რეკორდული კოლექტიური ქორწილი
ერთდროულად 412-მა წყვილმა დაუკავშირა ერთმანეთს ცხოვრება მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში. კოლექტიური ქორწინების ცერემონიას ცოცხალი ბენდი ახალისებდა. ყველამ შესვა წითელი ღვინო, იყო უამრავი საქორწილო საჩუქარი: საგზურები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტკბილეული... ახალდაქორწინებულებს გაბედნიერება მიულოცა და ზოგ მათგანს ქორწინების მოწმობები გადასცა მეხიკოს მერმა მიგელ ანხელ მანსერმა. დაიჭრა უზარმაზარი ტორტი.
მექსიკის დედაქალაქმა გააუმჯობესა ერთდროული ქორწინების წყვილთა რაოდენობის რეკორდი, რომელიც ადრე მასვე ეკუთვნოდა. ბედნიერ წყვილთა შორის იყვნენ ერთსქესიანი „ნეფე-პატარძალიც,“ რომელთა ქორწინება მეხიკოში 2009 წლიდანაა დაშვებული. მექსიკის დედაქალაქი პირველია ლათინურ ამერიკაში, სადაც გეებსა და ლესბოსელებს ქორწინების ოფიციალური რეგისტრირება შეუძლიათ.