კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

სიბრძნე მოთმინებისა...

 

არსებობენ ბრძენი ცოლები. ისინი, ერთი შეხედვით, განსაკუთრებულს არაფერს აკეთებენ, მაგრამ ქმრები „კუბოს ფიცრამდე“ მოჯადოებული ჰყავთ. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ ქალებმა კაცების ხასიათის გასაღებს მიაგნეს და მისი ოსტატური გამოყენებაც ისწავლეს. სცადეთ, იქნებ თქვენც გამოგივიდეთ.

* ნუ შეადარებთ თქვენს მეორე ნახევარს მეგობრების ქმრებს. ჯერ ერთი, რაც ბრჭყვიალებს, ყველაფერი ოქრო არ არის და მეორეც – ქმარი ამას იმახსოვრებს და თითქმის არასდროს ივიწყებს.

* მამაკაცის დამცირება, მისი ირონიული მეტსახელებით შემკობა და დაცინვა, საკმაოდ მძიმე შედეგებით მთავრდება. მამაკაცის თავმოყვარეობაზე თამაში ძალიან სახიფათოა. ის ამას არ გაპატიებთ.

* ნუ შეეკამათებით მწვავედ და ნუ შეეცდებით,  თავზე ძალით მოახვიოთ თქვენი აზრი. უმჯობესია, ისე განაწყოთ, თქვენი აზრი  თავისად მიიჩნიოს. მაშინ, ადვილად დაჰყვება ნებას. თანაც ისე, რომ თავმოყვარეობა არ შეელახება.

* მამაკაცებს განსაკუთრებულად უყვართ, როცა აქებენ. ნუ დაიზარებთ და ხშირად შეაქეთ. თუნდაც ზოგჯერ არც იმსახურებდეს. ეს ის დივიდენდია, რომელიც თქვენთვის სასურველ „პროცენტებს“ მოგიტანთ.

* შეეცადეთ, არ მოუწყოთ ეჭვიანობის მძაფრი სცენები. ცრემლები... ისტერიკები... თვალთვალი – ეს ყველაფერი უპირველესად თქვენ დაგამცირებთ, ქმარს კი გადარევს. აჯობებს, მეტი იფიქროთ დასვენებაზე, გარეგნობასა და გართობაზე, რათა ხშირად იყოთ კარგ გუნებაზე. ამით ქმარს „აიძულებთ,“ „გამაფრთხილებელი სიგნალი“ ჩართოს და მეტი ყურადღება დაგითმოთ.

* ნუ გამოიყენებთ ჩხუბის დროს ფრაზებს: „გეყრები დაუყოვნებლად!“, „მე შენ მძულხარ!“ „წაიღე შენი ნივთები და წადი, არაფერში მჭირდები!“ – მართლა რომ გაიხუროს კარი, მერე რას აპირებთ? მზად ხართ ამისთვის?!

* და ბოლოს... თუ გიყვართ, აჩვენეთ ეს სიყვარული დაუნანებლად და სანაცვლოდ, ნურაფერს მოითხოვთ. მით უფრო, კაპრიზული ტონითა და საყვედურებით...

 

განსხვავებული ქალები...

 

ფსიქოლოგიურად განსხვავებული ტიპაჟები ქალბატონებშიც არსებობენ და ეს ბუნებრივია. როგორები არიან ისინი – სანგვინიკები, ფლეგმატიკები, მელანქოლიკები და ქოლერიკები?! განვიხილოთ სათითაოდ და ეს საშუალებას მოგცემთ, რომელიმე მათგანში საკუთარი თავი იპოვოთ.

სანგვინიკი: ძირითადად, ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანია. ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი შეუძლია, იპოვოს პოზიტიური ელემენტები. დინამიკა მისთვის მთავარია და ერთ წუთსაც არ ისვენებს. თუმცა, მიუხედავად პოზიტიური მხიარული ხასიათისა, ახასიათებს ღრმა ფიქრისა და ანალიზის უნარი.

ქოლერიკი პირდაპირია. მიზანდასახული და შეუდრეკელი. მუდმივად სადღაც ეჩქარება. მისი მთავარი პრობლემა დისტანციის დაცვაა. მეტისმეტად ახლოს მიდის ადამიანებთან, რომლებიც არცთუ იშვიათად, გულს სტკენენ ხოლმე. ემოციებშიც უჭირს დროულად დამუხრუჭება.

ფლეგმატიკი მშვიდია და საკუთარ თავში დარწმუნებული. მაგრამ, უჭირს აზრების კონცენტრირება. უყვარს უსაფრთხოება. იშვიათად რისკავს, მაგრამ ზოგჯერ რისკავს სიამოვნებისთვის, რაც ძალიან ცუდია.

