როგორ დავიცვათ „კამელინის“ დახმარებით თავი ვირუსებისგან, გრიპისგან და რა განაპირობებს მძიმე დაავადებების დროს მის ეფექტურობას
ქართული პრეპარატის – „კამელინის“ სამკურნალო თვისებებითა და მკურნალობის შედეგებით დაინტერესებულ მკითხველს არაერთხელ მივაწოდეთ მის შესახებ საინტერესო ინფორმაცია, დღეს კი, მინდა, ვისაუბროთ, თუ რა ეფექტურია მისი გამოყენება გრიპის დროს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი თითქმის მიილია, მაინც აქტიურად გვიტევს და ქვეყანაში ამ მხრივ პანიკაც არის დათესილი.
კობა გურიელიძე (კომპანია „კამელინის” აღმასრულებელი დირექტორი და სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი): გრიპი მძიმე ვირუსული დაავადებაა და, ყოველ წელიწადს, განსაკუთრებით კი ზამთრის პერიოდში, ასნებოვნებს დედამიწის მოსახლეობის თითქმის 15 პროცენტს. გრიპოზული ინფექციის დროს ზიანდება ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა სისტემა, განსაკუთრებით კი – იმუნური. მაგალითად, ბავშვები და მოხუცები, რომლებმაც გადაიტანეს ეს დაავადება და სისუსტეს გრძნობენ, ძალზე მგრძნობიარენი არიან სხვა ვირუსული თუ ბაქტერიული დაავადებების მიმართ. კვებეკის, მონრეალის, ბერნის, ილინოისის, ბრაზილიის სამეცნიერო და კლინიკურ ცენტრებში დადგინდა, რომ „კამელინი“ შესანიშნავი ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და იმუნური სისტემის გამაძლიერებელი, ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატია და მისი გამოყენება გრიპოზული დაავადებისა და მისი პროფილაქტიკის მიზნით იდეალური საშუალებაა.
– ყველა ტიპის ვირუსი ერთნაირად საშიშია?
– გრიპის A ტიპის ვირუსი იწვევს საშუალო და ძალზე მძიმე დაავადებას. ასნებოვნებს როგორც ადამიანს, ასევე, ზოგიერთ ცხოველს (ცხენი, ღორი, ფრინველები). სწორედ ეს ვირუსია უმძიმესი დაავადების გამომწვევი. ზოგ შემთხვევაში ის პანდემიის სახით გვევლინება. უკანასკნელ ხანს არის შემთხვევები, როცა ფრინველისა და „ღორის გრიპის“ ვირუსმა განიცადა მუტაცია და ადამიანის მძიმე დაავადება გამოიწვია, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, ლეტალური შედეგით მთავრდება. გრიპის B ტიპის ვირუსი არ იწვევს პანდემიას, მაგრამ, მათი მიზეზით ხდება ლოკალური აფეთქებები ან ეპიდემია.
– რა მექანიზმით ხდება პრეპარატ „კამელინით” გრიპის ვირუსის განადგურება?
– მონრეალის ლედი დევისის შიდსისა და ვირუსული დაავადებების ცენტრის კვლევებით დადგინდა, რომ პრეპარატ „კამელინის” ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი მთლიანად აჩერებს ზემოთ აღნიშნული ფერმენტის – ნეირამინიდაზას აქტივობას, რაც ვირუსის ჯანმრთელ უჯრედში შეღწევის უნარის დაკარგვას იწვევს. იმ შემთხვევაში კი, როცა ვირუსი უკვე უჯრედშია, ხელს უშლის მის გამოსვლას ინფიცირებული კერიდან და სხვა უჯრედებზე გავრცელებას. ამავე დროს, ორგანიზმის იმუნიტეტს საშუალებას აძლევს, გაანადგუროს უჯრედში ლოკალურად შეჭრილი ვირუსები. რაც ყველაზე მთავარია, „კამელინის“ საშუალებით ვირუსს ხელი ეშლება, თავისი დამანგრეველი გენეტიკური მონაცემები ჩანერგოს ორგანიზმის ჯანმრთელ უჯრედში.
