ანეკდოტები
საავადმყოფოს დერეფანში სიმპათიური ქალი მიდის. კაბინეტიდან ექიმი გამოვიდა.
– უკაცრავად‚ – მიმართა ქალმა‚ – გინეკოლოგი თქვენ ბრძანდებით?
– არა‚ მაგრამ‚ შემიძლია‚ გაგსინჯოთ.
***
არ არის აუცილებელი‚ რომ ადამიანი‚ რომელიც ააშენებს სახლს‚ გაზრდის შვილს და დარგავს ხეს‚ იყოს მამაკაცი. უფრო ხშირად‚ ის ქალია.
***
ახალგაზრდა კაცი მიმართავს პროფესორს:
– ბატონო არჩილ‚ თქვენი ქალიშვილის ხელი მინდა გთხოვოთ.
– იცით‚ ახალგაზრდავ‚ ჩვენი ოჯახის ტრადიციის მიხედვით‚ ეს ამბავი დიდ დრაკონს უნდა მოვახსენო‚ ძირითად საკითხებზე ის იღებს გადაწყვეტილებას.
– ამის აუცილებლობა არ არის‚ ქალბატონ მარინასგან თანხმობა უკვე მივიღე.
***
ქირურგს ყველაფერი შეუძლია‚ მაგრამ არაფერი იცის...
თერაპევტმა ყველაფერი იცის‚ მაგრამ არაფერი შეუძლია...
მხოლოდ პათოლოგანატომმა იცის ყველაფერი და ყველაფერიც შეუძლია‚ თუმცა უკვე გვიანაა...
***
ტიპმა შვილს ლუდის ამოტანა დაავალა. შვილმა უთხრა‚ მანქანით თუ გამიშვებ‚ მოგიტან, ისე არაო. არადა, მართვის მოწმობა არ აქვს. ჯანდაბას შენი თავიო და... უკან დაბრუნებისას პატრული გამოეკიდა. მიაჭირა ბიჭმა გაზს ფეხი‚ შესაძლებლობის მაქსიმუმით მანქანა სადარბაზოს მიაყენა‚ გადმოხტა‚ სახლში შევარდა და მამას მიაძახა – პატრულიაო. მამაც სამ წუთში გარეთ იყო:
– ვაახ‚ ბოდიშს გიხდით.... ტუალეტში რომ არ მიმესწრო, მარცხი მომივიდოდა‚ კაცო...
***
საშინელი ყინვაა‚ ქარი ქრის. ცოლ-ქმარი ვერ შეთანხმდა‚ ვინ წავა ბავშვის ბაღიდან მოსაყვანად.
– ქურქი ხომ გაჩუქე? – ეუბნება ქმარი.
– მაჩუქე...
– ჩექმა?
– ჩექმაც.
– ჰოდა, ჩაიცვი და ამ ამინდში შენ მოიყვანე.
– შენ რატომ არა?
– რითი, ნასკებით და საპარსი ქაფით?
***
განიხილავენ‚ როგორ გამოიყენონ ჩერნობილის მიწები.
– მარცვლეულის დათესვა არ შეიძლება‚ ბოლქვიანი მცენარეების – მით უმეტეს.
– მოდი‚ თამბაქო დავთესოთ და მისგან დამზადებულ სიგარეტის კოლოფებს დავაწეროთ: „ჯანმრთელობის სამინისტრო უკანასკნელად გაფრთხილებთ“...
***
მარომ პატარა მიხო სტუმრად წაიყვანა. რაღაც დროის შემდეგ მიხო ხმამაღლა ეუბნება‚ ფისი მინდაო. წვეულებაზე უცხო ხალხია. მარომ გაიყვანა ტუალეტში და თან ეუბნება:
– ასე მეორედ არ თქვა‚ სირცხვილია‚ რამეთი მიმანიშნე‚ მაგალითად‚ მითხარი‚ „დასტვენა მინდა-თქო“.
ღამეა. მიხო მიადგა მძინარე მამას‚ მოქაჩა‚ გააღვიძა და ეუბნება:
– დასტვენა მინდაო.
– რა დროს ეგ არის‚ ყველას სძინავს და შენც დაიძინე‚ ხვალ დავუსტვინოთ ერთადო.
– არა‚ მამი‚ ვეღარ მოვითმენ‚ ძალიან მინდა დასტვენაო...
