კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენ ფეხბურთელს აქვს გატანილი 300 გოლი ერთი კლუბის მაისურით და ვინ არის მათ შორის ყველაზე შედეგიანი

„ბარსელონის” შემადგენლობაში გატანილი გოლების მხრივ ლიონელ მესიმ 300-გოლიან ნიშნულს მიაღწია და იმ იშვიათი ფეხბურთელების რიცხვში შევიდა, რომლებსაც ერთი გუნდის მაისურით 300 და მეტი გოლი აქვთ გატანილი. საუბარია ერთეულ ფეხბურთელებზე, რომლებმაც შედეგიანობითა და ერთგულებით სამუდამოდ ჩაწერეს თავიანთი სახელი მსოფლიო ფეხბურთის მატიანეში.

პელე („სანტოსი“) – 1 088 გოლი

ცნობილი ბრაზილიელის გარეშე არ გამოდის რეიტინგის გამოქვეყნება. ლეგენდარულმა პელემ თავისი ხანგრძლივი კარიერის დიდი ნაწილი „სანტოსში” გაატარა და 1 115 მატჩში რეკორდული 1 088 გოლის გატანა მოახერხა. მსგავსი შედეგი არც ერთ მოქმედ თუ უკვე ვეტერან ფეხბურთელს არ დაუფიქსირებია. დიდი ფეხბურთიდან პელე 1977 წელს წავიდა, მანამდე კი რამდენიმე მატჩი ჩაატარა ამერიკულ კლუბ „ნიუ-იორკ კოსმოსში”, თუმცა, ეს უფრო გართობა იყო. ამ 1 088 გოლიდან საუკეთესოდ ფეხბურთის ექსპერტებს „ფლუმინენსეს” კარში 1961 წელს გატანილი გოლი მიაჩნიათ, როდესაც პელემ მოწინააღმდეგე გუნდის თითქმის მთლიანი შემადგენლობა მოატყუა ფინტებით და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. 

იან რაში („ლივერპული“) – 346 გოლი

ლეგენდარული უელსელი ფეხბურთელი იან რაში 16 წლის განმავლობაში იცავდა „ლივერპულის” ღირსებას და მის სახელთან ასოცირდება მერსისაიდული კლუბის ყველაზე დიდი გამარჯვებები. თანაკლუბელ ბრიუს გრობელაართან, კენი დალგლიშთან, ალან ჰანსენთან ერთად, რაშმა უძლეველი „ლივერპულის” მითის შექმნას დაუდო სათავე. რაში „ლივერპულის” ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა, ამის გარდა, მის ანგარიშზეა 25 გოლი „ლივერპულის” ყველაზე ცნობილი მეტოქის, „ევერტონის” კარში. ცნობისთვის, 1994 წელს ლეგენდარული ფეხბურთელი თბილისს ესტუმრა უელსის ნაკრებთან ერთად, სადაც ჩვენმა ნაკრებმა თემურ ქეცბაიას (ორი გოლი), შოთა არველაძის, გოჩა გოგრიჭიანისა და გიორგი ქინქლაძის გოლებით  ანგარიშით 5:0 გაანადგურა მეტოქე.

უვე ზეელერი („ჰამბურგი“) – 444 გოლი

 ზეელერი „ჰამბურგის” ლეგენდა, გერმანიის ნაკრების კაპიტანი და ბუნდესლიგის დაარსების პიონერია. პრაქტიკულად მთელი თავისი სპორტული კარიერა ზეელერმა გერმანიის ჩრდილოეთით მდებარე ჰამბურგში გაატარა. 18 სეზონის განმავლობაში უვემ 444-ჯერ მოახერხა მეტოქე გუნდის გოლკიპერების დამწუხრება. მან 1953-1972 წლებში იასპარეზა „ჰამბურგში” და მის ყველაზე დასამახსოვრებელ მატჩად  გერმანიის თასის 1963 წლის ფინალი ითვლება, როდესაც ზეელერმა მარტომ მოუგო „დორტმუნდს” და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა.

