ბრძნული აზრები
დრაკერი: მენეჯმენტი საქმის სწორად კეთებაა; ლიდერობა – სწორი საქმის კეთება.
შვეიცერი: საითაც არ უნდა გაიხედო, დაინახავ ადამიანს, რომელსაც სჭირდები.
ჰოკენი: ჩვენი ეკონომიკა მოკლედ ასე შეიძლება დავახასიათოთ; მომავლიდან მოპარულს ვყიდით აწმყოში და მას მთლიან შიდა პროდუქტს ვუწოდებთ.
ბაფეტი: დიდი ფულით თქვენ უნდა აკეთოთ ისეთი საქმეები, რომლებსაც უამრავი ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია და თქვენ ასევე უნდა აკეთოთ ის საქმეებიც, რომელთაც წარუმატებლობის მნიშვნელოვანი შანსი გააჩნიათ.
საადი: ნასწავლი კაცი წმინდა ვერცხლი და ოქრო არის, სადაც კი წავა, მისი ფასი ყველგან იციან.
***
ერთხელ არაბ ფილოსოფოს გაზალის ჰკითხეს, თუ როგორ მიაღწია ასეთ მაღალ საფეხურს მეცნიერებაში: „იმით, რომ მე არ მრცხვენოდა იმის კითხვა, რაც არ ვიცოდი“, – უპასუხა მან.
ოუენი: ნამდვილ ცოდნას თვითდამშვიდებისკენ კი არ მივყავართ, არამედ იგი ქმნის სულ უფრო მზარდ მისწრაფებას, იარო წინ – საფეხურიდან საფეხურზე, დასვენების განწყობილების გარეშე და არ თქვა: „კმარა, ჩვენ მეტი არ გვსურს“.
ლიხტენბერგი: უეჭველი ნიშანი ყოველნაირი კარგი წიგნისა ის არის, რომ ადამიანი რაც უფრო იზრდება, სულ უფრო მეტად მოსწონს იგი.
მაკარენკო: ჩვენი ბავშვები, ეს ჩვენი სიბერეა, სწორი აღზრდა, ეს ჩვენი ბედნიერი სიბერეა, ცუდი აღზრდა – ჩვენი მომავალი ჯავრი, ჩვენი ცრემლები, ჩვენი დანაშაულია სხვა ადამიანების წინაშე, ჩვენი ქვეყნის წინაშე.
ოთარ ჭილაძე: „დრო გავატაროთ ლხინითა, ჰარალე, ჰარალე!“ – აი, აქედან იწყება ჩვენი წახდენა.
შექსპირი: ჩვენთვის სასიამოვნო შრომა ტკივილის მკურნალია.
ლაროშფუკო: ყველაზე საუკეთესო ნიშანი კეთილი თვისებების მატარებლობის შურის არქონაა.
ჰიპოკრატე: სამარცხვინოა სხვის მიერ დაშვებულ შეცდომებში კირკიტი, როცა საკუთარს ვერ ხედავ.
ნიცშე: არ შეიძლება, ეპატიოთ მათ, ვინც არავის არაფერს პატიობს.
დეკურსელი: ჩვენ გვსურს თანასწორობა მხოლოდ მათთან, ვინც ჩვენზე აღმატებულია.
ეჟი ლეცი: ნამდვილი მტერი თავს არ დაგანებებს.
რენარი: ცხოვრება ძალიან დიდ დროს ართმევს ადამიანებს.
მოემი: ნუ ებრძვი საკუთარ თავს, ყველა ვარიანტში წაგებული ხარ.
ტაციტი: კარგი კანონები ცუდი ქცევებით არის შექმნილი.
კვინტილიონი: მატყუარას კარგი მეხსიერება ესაჭიროება.
სტალი: იდეალური ქმარი დაუდასტურებელი ჭორია.
მონტერლანტი: სამი ღიმილი ჰგავს ერთმანეთს: მკვდრის, თავმოკვეთილი ცხოველის და დაკმაყოფილებული ქალის.