კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სწავლანი მამათა ცხოვრებიდან

ლოცვისთვის

თუ რამდენად ძლიერია ლოცვა „გიხაროდენ, ღვთისმშობელო ქალწულო“

 

ერთ ქვეყანაში ძლიერი და თავზეხელაღებული ყაჩაღი ცხოვრობდა. ყველა გზებსა და გზაჯვარედინებს მოსდებოდა მისი დაუნდობელი ბანდა. ამვლელ-ჩამვლელს ძარცვავდნენ და კლავდნენ. და თუმცაღა მომაკვდინებელ ცოდვას მისცემოდა ავაზაკთა მეთაური, ერთი კეთილი ჩვევა მაინც ჰქონდა – ყოველდღე ლოცვებს კითხულობდა და განსაკუთრებით კი „გიხაროდენ, ღვთისმშობელო ქალწულოს“ არ ტოვებდა.

ერთხელ ერთ ღვაწლმოსილ, ნათელმხილველ ბერს მოუწია ამ გზით წასვლა, სადაც ყაჩაღები თარეშობდნენ. ავაზაკები შეესივნენ ბერს, შეიპყრეს და მეთაურს მიჰგვარეს. ბერმა ბანდის უფროსს უთხრა:

– ყური მიგდე, შვილო! შენ და შენს ბანდას დიდი საიდუმლო უნდა გაგიცხადოთ. უბრძანე შენს ხელქვეითებს, აქ შეიკრიბონ.

მეთაურმა ნიშანი მისცა და ბანდა წამში მასთან შეიყარა.

– ყველა აქაა? – მოათვალიერა ბერმა ბანდა – თუ გაკლიათ ვინმე?

– ერთი ჯერ არ მოსულა, – უპასუხა მეთაურმა.

– ჰოდა, უხმეთ იმასაც, – თქვა ბერმა.

იმ ერთსაც უხმეს და სამალავიდან შუბლშეჭმუხვნილი კაცი ზლაზვნით წამოვიდა. ზღურბლს გადაცილებულმა პირი მიიქცია ნათელმხილველისგან და ხელის მოძრაობით გამოიხატა, რომ მიახლოებას ვერ უბედავდა.

ეს კაცი ბანდის უფროსის მზარეული იყო. ბერი მას თვალმოუცილებლად უმზერდა და მერე შესძახა:

– სახელითა იესო ქრისტესითა, გაფუცებ შენ, მითხარი, ვინ ხარ და რისთვის ხარ აქ?

– მე ადამიანი არა ვარ, – ამოთქვა მან, –დემონი ვარ და ჩემმა პატრონმა სატანამ მომავლინა აქ. ამ მეთაურის სათვალთვალოდ: რა წამსაც კი თავისი ჩვევა მიავიწყდება და ქალწულ მარიამისადმი ლოცვა გამორჩება, მაშინვე უნდა მოვაშთო და ჯოჯოხეთს წარვიტაცო და უკვე თოთხმეტი წელია, რაც ამ მიზნით ვემსახურები ბანდის მეთაურს, მაგრამ ვერ დავღუპე, მხოლოდ იმიტომ, რომ მუდამ, ყაჩაღობასთან ერთად, ლოცვას არ ივიწყებს და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ამ ხატის წინ აღავლენს ლოცვებს; მარიამ ღვთისმშობლის საიდუმლო ძალა არ მაძლევს საშუალებას, არათუ მისი მოკვლისას, არამედ მისთვის მცირედი ზიანის მიყენებაც არ შემიძლია.

– განვედი! – უბრძანა ბერმა, – და ნურასოდეს შებედავ მიუახლოვდე მათ, ვინც ლოცვითა ხმობს ყოვლად დიდებულ ღვთისმშობელს!

დემონი გაქრა, ვითარცა კვამლი. ავაზაკის ბანდა მეთაურთან ერთად დაემხო ნათელმხილველის ფერხთით და მას მერე ბანდის ყოველმა წევრმა დაუტევა ავაზაკობა, ცხოვრება გამოიცვალა და ყოველი მათგანი გულწრფელი სინანულით ტიროდა ღვთის წინაშე თავის ბოროტებას.

ამგვარი ძალა აქვს ღვთისმშობლისადმი ლოცვას. და შენც ესწრაფე, ქრისტიანო, ზეცათა დედუფლის მფარველობას, ხშირად შეევედრე მას და ილოცე:

„ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ! კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეული ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა!“

და ესეც ხშირად თქვი: „ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გვიხსენ ჩვენ“. და იგი, ყოვლადმოწყალე ქალბატონი და დედუფალი, დაგიცავს და დაგიფარავს შენ ყოველგვარი ბოროტისაგან.

скачать dle 11.3