რა მოხდა ამ დღეს
25 თებერვალი
1836 – სემუელ კოლტმა დააპატენტა თავისი სახელობის რევოლვერი.
1921 – მოხდა საქართველოს „გასაბჭოება“.
1932 – ჰიტლერმა მიიღო გერმანიის მოქალაქეობა.
1946 – წითელ არმიას ოფიციალურად ეწოდა საბჭოთა არმია.
26 თებერვალი
1815 – ნაპოლეონი გაიქცა გადასახლებიდან (კუნძულ ელბადან).
1848 – ლონდონში კარლ მარქსმა გამოაქვეყნა „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“.
1935 – შოტლანდიელმა მეცნიერმა უოტსონ-უატმა დააპატენტა რადარი.
1952 – უინსტონ ჩერჩილმა გამოაცხადა, რომ ინგლისსაც აქვს თავისი ატომური ბომბი.
27 თებერვალი
1879 – გამოიგონეს შაქრის შემცვლელი – სახარინი.
1900 – შეიქმნა ინგლისის ლეიბორისტული პარტია.
1932 – ჯეიმს რედვილმა აღმოაჩინა ნეიტრონი.
1974 – ნიუ-იორკში გამოვიდა ჟურნალ Peaple-ის პირველი ნომერი.
28 თებერვალი
380 – რომის იმპერატორმა, თეოდოსი პირველმა, ოფიციალურად დააკანონა მართლმადიდებლური აღმსარებლობის ბატონობა.
1066 – ლონდონში გაიხსნა ვესტმინსტერის სააბატო.
1904 – დაარსდა პორტუგალიური საფეხბურთო კლუბი „ბენფიკა“.
1919 – გამოცხადდა ავღანეთის დამოუკიდებლობა.
1 მარტი
1780 – პენსილვანია გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პირველი შტატი, რომელმაც თავის ტერიტორიაზე მონობა აკრძალა.
1912 – ალბერტ ბერი სენტ-ლუისიდან იყო პირველი ადამიანი, ვინც თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოხტა.
1947 – დაიწყო მუშაობა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა.
2001 – ინდოეთის მოსახლეობამ გადააჭარბა 1 მილიარდს.
2 მარტი
1067 – დაარსდა ქალაქი მინსკი.
1933 – ნიუ-იორკში შედგა პრემიერა პირველი ფილმისა კინგ-კონგზე.
1949 – თვითმფრინავმა პირველად შემოუფრინა დედამიწას დაუჯდომლად.
1983 – გაჩნდა პირველი კომპაქტ-დისკები.
3 მარტი
1613 – რუსეთში გამეფდა მიხაილ რომანოვი, დამკვიდრდა რომანოვების დინასტია.
1802 – ვენაში პირველად აჟღერდა ბეთჰოვენის „მთვარის სონატა“.
1804 – რუსეთის იმპერიაში გლეხებს მიეცათ დაქორწინების უფლება ბატონის ნებართვის გარეშე.
1875 – პარიზში შედგა ჟორჟ ბიზეს ოპერა „კარმენის“ პრემიერა.