კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, არსებობს თუ არა საქართველოში პერიოდული დაავადების მკურნალი ექიმი, რომელიც პერიოდულად გამიწევს კონსულტაციებს, მაგალითად, კოლჰიცინის დოზებთან დაკავშირებით?

პასუხი: პერიოდული დაავადება, ანუ, სომხური დაავადება, იგივე ხმელთაშუა ზღვის ცხელება, აუტოსომურ-რეცესიული გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ამილოიდოზით (ცილოვანი ცვლის დარღვევა, უფრო ხშირად – თირკმელების) რთულდება. რაც უფრო ადრე იწყება კოლჰიცინით მკურნალობა, მით უფრო ნაკლებია გართულებების განვითარების საშიშროება. კოლჰიცინს იღებენ ხანგრძლივად, პრაქტიკულად, მთელი სიცოცხლის განმავლობაში, 0,5 მილიგრამი დღეში ორჯერ. ამილოიდოზს მკურნალობს ექიმი-რევმატოლოგი.

კითხვა: ძალიან მიყვარს ტკბილეული, მაგრამ, როგორც კი შოკოლადს შევჭამ, პირის კუთხეებში რაღაც ბუშტუკები მიჩნდება. რა არის ეს – შოკოლადზე ალერგია? მიამებს ფტოროკორტის მალამო. არის თუ არა ფტოროკორტი ჰორმონული პრეპარატი?

პასუხი: შესაძლოა, კანზე გამონაყარი ალერგიული წარმოშობის იყოს. ფტოროკორტის ასე მოხმარება დაუშვებელია, ის ფტორირებულ ჰორმონთა ჯგუფს განეკუთვნება და ბევრი გვერდითი მოვლენა აქვს. დიაგნოზის დასაზუსტებლად და ეფექტური მკურნალობის შესარჩევად მიმართეთ ალერგოლოგს.

კითხვა: 2003 წელს გავიკეთე დიფტერიისა და ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრა 10 წლით. ახლა 2013 წელია, საჭიროა თუ არა ისევ ავიცრა?

პასუხი: ზრდასრულ ადამიანებს დიფტერიისა და ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრა უტარდებათ, ერთჯერადად ყოველ 10 წელიწადში.

კითხვა: ვარ 34 წლის. ცოტა ხნის წინ  დამისვეს დიაგნოზი: საშვილოსნოს მიომა (მრავლობითი, მცირე ზომის); ადენომიოზის დიფუზური ფორმა. დამინიშნეს მკურნალობა მცენარეული პრეპარატებით, რომლებიც ანელებენ კვანძების ზრდას. ნუთუ სხვა მკურნალობა არ არსებობს? არის თუ არა ავთვისებიანში გადაზრდის საშიშროება?

პასუხი:  მსგავს შემთხვევებში მიომის ავთვისებიან სიმსივნეში გადაზრდის საშიშროება 1 პროცენტზე ნაკლებია. არსებობს მკურნალობის რამდენიმე ვარიანტი, საჭიროა სპეციალისტის კონსულტაცია. კვანძოვანი მიომის განკურნება, ფაქტობრივად, არ ხდება. მნიშვნელოვანია, რომ კვანძები ინტენსიურად არ იზრდებოდეს, ამიტომ, დააკვირდით დინამიკაში. დიდი კვანძებისა და ადენომიოზის შემთხვევაში საფიქრებელია ქირურგიული მკურნალობა.

კითხვა: იქმნება თუ არა რეზუსკონფლიქტი რეზუსუარყოფითი მამისა და რეზუსდადებითი დედის შვილისთვის? როგორ იმოქმედებს მსგავსი სიტუაცია ბავშვის ჩასახვასა და მის ჯანმრთელობაზე?

პასუხი:  რეზუსკონფლიქტი, ანუ, რეზუსანტისხეულების გამომუშავება, რეზუსუარყოფითი ორსულის შემთხვევაში ხდება მაშინ, თუ ნაყოფს  მამისგან მიღებული დადებითი რეზუსი აქვს. როგორც ხედავთ, თქვენს შემთხვევაში ასეთი სიტუაცია შეუძლებელია. 

კითხვა: ჩემს მეუღლეს დაუდგინეს ქრონიკული პანკრეატიტი. რა პროდუქტების მიღება შეიძლება მისთვის?

პასუხი: ქრონიკული პანკრეატიტის დროს რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ცხარე, შებოლილი, ცხიმიანი პროდუქტები, ხორცის ნახარშები. არავითარი ალკოჰოლი! კვება რეგულარული, დღეში 4-5-ჯერ მცირე ულუფებით.

скачать dle 11.3