ვერ მოიშორა მამამ და ეუბნება:
– ჯანდაბას შენი თავი‚ გვერდით მომიწექი‚ თავი საბანში ჩარგე და ძალიან ჩუმად დაუსტვინე...
***
სალონში შედის ახალი ქართველი‚ ჯდება სარკის წინ სავარძელში და სტილისტს მიმართავს:
– აიღე დოლარების ეს შეკვრა და ნახევარ საათში ზუსტად ისეთი ვარცხნილობა უნდა მქონდეს‚ როგორც შენ...
პარიკმახერმა საეჭვო მზერით შეხედა მის მოპრიალებულ თავს‚ შემდეგ სარკეში ჩაიხედა‚ ისევ დახედა კლიენტის მელოტ თავს‚ კვლავ თავის თავს შეხედა‚ შემდეგ დოლარების შეკვრას და ხელი ჩაიქნია.
– რაც არის‚ არის‚ – ჩაიჩურჩულა და თმის გადაპარსვა დაიწყო.
***
– ბიჭო‚ ძმაკაცებმა საქმე გამიკეთეს?! ქალის ტრუსიკი ჩამიდეს ჯიბეში...
– და, ცოლმა ნახა?
– არა, საყვარელმა.
– ეგ კიდევ არა უშავს...
– რა არა უშავს! იმან მაშინვე ჩემს ცოლს დაურეკა და ჩაუკაკლა...
***
ქალების ჟურნალმა გამოაცხადა კონკურსი თემაზე: „ვიცნობთ თუ არა ქალს“. გაიმარჯვა 12 წლის სკოლის მოსწავლემ – ლუკა ჩ-მ. გამარჯვებულის გამოცხადებისთანავე დარეკეს რედაქციაში:
– 65 წლის კაცი ვარ‚ ჩემზე უკეთ ქალებს, ვინ იცნობს! თქვენ კი პრიზი ვიღაც ლაწირაკს მიაკუთვნეთ... ასეთი მიკერძოება არ მინახავს, ეს როგორ გააკეთეთ?!
– როგორ გეკადრებათ‚ ბატონო, პრიზი სამართლიანად გაიცა. პირველ კითხვაზე: „სად აქვთ ქალებს ყველაზე ხუჭუჭა თმა?“ ლუკამ უპასუხა – აფრიკაშიო. თქვენ კი რა უპასუხეთ? თანაც, რომ დახატეთ?! მეორე კითხვაზე: „რა არის ქალების მთავარი ორგანო?“ ლუკამ უპასუხა – ქალთა მსოფლიო ფედერაციაო. თქვენ კი, რა უპასუხეთ და, თანაც დახატეთ?! მესამე კითხვაზე: „რას ელოდებიან ყოველ თვეს ქალები“‚ ლუკამ ჩვენი ჟურნალი დაასახელა, თქვენ კი რა უპასუხეთ? კიდევ მადლობა‚ რომ არ დახატეთ....
***
ქუჩაში მოხუცი ქალი მიდის‚ ორივე ხელში ხელჩანთა უჭირავს. უცბად ერთიდან 50-ლარიანი გადმოვარდა. შემდეგ ოციანი‚ რამდენიმე ნაბიჯში – კიდევ... პატრულმა შენიშნა‚ ფული აკრიფა მოხუცს დაუბრუნა და ჰკითხა:
– ბები, ფული გცვივათ‚ მაგრამ, საეჭვოდ მეჩვენება... რა ფულია‚ ხომ არ მოიპარეთ... საიდან გაქვთ?
– არა‚ შვილო‚ რა მოვიპარე. სტადიონთან ბუჩქებია‚ მათ უკან ვიმალები მაკრატლით... მოდიან ლუდდალეული‚ „გაჭირვებული“ ფეხბურთის გულშემატკივრები ბუჩქთან‚ მე კიდევ უცბად ამოვყოფ თავს და ვეუბნები:
– ან ფული‚ ან მოგაჭრით... და ასე ვაგროვებ.
– არცთუ ურიგო იდეაა. მეორე ჩანთაშიც ფული გაქვთ?
– არა... ყველა ხომ არ იხდის...
***
– მამი‚ რა არის ფილიალი?
– შენ ხომ გაქვს ღამის ქოთანი?
– კი.
– ჰოდა‚ ეგ ღამის ქოთანი ჩვენი უნიტაზის ფილიალია.