– დღეს ხშირად საუბრობენ „ღორის გრიპზე”. შეიძლება თუ არა მის სამკურნალოდ „კამელინის” გამოყენება?
– რა თქმა უნდა, შეიძლება, პრეპარატს არ აქვს გვერდითი მოვლენები და აძლიერებს ადამიანის იმუნიტეტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის დაავადების სამკურნალოდ.
– უკვე რამდენიმე ხანია, გასაყიდად გამოვიდა „კამელინ ფლუ”, რომელიც გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიც არის გრიპოზული, პირის ღრუსა და ყელის ჩირქოვანი, ინფექციური დაავადებები, ანთებითი პროცესები. შესაბამისად, თუ არის ეფექტური მათი გამოყენება დღეს ძალიან გავრცელებული გრიპოზული დაავადების სამკურნალოდ?
– პრეპარატში არის ის კომპონენტები, რომლებიც ლორწოვან გარსზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში აჩერებს პრეპარატის აქტიურ ნივთიერებებს და, შესაბამისად, ეს უფრო მეტ ეფექტურობას იწვევს. როდესაც პირის ღრუში არის ბაქტერიული, სოკოვანი კერები, „კამელინ ფლუ” ძალიან მალე აქრობს პროცესს. ასე რომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, სპრეიში ჩაგვედო და გაგვევითარებინა ის თვისებები, რაც „კამელინის” აქტიურ მოლეკულებს ახასიათებს: ანტიბაქტერიული, ანტისოკოვანი, ანთების საწინააღმდეგო და რეგენერაციული პროცესები. რაც მთავარია, როგორც „კამელინის” სხვა ფორმებს, ასევე სპრეისაც, სხვა წამლებთან მიმართებაში უკუჩვენება არ აქვს და მისი გამოყენება შეიძლება თითქმის ყველა მედიკამენტთან ერთად. თუ კლასიკური თერაპია ამ დაავადებებს კურნავდა გარკვეულ პერიოდში, „კამელინთან” კომბინაციაში შედეგი უფრო ეფექტური იყო, გართულებები პრაქტიკულად არ ყოფილა და გამოჯანმრთელებაც უფრო მალე ხდებოდა. რაც მთავარია, ამ პრეპარატს არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.
როდესაც „კამელინზე” ვსაუბრობთ არ შემიძლია არ შევეხო მის გამოყენებას ისეთი მძიმე დაავადების სამკურნალოდ, როგორიც არის სიმსივნე. დღეს ეს ერთ-ერთი ძალიან გავრცელებული, შეიძლება ითქვას, ვერაგი დაავადებაა და მისი სახელის გაგონებაც ადამიანებს დიდ პრობლემას უქმნის. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ საინიექციო ფორმის „კამელინი მ-1-ის” გამოყენება შესაძლებელია ყველა სტადიის კიბოს დაავადების დროს სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში „კამელინი მ-4” – სანთლების და „კამელინი მ-2” – კაფსულების ჩართვა მკურნალობის თითქმის ყველა ეტაპზე. რაც მთავარია, „კამელინის“ ბაზაზე დამზადებული პრეპარატები: „კამელინი მ-1” – ამპულები, „კამელინი მ-2” – კაფსულები, „კამელინი მ-3” – მალამო და „კამელინი მ-4” – სანთლები არ იწვევს არავითარ გვერდით მოვლენებს, მათი დიდი დოზით გამოყენების შემთხვევაშიც კი, არ არის ალერგიის გამომწვევი და გამოირჩევა უნივერსალური მოქმედების მექანიზმით როგორც ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი, ონკოლოგიური, გინეკოლოგიური და სხვა დაავადებების მიმართებაში და ასევე, არის იმუნური სისტემის შესანიშნავი (როგორც ადგილობრივი, ისე საერთო) გამაძლიერებლები და მათი ფართო გამოყენება კიბოს პროფილაქტიკის მიზნითაც მეტად მნიშვნელოვანია. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, უცხოეთშიც, ძალიან ბევრმა ადამიანმა საკუთარ თავზე გამოსცადა ამ პრეპარატის თვისებები. თუ როგორი იყო შედეგი, ამის შესახებ უკვე ქვემოთ მოგახსენებთ.
