კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებს კუბის ლიდერ რაულ კასტროს სექს-ტურიზმის აღორძინებასთან და მისი ოჯახის რომელი წევრი ითვლება გეი-აღლუმების მედროშედ

„ეს საპრეზიდენტო ვადა ჩემთვის უკანასკნელი იქნება”, ასეთი განცხადება გააკეთა კუბის ლიდერმა რაულ კასტრომ მას შემდეგ, რაც კუბის ნაციონალურმა ასამბლეამ იგი მეორე ვადით აირჩია ქვეყნის მეთაურად. ხელისუფლებიდან წასვლის თარიღად 2018 წელი დასახელდა, იმ პერიოდში კასტრო 87 წლის შესრულდება და უკვე სახელდება მისი სავარაუდო შემცვლელი – კუბის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, 52 წლის მიგელ დიას-კანელი. კასტროების ოჯახი 1959 წლიდან მართავს კუბას და, როგორც ჩანს, ეს ისტორიული ეპოქა 2018 წელს დასრულდება. 

* რაულ კასტრო დაიბადა 1931 წლის 3 ივნისს პროვინცია  ორიენტეში, მიწათმფლობელ ანხელ კასტრო არგისასა და მზარეულ ლინა რუს გონზალესის ოჯახში. კასტროების მამა მას შემდეგ დაქორწინდა ლინაზე, რაც მისგან ხუთი შვილი ეყოლა. ფიდელისა და რაულის მშობლები გაუნათლებლები იყვნენ, თუმცა, შვილებს კარგი განათლების მიღების საშუალება მისცეს. რაული იეზუიტების კოლეჯში სწავლობდა, რის შემდეგაც სწავლა ჰავანის უნივერსიტეტში განაგრძო. 

* ძმები კასტროები, რომლებიც დიქტატორ ფულჰენსიო ბატისტას რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ, 1953 წელს მონაწილეობას იღებდნენ მონკადას ყაზარმების უშედეგო აღებაში სანტიაგოში, თუმცა, ისინი დააპატიმრეს და ორივეს 15-15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 1955 წელს, ამნისტიის შედეგად, ისინი გათავისუფლდნენ და მექსიკაში გადავიდნენ. სწორედ მეხიკოში გაიცნო რაულ კასტრომ არგენტინელი ერნესტო ჩე გევარა, რომელიც თავის ძმას წარუდგინა. 1956 წელს რაული, ფიდელი და ჩე იახტით „გრანმა” კუბაში დაბრუნდნენ და პარტიზანული მოძრაობა გააჩაღეს. რაული სიერა-მაესტრას მთებში იყო გამაგრებული და იქიდან ხელმძღვანელობდა 4 ათასი ამბოხებულისგან შემდგარ პარტიზანულ რაზმს. 

* 1959 წლის თებერვალში ფიდელ კასტრო კუბის მმართველი გახდა, ხოლო მისი ძმა, რაული – კუბის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. იმავე წლის ოქტომბერში რაულმა რევოლუციური შეიარაღებული ძალების მინისტრის პოსტი დაიკავა. მისი ხელმძღვანელობით კუბის შეიარაღებული ძალების კონტინგენტი 50 ათასი ჯარისკაცამდე გაიზარდა. 1970-იან წლებში რაულ კასტრო, თავისი რაზმებით, აქტიურ სამხედრო მონაწილეობას იღებდა ანგოლასა და ეთიოპიაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტებში. კუბის თავდაცვის მინისტრის პოსტი რაულმა მხოლოდ 2008 წელს დატოვა და ის ერთგვარი რეკორდის მფლობელად ითვლება კასტრო 49 წლის განმავლობაში იკავებდა თავდაცვის მინისტრის პოსტს, რაც მსოფლიო რეკორდია.

* ბატისტას რეჟიმთან ბრძოლის პერიოდში, სიერა-მაესტრას მთებში განთავსებულ ამბოხებულთა ბანაკში რაულ კასტრომ გაიცნო ვილმა ესპინა, კუბური რომის „ბაკარდის” მწარმოებელი კომპანიის მფლობელის შვილი, რომელიც ასევე იყო ჩართული რევოლუციურ მოძრაობაში. ბატისტას ქვეყნიდან განდევნის შემდეგ, 1959 წლის 26 იანვარს, რაული და ვილმა დაქორწინდნენ. მათ ოთხი შვილი ეყოლათ. პრაქტიკულად, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ვილმა კუბის პირველი ლედის ფუნქციას ასრულებდა და ის ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალად კუბაში. ვილმა 2007 წელს გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ და მისი გარდაცვალების დღე კუბაში ოფიციალურად გამოცხადდა გლოვის დღედ.

* ფიდელ და რაულ კასტროების უმცროსი და, ხუანიტა 1964 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან – „ცეერუსთან”. ამის შესახებ ხუანიტა კასტრომ გამოაქვეყნა თავის წიგნში „ფიდელი, რაული, ჩემი ძმები: საიდუმლო ისტორია.” ამჟამად ხუანიტა ამერიკაში ცხოვრობს, კერძოდ, მაიამიში, ხოლო „ცეერუსთან” ის 60-იანი წლებიდან თანამშრომლობდა და მისი კოდური სახელი იყო „დონნა”. წიგნი ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიცა და მისი გამოცემის ხარჯები ამერიკის მთავრობამ გაიღო.

