრმა გაითვალისწინა ჩემი რჩევები და დღეს თავს მშვიდად და სასიამოვნოდ გრძნობენ. რაც მთავარია, სახლში სასიამოვნო აურას თქვენივე განწყობით ქმნით. ამიტომ ეცადეთ, მუდამ გაღიმებული დახვდეთ სამსახურიდან მოსულ ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს. ეს განწყობაც გადამდებია და მასში მთავარი როლი დიასახლისს აკისრია. ასე რომ, როგორი „ამინდიც” არის სახლში, ისე წარიმართება თქვენი ცხოვრება. ამ ამინდის შექმნა კი, თუ ზემოთ მოყვანილ, ელემენტარულ რჩევებს გაითვალისწინებთ, ნამდვილად შეგიძლიათ.

скачать dle 11.3