კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიახლეები

დეპარდიე  –  „ტერეკის” ყველაზე ცნობილი ქომაგი

 

მას შემდეგ, რაც ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გახდა და მორდოვიის დედაქალაქში, სარანსკში ჩაეწერა, ის სრულად ჩაერთო ახალი სამშობლოს ცხოვრებაში. ახლახან დეპარდიე ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ჩავიდა, სადაც რამზან კადიროვს  გაუმხილა, რომ ამიერიდან რუსეთის პრემიერლიგაში გროზნოს „ტერეკს” უქომაგებს. ფრანგი ვარსკვლავი გროზნოს „ახმატ არენას” ესტუმრა, შეკრებილ გულშემატკივრებს  ფეხბურთზე ესაუბრა და პირობა მისცა, რომ ისევე უგულშემატკივრებს „ტერეკს”, როგორც „პარი სენ-ჟერმენს” ქომაგობდა პარიზში ცხოვრების პერიოდში. რუსული მედია იუწყება, რომ ჯერჯერობით უცნობია, რა რეაქცია აქვთ სარანსკის „მორდოვიის” ქომაგებს დეპარდიეს არჩევანზე, თუმცა, რუსეთის პრემიერლიგის აუტსაიდერი გუნდისთვის დეპარდიეს ქომაგობა, შესაძლოა, დიდი სტიმულიც გახდეს.

 

დენის როდმანი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა

 

NBA-ს ხუთგზის ჩემპიონი, „ჩიკაგო ბულზის” ლეგენდა და ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური კალათბურთელი, დენის როდმანი, ჩრდილოეთ კორეას ესტუმრა. კალათბურთელი ახალი ტელეშოუს გადამღებ ჯგუფთან ერთად ეწვია ფხენიანს, სადაც მათ მასპინძლობა ქვეყნის ლიდერმა – კიმ ჩენ ინმა გაუწია. ჩრდილოკორეელი ლიდერი და როდმანი საჩვენებელ მატჩს დაესწრნენ კალათბურთში, სადაც ერთმანეთს კორეელი და ამერიკელი მოყვარულები ეთამაშებოდნენ. მატჩი დასრულდა დიპლომატიური ანგარიშით – 110:110, ხოლო როდმანი და კიმ ჩენ ინი მთელი მატჩის განმავლობაში საუბრობდნენ და იღიმებოდნენ. მატჩის დასრულების შემდეგ კიმ ჩენ ინმა ამერიკელებს საკუთარ რეზიდენციაში საზეიმო ვახშამზე უმასპინძლა და როდმანისგან ამერიკაში მიწვევა მიიღო.

 

მარადონა კორტზეც მარადონაა

 

დუბაიში მიმდინარე ჩოგბურთის ტურნირს ლეგენდარული დიეგო მარადონა სტუმრის სტატუსით დაესწრო. არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროს მიერ მოგებული შეხვედრის შემდეგ კი, ყველასთვის მოულოდნელად, კორტზე გამოჩნდა და გამარჯვებულთან რამდენიმეწუთიანი მატჩი ჩაატარა. დელ პოტროს თქმით, მარადონა ისევე მარჯვედ ფლობს ჩოგანს, როგორც ფეხბურთის ბურთს. დიეგო დუბაიში თავის ახალ გერლფრენდთან, 22 წლის როსიო ოლივესთან ერთად იმყოფებოდა.

 

აირტონ  სენას ხელთათმანები

 

1994 წლის პირველ მაისს ავტოავარიაში ტრაგიკულად დაღუპული ავტომრბოლელის, „ფორმულა 1-ის” ბრაზილიელი ჩემპიონის, აირტონ სენას სპორტული ხელთათმანები, რომლითაც მან 1991 წელს ლონდონში გამართულ საქველმოქმედო აუქციონზე თავისი მესამე საჩემპიონო ტიტული მოიპოვა, 33 ათას დოლარად გაიყიდა. აირტონ სენა სამჯერ გახდა „ფორმულა 1-ის ჩემპიონი” – 1988, 1990 და 1991 წლებში. იგი 34 წლის ასაკში, სან-მარინოს გრანპრის ეტაპის დროს, ტრაგიკულად დაიღუპა –  დიდი სიჩქარით მოძრაობისას რკინის ჯებირს დაეჯახა.

