მხოლოდ ფაქტები
* პასექი ებრაელთა დღესასწაულია. ისინი ამ დროს მოსეს მიერ იუდეველთა ეგვიპტის მონობიდან გამოყვანას ზეიმობენ. ტრადიციულად, ისინი სადღესასწაულო სუფრასთან ძალიან სწრაფად მიირთმევენ – გამოხატავენ, თუ როგორ ისწრაფოდნენ ეგვიპტიდან გამოსვლას.
* საბერძნეთში ყველა ღმერთის პატივსაცემად აგებულ ტაძარს „პანთეონი“ ერქვა.
* ჟურნალმა „ფორჩუნმა“ გამოაქვეყნა სია, რომელშიც 25 გვარია მოყვანილი. სიის სათავეში დგას ჯორჯ სოროსი; მეორე ადგილზე – უკვე საქმიდან წასული ვაჭრობის მაგნატი სკეგსი; მესამეზე კი ამერიკის ყველაზე მდიდარი ადამიანი, „მაიკროსოფტის“ ხელმძღვანელი, ბილ გეითსი. ეს იმ ადამიანთა სიაა, რომლებმაც ყველაზე მეტი ქველმოქმედება ჩაიდინეს.
* მიუხედავად იმისა, რომ თერმოდინამიკაში დიდი ხანია, უარყოფილია ფიზიკოსთა შეცდომა სითბოს წარმოშობის შესახებ, მისი კვალი მაინც დარჩა: სითბოს რაოდენობის ერთეულს – კალორიას, რაც ლათინურად „სითბოს“, „სითბოს მბადს“ ნიშნავს, საზომად ხშირად უსადაგებენ სხვა ფიზიკურ სიდიდეებსაც.
* 1997 წელს იემენის ნაციონალური პარლამენტის არჩევნები გაიმართა. მონაწილე პარტიებმა თავიანთ სიმბოლოებად სხვადასხვა ცხოველი, თევზი, ფრინველი, დანები, პისტოლეტები, ნავები, ჩანჩქერები და... მობილური ტელეფონების გამოსახულებებიც კი აირჩიეს.
* ძველი რომაელები „პატრიოტებს“ თანამემამულეებს, თვისტომებს ეძახდნენ.
* ცხელ წყალში ჩადებისას თერმომეტრში ვერცხლისწყალი ჯერ დაბლა იწევს, შემდეგ – მაღლა, რადგან, თავდაპირველად ცხელდება და ფართოვდება შუშის ბალონი, სადაც ვერცხლისწყალია მოთავსებული.
* აკრობატიკა – ასე გამოითქმის ბერძნულად ფრაზა „დავდივარ ფეხისწვერებზე, ვძვრები მაღლა“.
* 1828 წელს ალტაიში პირველი ოქროს საბადო აღმოაჩინეს, რამაც მთელ მსოფლიოში, ყველა მსხვილ ბირჟაზე, დიდი პანიკა გამოიწვია.
* მაროკოში წელიწადში ერთხელ, სამი დღის განმავლობაში, ინის დღესასწაულს ზეიმობენ – ჯინებმა ქალებზე წყალობა რომ მოიღონ, ამისთვის კი ფეხებსა და ხელებს ინით (ხნით) იხატავენ.
* კარლ ჩაპეკსა და მაქსიმ გორკის ერთნაირი სახელწოდების ნაწარმოებები ეკუთვნით – „დედა“, თუმცა, გორკის ნაწარმოებს თავდაპირველად „ვაჟიშვილი“ ერქვა.