სტივ ბული („ვულვერჰემპტონი“) – 306 გოლი

საშუალო დონის ინგლისურ კლუბ „ვულვერჰემპტონ უონდერერს” თავისი ლეგენდა ჰყავს – სტივ ბულმა 561 ოფიციალურ მატჩში 306 გოლის გატანა მოახერხა, მათ შორის – 18 ჰეთ-ტრიკი. კლუბში შედეგიანი თამაშის მიუხედავად, ბულით არ ინტერესდებოდნენ მაღალი დონის კლუბები. ინგლისის ნაკრებში ის სულ 16-ჯერ იყო მიწვეული. ბულის არც ერთი მატჩი არ უთამაშია ინგლისის პრემიერლიგაში, თუმცა, კლუბის ქომაგებისთვის იგი მაინც ნამდვილი გმირია. 

გერდ მიულერი („ბაიერნი“) – 566 გოლი

გერმანული ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, გერდ მიულერი, არ საჭიროებს განსაკუთრებულ წარდგენას.  ყველა ტურნირში (607 მატჩში) მან 566 გოლის გატანა მოახერხა; მასვე ეკუთვნოდა რეკორდი ერთ კალენდარულ წელიწადში გატანილი გოლების რაოდენობით, რომელიც გასულ წელს ლიონელ მესიმ მოხსნა. მიულერი საკულტო ფეხბურთელად ითვლება გერმანიაში, რომელსაც გოლის ფენომენური ალღო ჰქონდა და იგი მუდამ საჭირო დროს და საჭირო ადგილზე ელოდებოდა პასს. უნიკალურია მისი შედეგიანობა გერმანიის ფედერაციული ნაკრების რიგებშიც – 62 მატჩში მან 68 გოლის გატანა მოახერხა და, ბევრის აზრით, ნაადრევად დაემშვიდობა ეროვნულ ნაკრებს.

რაული („რეალი“) – 323 გოლი

რაულ გონზალეს ბლანკომ სამეფო კლუბის ისტორიაში საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა. იგი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია „რეალის” ფეხბურთელებს შორის და სწორედ მან მოახერხა ლეგენდარული ალფრედო დისტეფანოს რეკორდის მოხსნა. „რეალში” გატარებული 16 წლის განმავლობაში რაულმა 700-მდე მატჩში მოახერხა თავისი შედეგის მიღწევა. ამჟამად ფეხბურთელი ყატარულ კლუბ „ალ საადში” ასპარეზობს.

ეუსებიო („ბენფიკა“) – 473 გოლი

პორტუგალიური „ბენფიკას” ოქროს ხანა წარმოშობით მოზამბიკელ ეუსებიოს სახელს უკავშირდება. ლისაბონელმა არწივებმა ეუსებიოსთან ერთად 11-ჯერ მოახერხეს გამარჯვება შიდა ჩემპიონატში და ევროპის ჩემპიონთა თასის გამარჯვებულის სახელიც მოიპოვეს. ეუსებიომ 15 წელი ითამაშა კლუბში და ამ პერიოდში 473 გოლის გატანა მოახერხა, რაც ფენომენურ შედეგად ითვლება კლუბისთვის. ეუსებიო თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ფორვარდად ითვლებოდა, რომელსაც 10 მეტრის გარბენა 11 წამში შეეძლო. 

ფერენც პუშკაში („ჰონვედი“) – 358 გოლი

 ფერენც პუშკაში „ფიფამ“ მეოცე საუკუნის საუკეთესო ბომბარდირად აღიარა. ლეგენდარულმა უნგრელმა ფეხბურთელმა ბუდაპეშტის „ჰონვედის” შემადგენლობაში 358 გოლის გატანა მოახერხა და შემდგომ წარმატებული კარიერა მადრიდის „რეალში” განაგრძო, სადაც 40 წლის ასაკამდე იასპარეზა. 

ალფრედო დი სტეფანო („რეალი“) – 307 გოლი

სანტიაგო ბერნაბეუს პირად გამარჯვებად ითვლება არგენტინელი ალფრედო დი სტეფანოს გადაყვანა მადრიდულ სუპერკლუბში. დი სტეფანოთი „რეალის” მოსისხლე მტერი – „ბარსელონა” იყო დაინტერესებული, თუმცა, დი სტეფანო მადრიდში ჩავიდა და იქ გამოავლინა თავისი ბომბარდირული თვისებები. რაულის მოსვლამდე იგი ითვლებოდა „ბლანკოსის” საუკეთესო ბომბარდირად 307 გოლით.

скачать dle 11.3