კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შესათამაშებლები

კოაბიტაციის სექსუალური ხიბლი

რაკი ბუსუსებიანი პრეზერვატივები დავაბინავეთ (კერძოდ, ჩვენი არასრულწლოვანი თანამოქალაქეების თვალებს მოვაშორეთ), ჯერი სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაცია-რეკლამირებაზეც მიდგა. შესაბამისმა კანონპროექტმა პარლამენტის კედლებში არათუ შეაღწია, მას ჩვენმა კანონმდებლებმა პირველი მოსმენაც ჩაუტარეს, მაგრამ, ვაი რომ, პროცესი შეჩერდა.

ამ კონკრეტული კანონპროექტის, უფრო ზუსტად, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის ინიციატორი ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტია (რაც, სავსებით ბუნებრივია. იმას გარდა, რომ, თუ იარაღის ხეირიანად ჭერა ვერ ვისწავლეთ, გასაბერი ქალით მაინც ხომ უნდა შევძლოთ ევროპულად მანიპულირება?!).

ასეა თუ ისე, კომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნი დოლიძე გვაიმედებს, რომ პროცესი არ შეჩერებულა (შვებით ამოვისუნთქე!). სახელდობრ კი: „მიდის კონსულტაციები იმიტომ, რომ მინდა, ფორმულირება იყოს ყველასთვის მისაღები.“

როგორც აღმოჩნდა, ეს ის ერთ-ერთი კანონია, რომელიც აუცილებლად უნდა გვქონდეს საკანონმდებლო არსენალში (ევროკავშირის მოთხოვნაა, რომ უფრო მჭიდროდ დაგვიახლოვდეთო).

მეტიც, ბ-ნი დოლიძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციაც პრაგმატულად მიუდგება ამ საკითხს და იქვე დასძენს, რომ „საერთაშორისო დონეზე რთული იქნება იმის ახსნა, თუ რატომ არ აქვს ქვეყანას მსგავსი კანონი (პირადად მე ვეთანხმები: ხომ მოგვეჭრა თავი ევროპის მასშტაბით?!).

ერთი სიტყვით, კანონმდებლები ძალას იკრებენ (რაც გვაიმედებს, რომ უახლოეს ხანში ჩვენც შევიქცევთ თავს პიკანტური სათამაშოებით), ხოლო, თუ იქვე კოაბიტაციის არანაკლებ დასავლურ მოთხოვნას გავიხსენებთ, იქნებ ისეც მოხდეს, რომ სექსუალური სათამაშოების ბედზე მსჯელობამ მაინც უბიძგოს ჰარმონიული თანაცხოვრებისკენ ამ ჩვენს უმრავლესობა-უმცირესობას.

скачать dle 11.3