კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

პროტოპრესვიტერი შმემანი: უსაქმურობის ნაყოფი მოწყინებაა, რომელშიც სულიერი ცხოვრების ყველა მასწავლებელი სწავლისთვის უდიდეს საფრთხეს ხედავს. ადამიანი, რომელზედაც მოწყინება ბატონობს, რაიმე კარგისა და დადებითის დანახვის ყოველგვარ შესაძლებლობასაა მოკლებული; მისთვის ყველაფერი უარყოფითისა და პესიმისტურისკენ მიდის. ესაა ჭეშმარიტად ეშმაკის ბატონობა ჩვენზე, იმიტომ, რომ ეშმაკი უპირველეს ყოვლისა, ცრუა. ის ღმერთისა და სამყაროს შესახებ სიცრუეს ეუბნება ადამიანს, ის წყვდიადითა და უარყოფით ავსებს ცხოვრებას. მოწყინება, ეს სულის თვითმკვლელობაა, იმიტომ, რომ, თუკი მოწყინება გაბატონდა ადამიანზე, მას სინათლის დანახვისა და მისკენ სწრაფვის ძალა აღარ შესწევს.

ნილოს სინელი: ვინც გაიმარჯვა სურვილებზე, მან დაამარცხა ვნებები; ხოლო, ვინც დაამარცხა ვნებები, მას ვერ დაიმორჩილებს მწუხარება. მომთმენი არ წუხს, რომ ვერ იშოვა საზრდელი, უბიწო არ წუხს იმის გამო, რომ ვერ დაიკმაყოფილა ბილწი ვნებები, ურისხველი – რომ ვერ შეძლო შურისძიება, თავმდაბალი – რომ მოკლებულია პატივს კაცთაგან, უანგარო – რომ წარუმატებლობა განიცადა. მათ სრულიად ჩააქრეს საკუთარ თავში ყველა ასეთი წადილი, ამიტომაც არ განიცდიან მწუხარებას; რადგან, ვინც ვნებებს არ ემორჩილება, მას არ სტანჯავს მწუხარება, ისევე, როგორც ჯავშანჩაცმულს არ განგმირავს ისარი.

სიბრძნე ზირაქისა: საწყრომია უპატიობა და დიდი სირცხვილი, როცა ცოლი ბატონობს ქმარზე. დამდაბლებული გული, სევდიანი სახე და გულის ჭრილობაა ავი ცოლი; დაშვებული ხელები და დაუძლურებული მუხლები, თავის ქმარს რომ არ აბედნიერებს. ქალისგანაა სათავე ცოდვისა და მის გამო ვიხოცებით ყველანი. ნუ მისცემ წყალს გასავალს და სიტყვის უფლებას ავ დედაკაცს. თუ შენი ხელი ვერ წარმართე, მოიკვეთე იგი შენგან.

ეფრემ ასური: როდესაც საზარელი მხედრობა მოდის, როცა  ღვთაებრივი სულისამომხდელები უბრძანებენ სულს სხეულიდან გასვლას და როცა ძალით მოგიტაცებენ და მიგვიყვანენ გარდუვალ სამსჯავროდ, მაშინ მათი მხილველი საბრალო ადამიანი... ერთიანად ძრწის, თითქოს მიწა იძრაო... და ღვთაებრივ სულისაღმწოდებლებს აჰყავთ სული ჰაერში, სადაც საძაგელ ძალთა ქვეყნისმპყრობელი მთავრობა და ხელისუფლება დგას. ისინი არიან – ჩვენი ბოროტი შემასმენლები, საზარელი მსჯავრმდებელნი, ისინი გზაზე ხვდებიან ადამიანებს და აღურიცხავენ ახალგაზრდობასა თუ ხანდაზმულობაში ნებით თუ უნებლიეთ ჩადენილ ცოდვებს, რომელნიც სიტყვით, საქმით  ან ფიქრით აღასრულეს. დიდი შიში და ბრძოლა შეუდგება იქ უბადრუკ სულს. აუწერელ ტანჯვას განიცდის იგი იქ, გარშემორტყმული აურაცხელი მტრებით, რომლებიც ცილს დასწამებენ, რათა ზეცად აღსვლასა და სასუფევლის დამკვიდრებაში დააბრკოლონ ადამიანის სული, მაგრამ წმიდა ანგელოზები აღაპყრობენ და განარიდებენ.

скачать dle 11.3