მელანქოლიკი – მისი მთავარი პრობლემა ჩამოუყალიბებელი აზრი და დაურწმუნებელი ქმედებებია. პედანტია. ადვილად ვარდება დეპრესიაში. გამოირჩევა მაღალი ნერვული აღგზნებადობით, რაც ყველაფერში ავნებს. მასთან ურთიერთობა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.

 

უბრალოდ, აკოცე...

 

უბრალოდ, აკოცე... ან, ლოყით ლოყაზე შეეხე იმ ადამიანს, რომელიც შენთვის ძალიან ძვირფასია, მაგრამ, იმდენად შეეჩვიე, რომ თითქმის ვეღარც ამჩნევ. მეუღლეების უმრავლესობას, რატომღაც, ჰგონია, რომ დილით ან საღამოს უბრალო ალერსი ზედმეტი ფორმალობაა. არადა,  ისინი ცდებიან. არაფერი ისე არ ამხნევებს და პოზიტიურად არ განაწყობს ადამიანს, როგორც ჩახუტება, სითბოს გამოვლენა და კოცნა. ფსიქოლოგებიც გვირჩევენ, რომ ალერსში „ხელმომჭირნეობით“, უპირველესად, საკუთარ თავს ვაზიანებთ – თუ არ გავცემთ, შესაბამისად, ვერც ვერაფერს ვიღებთ. ბუმერანგის პრინციპი ყველაფერში „მუშაობს“: ცუდად მოიქცევი?! – ცუდად მოგექცევიან... სიკეთესა და სითბოს გასცემ?! – აუცილებლად დაგიბრუნდება... შეიძლება, მაშინვე არა, მაგრამ, ეს პროცესი შეუქცევადია.

დადასტურებული ფაქტია: რაც უფრო ხშირად ეხება ცოლ-ქმარი ერთმანეთს ფიზიკურად დღის განმავლობაში, მით უფრო აქტიურდება ვნება და უჩნდებათ ლტოლვა ერთმანეთისადმი. უბრალოდ, აკოცე, გააკეთე ეს დღესვე და ნუ მოსთხოვ მას იმავეს – ეს უკვე უაზრობაა. მხოლოდ იმაზე იფიქრე, რომ ამას საკუთარი სიამოვნებისთვის აკეთებ – პრინციპში, ეს ასეც არის.

 

„ოპიუმი“ შეყვარებულთათვის

 

იმისთვის, რომ შეყვარებულებმა ერთმანეთის გვერდით თავი კომფორტულად და კარგად იგრძნონ, თურმე, მარტო სიყვარული საკმარისი არ ყოფილა. ფიზიოლოგიის გარეშე არანაირი საქმე არ გამოდის და, თუკი ენდორფინები არ გამოიყო, ყველაფერი ამაოდ ჩაივლის. ამ ბუნებრივ, შინაგან ნარკოტიკს სასწაულების მოხდენა შეუძლია. ის მთლიანად ცვლის ადამიანის აზროვნებას, ქცევის მანერას; აძლევს მის ქმედებებს აბსოლუტურად სხვა მიმართულებას. რატომ ხდება, რომ ერთი და იგივე მამაკაცი შეყვარებული საოცრებებს სჩადის, მაგრამ, გახდება თუ არა ქმარი, რადიკალურად სხვანაირად იქცევა. აღარც სიურპრიზებს უკეთებს ცოლს, რომლისთვისაც, არცთუ შორეულ წარსულში გმირობაზეც კი იყო წამსვლელი და აღარც იმაზე ფიქრობს, რა გააკეთოს ისეთი რამ, რითაც სულ ცოტა ხნის წინათ საოცნებო ქალის გულს სამუდამოდ დაისაკუთრებს. ნუ გეგონებათ, რომ მას სიყვარული აღარ აქვს. პრობლემა ისევ ენდორფინებშია: მორჩა, რადგან საყვარელი ქალი უკვე მისია, უკვე გვერდით ჰყავს, აზარტიც გამქრალია და, მართალია, ენდორფინები ისევ გამომუშავდება, მაგრამ, გაცილებით ნაკლები რაოდენობით და ტვინიც ისე აქტიურად აღარ არის დამოკიდებული გრძნობაზე. რა ხდება? რა და, სიამოვნების ჰორმონები იმ რაოდენობით აღარ არის, რა რაოდენობითაც შეყვარებულობის პერიოდში იყო – სულ ეს არის. ანუ, გამოცანის გასაღები ნაპოვნია – ის არ შეცვლილა, ისევ ის მამაკაცია, რომელიც თავბრუს გახვევდათ თავისი ზრუნვითა და ყურადღებით, უბრალოდ, ახლა „ოპიუმი“ – ენდორფინები შემოაკლდა. ამიტომ, სასწრაფოდ იზრუნეთ დეფიციტის შევსებაზე. როგორ?! ამას თქვენი ქალური ალღო გიკარნახებთ.

скачать dle 11.3