ნათია (32 წლის): ჩემს დეიდას, რომელიც უკვე დიდი ხანია, უცხოეთში ცხოვრობს, ცოტა ხნის წინ დაუსვეს კუჭის სიმსივნის დიაგნოზი. მაშინვე დაიწყო მედიკამენტებით მკურნალობა, მაგრამ, არცთუ კარგი შედეგი ჰქონდა. დიდი ხანია, თქვენი ჟურნალის მკითხველი ვარ, „კამელინის” შესახებაც არაერთი სტატია მქონდა წაკითხული. ამიტომ, როგორც კი შევიტყვე დეიდას მდგომარეობა, მაშინვე „კამელინი” გამახსენდა, მის მწარმოებელთან გავიარე კონსულტაცია, დეიდასაც ვკითხე და მისი თანხმობის შემდეგ გავუგზავნე პრეპარატი. მაშინვე დაიწყო მკურნალობა და შედეგი უკვე აქვს: აღარ აწუხებს ტკივილები, ენერგიულიც გახდა, ძალაც დაუბრუნდა. „კამელინით” მკურნალობის შეწყვეტას არ აპირებს. ცოტა ხანს შეისვენა და ახლა უკვე მკურნალობის მესამე კურსს იტარებს. რაც მთავარია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესად არის, არანაირი გართულება არ ჰქონია, პირიქით, წინ და წინ წამოვიდა. რაც მთავარია, ჩვეულებრივად მუშაობს, შრომისუნარიანობაც აუმაღლდა და ტკივილებიც აღარ აწუხებს. კიბო ისეთი დაავადებაა, ერთი ხელის მოსმით მას ვერ მოერევი. ამიტომ, ის კიდევ განაგრძობს მკურნალობას და იმედი აქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. იმ შედეგით, რაც „კამელინით” მკურნალობის შემდეგ მიიღო, უკვე კმაყოფილები ვართ.
მარინა (30 წლის): დედაჩემი უცხოეთში ცხოვრობს და მუშაობს. მოგეხსენებათ, ვინც უცხოეთში საქმიანობს, მათ უმეტესობას ფიზიკური შრომა უწევთ. შესაბამისად, დედაც ხშირად ძალიან გადაღლილია, ენერგიის ნაკლებობას განიცდის, იმუნიტეტიც დაქვეითებული ჰქონდა. თან, დაახლოებით ათი წლის წინ ფიბრომის ოპერაცია გაიკეთა, სამი წლის წინ კი დაუსვეს საშვილოსნოს სიმსივნის დიაგნოზი, პირველი სტადია. მაშინვე გავუგზავნე „კამელინის” ინიექცია. მანამდე პირადად მე, ბუასილის გამო, „კამელინის” სანთლები ვიხმარე, მიშველა და საოპერაციო არ გავხდი. ამიტომ, ექიმთან კონსულტაციების გავლის შემდეგ გადავწყვიტე, დედასთვისაც გამეგზავნა „კამელინის” ნემსები. მაშინვე დაიწყო მკურნალობა და მალევე იგრძნო ენერგიის მომატება. სამი კურსი ჩაიტარა და თავს აშკარად უკეთ გრძნობს, იმუნიტეტიც მოუძლიერდა, მადაც მოემატა. გამოკვლევების ჩატარება უნდა, მაგრამ, მაინც ეშინია, რადგან როდესაც პირველად შეიტყო დიაგნოზის შესახებ, ძალიან ინერვიულა. იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება.
P.S. ვისაც გაქვთ „კამელინთან” დაკავშირებული კითხვები, გსურთ კონსულტაცია ან დამატებითი ინფორმაციის მიღება ქართული წარმოების პრეპარატთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, დარეკოთ ტელეფონის ნომრებზე: 599 33-10-89; 599 58-09-07; 599 23-03-33; 298-57-78; 271-04-80; 222-26-68; 293-20-87.