კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიძვირფასის დაღდასმული

„ხმალს ხელს არ უშლის სიმოკლე“

 

გასულ კვირას თავდაცვის მინისტრმა პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად სამხედრო ნაწილები მოინახულეს. მათ შორის, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბ-ნი ახალაიას აპარტამენტებსაც შეავლეს თვალი. მეტიც, დანარჩენებსაც გამოგვიმზეურეს. შთაბეჭდილებამაც არ დაახანა – აპარტამენტები ფრიად კომფორტული, ბევრ ფულმიხარჯული და შთამბეჭდავია. ერთი სიტყვით, თვალს უხარია (აი, გულისა რა მოგახსენოთ, ჩვენი ქვეყნის რუკის დამყურეს). ძვირფასობის დაღი თავდაცვის სამინისტროს მიერ (2008-2012 წლებში) შეძენილ ავტომანქანებსაც აზის. მაგალითად, ყველაზე ძვირად ღირებულის ფასი (სავსებით ოფიციალური „ინვოისით“) 442 183 ლარია, ყველაზე იაფიანის – 77 682.

თუმცა პასუხმაც არ დააყოვნა, ზემოხსენებული ბ-ნების (ალასანიასი და სესიაშვილის) ფოტოდოკუმენტებს ბ-ნი ახალაია საპატიმროდან გამოეხმაურა (თვით ეს ფაქტიც ადასტურებს, რომ დემოკრატიული ტექნიკა ფრიად წინ გავარდნილა, ვინაიდან აქამომდე გისოსებს მიღმა მომხვდრების ხმა ამ ქვეყანაში არავის გაეგონა). მომყავს ციტატა წერილიდან: „სწორედ ამ პერიოდში იყო ყოველდღიური შრომა იმისათვის, რომ როგორც ჯარისკაცებს, ასევე ოფიცრებს შექმნოდათ უკეთესი პირობები, ვინაიდან ეს ადამიანები სახელმწიფო სადარაჯოზე იდგნენ. მე მუდამ მათთან ვიყავი და არმია იყო ჩემი ოჯახი. სწორედ მათთან ერთად ვიზიარებდი ნებისმიერ სიხარულსა და მწუხარებას.“

თუ ბ-ნი ახალაიას აპარტამენტებს გადავხედავთ, აშკარაა, სიხარულის გასაზიარებლად სუპერევროპული სტანდარტები შეუქმნია, რაც, სხვა რომ არაფერი, იმას მაინც ნიშნავს, რომ ჩვენს თავდაცვის ნამინისტრალს გემოვნებაც კარგი ჰქონია და ამაზე ნაკლები არც ცხოვრება ჰყვარებია.

როგორც უნდა იყოს, ბ-ნი ახალაია ამაყობს, უპირველესად, სამხედრო აკადემიითა და კადეტთა სკოლით, რომელიც, როგორც თავად აღნიშნავს, „ანალოგი არ მოეპოვება ყოფილ საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (აქვე დავძენ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში არც საქართველოს რუკას მოეპოვება ანალოგი: ერთის ნაცვლად სამი პრეზიდენტია, ერთი – დე-იურე, ორიც – რუსეთის მიერ მხოლოდაღიარებული) და იმითაც, რომ სწორედ მისი მინისტრობისას გამხდარა სამხედრო განათლება და სამხედრო სამსახური პრესტიჟული (ვითომ?!). თუმცა მისი სიამაყის მთავარი ობიექტი მაინც სამხედრო მრეწველობის განვითარებაა. მოვიხმობ ციტატას: „თვითმავალი რეაქტიული საარტილერიო დანადგარი, უპილოტო საფრენი აპარატი, ავტომატური შაშხანა G5, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, ნაღმმტყორცნები, პირველი ქართული მსუბუქი ჯავშანტრანსპორტიორი „დიდგორი“, ქვეითი საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“.

ერთი სიტყვით, ამ გულისმომკვლელი არზის პათოსი შემდეგნაირია: მე ჩემი სული, გულიანად ქართულ არმიას შევწირე, ხოლო დღევანდელი ხელისუფლება სამხედროებს საკუთარი ფიარისთვის იყენებსო.

ოღონდ, თუ კვლავ საქართველოს რუკას მოვიშველიებთ, სულ ამაოა „დიდგორიც“ და „ლაზიკაც“, იმ მარტივი და გენიალური მიზეზით, რომ „ხმალს ხელს არ უშლის სიმოკლე, ფეხი წინ წადგი, მისწვდება.“ 

 

скачать dle 11.3