კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ვარ 26 წლის. 5 თვეა, ასე მგონია რაღაც მახრჩობს. ფარისებრი გამოვიკვლიე, ყველაფერი ნორმაშია. რომელ სპეციალისტს მივმართო, როგორ ვიმკურნალო?

პასუხი: უნდა მიმართოთ ყელ-ყურის ექიმს და თერაპევტს. თუ ყვლაფერი ნორმაშია, ფსიქოთერაპევტს – შეიძლება ასე ვეგეტატიური დისფუნქციის სინდრომი ვლინდებოდეს. 

კითხვა: რისგან შეიძლება იყოს განავალი მუქი წითელი ფერის?

პასუხი:  შესაძლოა მიღებული საკვების შედეგად (ჭარხალი), ან ხანგრძლივი შეკრულობის შემდეგ (შეიძლება ბუასილი გაქვთ). არ არის გამორიცხული, სხვა მიზეზებიც. დიაგნოზის დასაზუსტებლად მიმართეთ პროქტოლოგს ან გასტროენტეროლოგს.

კითხვა: ვარ 37 წლის ქალი, 4 დღეა, მაქვს ძალიან  დაბალი წნევა (80/40). საშიშია, როგორ მოვიქცე? ვსვამ მაგარ ტკბილ ჩაის + კონიაკი ჩაიში. წნევა ცოტა ზემოთ იწევს (100/60), მაგრამ სისუსტე და დაღლილობა რჩება.

პასუხი:  ხანგრძლივი ჰიპოტენზიის (დაბალი წნევის) დროს, რომელსაც სისუსტე, დაღლილობა ახლავს თან, გირჩევთ, შემდეგ გამოკვლევას: სისხლის საერთო ანალიზი; თირკმელებისა და თირკმელზედა ჯირკვლების ექოსკოპია; კორტიზოლი სისხლში; სისხლის ბიოქიმიური ანალიზი (შაქარი, კალიუმი საერთო ცილა, რკინა); ელექტროკარდიოგრამა და გულის ექოსკოპია; თერაპევტის კონსულტაცია.

კითხვა: მაწუხებს შარდის ბუშტი, სულ მცივა შარდის ბუშტის ადგილას. მაქვს ხშირი შარდვა, თითქმის ყოველ 2 საათში. რას მირჩევთ, ვის მივმართო?

პასუხი:  დროული და ეფექტური მკურნალობის მიზნით უროლოგს უნდა მიმართოთ.

კითხვა: შეიძლება თუ არა პროსტატა უშვილობის მიზეზი იყოს?

პასუხი: პროსტატა წინამდებარე ჯირკვალია, მისი პათოლოგია, მაგალითად, ინფექციური პროსტატიტი, შეიძლება, იყოს უშვილობის მიზეზი. მიმართეთ უროლოგს.

კითხვა: მკურნალობამდე ჯობია, პაპ-ტესტისა და კოლპოსკოპიის გაკეთება, თუ მკურნალობის შემდეგ (ნაცხის საერთო ანალიზის მიხედვით მაქვს ანთებითი პროცესი)?

პასუხი: მკურნალობამდე გესაჭიროებათ ნაცხის ბაქტერიოლოგიური ანალიზიც.  რაც შეეხება პაპ-ტესტსა და კოლპოსკოპიას, ჩაიტარეთ მკურნალობის შემდეგ. მკურნალობის სპეციფიკას საზღვრავს გინეკოლოგი.    

კითხვა: ჩემს ქმარს მეტეორიზმი აქვს. უჩივის შებერილობის შეგრძნებას კუჭისა და ნაწლავების მიდამოებში. შეწუხებულია თვითონაც და ოჯახის წევრებიც. როგორ მიიღოს ესპუმიზანი?

პასუხი: ყველა პრეპარატს გააჩნია მიღების სტანდარტული დოზირება. ესპუმიზანისთვის – 1-2 კაფსულა ყოველი ჭამის შემდეგ და კიდევ ერთხელ ძილის წინ. ამის მიუხედავად, ამ პრეპარატის დანიშვნა ინდივიდუალური დოზირებითაც შეიძლება. არ იქნებოდა ასევე ურიგო, გამოკვლევის ჩატარება და ასეთი მეტეორიზმის მიზეზის დადგენა.

კითხვა: შეიძლება თუ არა სოლარიუმში გარუჯვა მენსტრუაციის დროს?

პასუხი:  შეიძლება, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ პროცედურის შემდეგ მენსტრუაცია მოჭარბებული იქნება.

скачать dle 11.3