კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: მინდა, გავეცნო სხვა სარწმუნოების რელიგიურ ლიტერატურას. ეს ცოდვაში ჩამეთვლება?

პასუხი: ლიტერატურით განათლების მიღება ცოდვა არ არის. თუმცა, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რა საფრთხეს შეიცავს ეს ლიტერატურა. ჩვენი საზოგადოების უმეტეს ნაწილს, ეკლესიისგან ხანგრძლივი ჩამოშორების გამო, აკლია გამოცდილება, რომ უცხო რელიგიური ლიტერატურის გავლენა არ განიცადოს. ამიტომ, თუ აპირებთ ამ ლიტერატურის გაცნობას, გირჩევთ, ჯერ იმ ცოდნას ჩასწვდეთ, რომელიც ჩვენი უფლისა და წმიდა მამების ნააზრევს გადაგიშლით და რწმენას გაგიძლიერებთ. ამის შემდეგ, უცხო რელიგიური ლიტერატურის გაცნობა თქვენს სულიერ მერყეობას აღარ გამოიწვევს.

კითხვა: რატომ ვიწოდებით მართლმადიდებელ ქრისტიანებად?

პასუხი: მართლმადიდებელ ქრისტიანებად იმიტომ ვიწოდებით, რომ ვართ რწმენის მართლად მადიდებელნი – ესე იგი, ვაღიარებთ ჭეშმარიტებად იმას, რაც მაცხოვარმა გვიანდერძა, დაგვმოძღვრეს მოციქულებმა, გადმოგვცეს წმიდანებმა და შეინახა, დაადგინა აღმსარებლობად ერთიანმა წმიდა მსოფლიო სამოციქულო ეკლესიამ.

კითხვა: თუკი მომეცა ჩემს მტერზე შურისძიების საშუალება, როგორ მოვიქცე?

პასუხი: როდესაც პირადი მტერი ხელთ გივარდება, ეს უნდა ჩათვალო, არა მის სასჯელად, არამედ ხსნად. ჩვენ მით უფრო უნდა დავინდოთ ისინი, რამდენადაც ჩვენზე ხდებიან დაქვემდებარებული. თუ ვინმემ შეურაცხყოფა მოგაყენა, ნუ უპასუხებ შეურაცხყოფით, რათა მას არ დაემსგავსო, ბოროტება იკურნება არა ბოროტებით, არამედ სიკეთით.

კითხვა: იხდიან თუ არა მორწმუნე ადამიანები დაბადების დღეს?

პასუხი: მართლმადიდებლური ჩვევებით, მორწმუნე ქრისტიანები საკუთარ დაბადების დღეს დიდი ზარ-ზეიმით არ აღნიშნავენ. არ არის მიზანშეწონილი მორწმუნე ადამიანმა დაბადების დღე განსაკუთრებულად წარმოადგინოს და ამპარტავნებაში ჩავარდეს. იყავით ზომიერი და მოკრძალებული ყველაფერში.

скачать dle 11.3