 

სერენას  და  მიშელის  ცეკვა

 

მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა, სერენა უილიამსმა, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მიშელ ობამას მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა. ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდის ფარგლებში წარმოებულ კამპანიას „ლეთს მუვ” ჰქვია და მიშელ ობამამ და სერენა უილიამსმა სხვა სპორტსმენებთან და ბავშვებთან ერთად ცეკვის ვიდეო ჩაწერეს, სადაც ყველას მოუწოდებენ კამპანიაში ჩართვისკენ. სერენა უილიამსი დიდი ხანია თანამშრომლობს მიშელის საქველმოქმედო ორგანიზაციასთან და უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში 50 მილიონი დოლარის გადარიცხვას აპირებს კამპანიის დასახმარებლად. 

 

ბერხკამპის ქანდაკება ლონდონში

 

უახლოეს მომავალში, ლონდონში, „არსენალის” საშინაო არენასთან ახლოს ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელის, დენის ბერხკამპის ქანდაკებას დადგამენ. „მფრინავი ჰოლანდიელის” ქანდაკება ადგილს კლუბის ლეგენდების – ტონი ადამსისა და ტიერი ანრის ქანდაკებების მეზობლად დაიკავებს. ბერხკამპი 1995-2006 წლებში თამაშობდა „მეთოფეების” რიგებში და 423 მატჩში 120 გოლის გატანა მოახერხა. ქანდაკების გახსნის ცერემონიალზე დასწრებას თავად ექსფეხბურთელიც აპირებს, რომელიც ამჟამად ამსტერდამის „აიაქსის” მთავარი მწვრთნელის – ფრანკ დე ბურის თანაშემწეა. გარდა საფეხბურთო ოსტატობისა, ბერხკამპი იმითაც იყო საინტერესო ფეხბურთელი, რომ თვითმფრინავის შიში ჰქონდა და გასვლით თამაშებზე ხან მატარებლით, ხან კი ავტომობილით მიემგზავრებოდა, ხოლო უფრო შორ მანძილზე მგზავრობისგან თავს იკავებდა. ცნობილი ფაქტია, რომ 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართა, დენისი გემით ჩავიდა.

 

„ცეესკას“ ქომაგი – სექსუალური ტანმოვარჯიშე

 

ტანმოვარჯიშე კაროლინა სევოსტიანოვა, რომელიც ლონდონის ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ ოქროს მედლის მფლობელი გახდა, აქტიური სპორტიდან წავიდა, თუმცა, ახლახან კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში. ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ტანმოვარჯიშე ქალად მიჩნეული კაროლინა მოსკოვის „ცეესკას“ ქომაგი აღმოჩნდა. დსთ-ს ქვეყნების ყველაზე სექსუალური სპორტსმენი ქალი ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, თუმცა უკვე ვეტერანი სპორტსმენია და ამჟამად ბედს სამოდელო სფეროში ცდის, სადაც, მისი პარამეტრების გათვალისწინებით, დიდი მომავალი უნდა ჰქონდეს.

 

მოურინიოს ქუჩა  

 

მადრიდის „რეალის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს სახელობის გახდება ერთ-ერთი ქუჩა პორტუგალიურ სეტუბალში, სახელოვანი სპეციალისტის მშობლიურ ქალაქში. სეტუბალის მერიის გადაწყვეტილებით, მსოფლიო სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 50 წლის ჟოზე  მოურინიო ნამდვილად იმსახურებს ამ პატივს. „განსაკუთრებული”, როგორც საკუთარ თავს უწოდებს ჟოზე, 1963 წლის 26 იანვარს დაიბადა სეტუბალში. სხვადასხვა დროს ის წვრთნიდა „პორტუს”, „ჩელსისა” და „ინტერს,” 2010 წლიდან კი მადრიდული სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელია.

скачать dle 11.3