* ჩინეთის კომუნისტური პარტიის ექსლიდერის ხუ ძინ ტაოს კუბაში ვიზიტის დროს, რაულ კასტრომ სტუმრის პატივსაცემად ჩინურ ენაზე იმღერა ცნობილი ჩინური სიმღერის ფრაგმენტი, რომელიც ჩინეთის ყოფილ ლიდერს მაო ძე დუნს ეძღვნებოდა. ეს სახალისო ფაქტი ერთ-ერთი კუბური სკოლის მონახულების დროს მოხდა. სიმღერის შესრულების დასრულებისთანავე რაულ კასტრომ ხუ ძინ ტაოს აპლოდისმენტები დაიმსახურა და ასევე სტუმრისგან მადლობა მიიღო იმის გამო, რომ ჩინელებს, რომლებიც კუბაში ცხოვრობენ, საშუალება აქვთ შეისწავლონ ესპანური ენა სპეციალიზებულ სკოლებში.

* კუბის მთავრობამ რაულ კასტროს ხელმძღვანელობით, კუბელებს საკუთარი სახლების თვითნებურად აშენების საშუალება მისცა. მანამდე საცხოვრებელი სახლების აშენება მხოლოდ მთავრობის პრეროგატივა იყო და სახელმწიფო მონოპოლიად ითვლებოდა. რაულ კასტროს სპეციალური ბრძანებულების თანახმად კი კუბელებს ამიერიდან საშუალება მიეცემათ არა მხოლოდ საკუთარი გემოვნებით აიშენონ საცხოვრებელი სახლი, არამედ, უკვე არსებული ფართები  სპეციალური ნებართვის აღების შემდეგ გააფართოონ. 

* რაულ კასტროს ქალიშვილი, სექსოლოგი და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის უფლებების დამცველი მარიელა კასტრო, ყველაზე ცნობილი კუბელია, რომელიც იბრძვის ჰომოსექსუალებისა და ლესბოსელების კავშირების დაკანონებისთვის და, ასევე, ერთსქესიანი ოჯახებისთვის ბავშვის აყვანის პროცედურის გაადვილებისთვის. მარიელა კასტრო ცნობილია თავისი ბრძოლით ჰომოფობიის წინააღმდეგ და ამაში ის აქტიურ მხარდაჭერას იღებს კუბის მმართველი კომუნისტური პარტიიდან. მის გამარჯვებათა აქტივში შესულია სქესის შეცვლის ოპერაციის ლეგალიზება კუბაში, რომელიც ფიდელ კასტროს მმართველობის დროს კატეგორიულად აკრძალული იყო. სხვათა შორის, მარიელა კასტრო კუბაში, კერძოდ კი ჰავანაში მოწყობილ ყოველწლიურ გეი-აღლუმზე ბოლო წლების მთავარ მედროშედ არის ცნობილი. 

* კუბის მმართველობის ხელში ჩაგდების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი, რისი აღორძინებაც მოახერხა რაულ კასტრომ, იყო სექს-ტურიზმი. ფიდელის მმართველობის პერიოდში ბორდელები და საროსკიპოები, ასევე, მსუბუქი ყოფაქცევის ქალების სხვა სახის თავშეყრის ადგილების ფუნქციონირება სასტიკად იყო აკრძალული, მაგრამ, როგორც ჩანს, რაულ კასტრო სულ სხვაგვარად ფიქრობს, რასაც მისი ერთ-ერთი ფრაზა ადასტურებს: „კუბელი ქალი არაფრის დიდებით არ დაწვება ლოგინში ფულის სანაცვლოდ, მხოლოდ სიყვარულით; თუმცა, თუკი ის სექსისთვის ფულს აიღებს – რატომაც არა”. ამჟამად მრავალი უცხოელი სწორედ სექსუალური თავგადასავლების გამო ჩადის ჰავანაში და სხვა ქალაქებში. ყველაზე დიდი მოთხოვნა კრეოლში ქალებზეა, რომლებიც თავისი სილამაზით იზიდავენ ტურისტებს. კუბაში ნებისმიერი სასტუმრო ან დისკოთეკა თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს მეძავების თავშეყრის ადგილად, ხოლო დედაქალაქ ჰავანას ტურისტები „ერთ დიდ ბორდელად” მოიხსენიებენ. 

* რაულ კასტროს ძირითადი ჰობი ალპინიზმია. მას მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა ვენესუელის პრეზიდენტ უგო ჩავესთან. ძმისგან, ფიდელ კასტროსგან განსხვავებით, რაულს ნაკლებად უყვარს ლაპარაკი და მისი საჯარო გამოსვლები ნახევარ საათზე მეტხანს არ გრძელდება. 

скачать dle 11.3