კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ვერ ეგუებიან მამაკაცები ქორწინებაში და რა არ ესმის ზოგიერთ ცოლს

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ, ერთი შეხედვით თამამ და ძლიერ მამაკაცებს სერიოზული პრობლემები აქვთ პირად საკითხებთან დაკავშირებით. უფრო ზუსტად – მათ ძალიან უჭირთ გახსნილად ისაუბრონ გრძნობებზე. იმაზე, თუ რა პრობლემები ექმნებათ იმ ქალებთან, რომლებიც უყვართ. მამაკაცები სუსტი სქესის წარმომადგენლებზე გაცილებით დაკომპლექსებულები არიან. თუკი „ძლიერი სქესის“ რომელიმე ინდივიდი დიდხანს რჩება თავისუფალი, ანუ, არ ჩქარობს ქორწინების უღელში თავის გაყოფას,  მას მერე სულ უფრო მეტად უჭირს ქალის ენის სწავლა და მისი გაგება. მაგრამ, ურთიერთობის პრობლემების თავი და თავი მაინც კომუნიკაციის დეფიციტი და არასაკმარისი გახსნილობაა.

ბექა (37 წლის): ძალიან დიდხანს არ მინდოდა დაოჯახება. მკითხავთ – რატომო... ვუყურებდი ჩემს ცოლიან ძმაკაცებს და სურვილი მიქრებოდა. ორი მეგობარი გოგონა მყავდა და ორივეს ურთიერთობის დასაწყისშივე წავუყენე პირობა – არავითარი ქორწინება!

– და, ისინიც კმაყოფილები იყვნენ ამ ურთიერთობით?

– რაღაც ეტაპზე იყვნენ კმაყოფილები, მაგრამ, საბოლოოდ, ყველა ქალი ერთნაირია: ცოტა მეტ სითბოსა და ყურადღებას გამოიჩენ, რაც, ბუნებრივია, როცა ადამიანთან ახლო ურთიერთობა გაქვს და – მაშინვე იწყება ოცნება ქორწილზე, თეთრ კაბაზე... მერე შენ ეუბნები, რომ არანაირი შორს მიმავალი გეგმები არ გაქვს და – ეგრევე ნაძირალა ხდები.

– ძალიან მკაცრი ხართ ქალებთან მიმართებაში. არ აქვთ მათ ოცნების უფლება? როცა გიყვარს, ხომ ბუნებრივია, მის გვერდით ცხოვრება გინდოდეს?

– გეთანხმებით, ბუნებრივია, მაგრამ, თუ ადამიანი გიყვარს, იმისი აზრიც ხომ უნდა გაითვალისწინო?! სხვანაირად, საკუთარი თავის სიყვარული გამოდის. ზოგადად, კაცები ძალიან დაჩაგრულები ვართ. ყველას ქალი ეცოდება, ყველა მათი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავს, ყველა საზიზღარ, მოძალადე მამაკაცებს კიცხავს. ვინმეს მოსვლია თავში აზრად, მამაკაცები რას გრძნობენ და რას განიცდიან?! როგორ შეიძლება, ერთი მხარე სულ მართალი იყოს, მეორე – სულ დამნაშავე?! მე საკმაოდ დიდხანს ვიყავი დამკვირვებლის როლში.

– რას გულისხმობთ?

– იმას, რომ ძალიან ხშირად ვიყავი ოჯახური სკანდალების მოწმე. ვხედავდი, ერთ დროს უზომოდ შეყვარებული ადამიანები როგორ არ იხევდნენ უკან არც ერთი ნაბიჯით და რა შეურაცხმყოფელი სიტყვებით ლანძღავდნენ ერთმანეთს.

– ამან შეგაშინათ?

– „შემაშინა“ რა სიტყვაა? მშიშარაა, თქვენი აზრით კაცი, რომელსაც არ უნდა, პრობლემები შეიქმნას? კი არ შემეშინდა, აღარ მომინდა, მომავალში სიძულვილის ენაზე მელაპარაკა ადამიანთან, რომლის მიმართაც თავიდან თბილი გრძნობები მექნებოდა. ხვდებით, რაზე ვლაპარაკობ? საწყენად არ მიიღოთ, მაგრამ, სულ უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ ქალებმა მოსმენა არ იციან.

– ახლა იტყვით, რომ ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ?

– ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ერთმანეთს არ ვუსმენთ. უფრო ხშირად, ქალებს არ უნდათ, გაგვიგონ. მათთვის მთავარია, თვითონ ილაპარაკონ და ილაპარაკონ. ჩემი ცოლიც ასეა, რომელიც მართლაც ძალიან მიყვარს, მაგრამ, ურთიერთობაში პრობლემები მაინც გვაქვს.

– ანუ, ცოლი მაინც მოიყვანეთ. გამოდის, რომ პრინციპებს უღალატეთ?

– ასე გამოვიდა, თუმცა, ამას არავინ ელოდა. ნახევარი წელია, დავოჯახდი. ძალიან კარგი მეუღლე მყავს. როცა გავიცანი, ორ კვირაში ვთხოვე ხელი – უცებ მომინდა ამის გაკეთება. რა დამემართა, არ ვიცი.

– შეგიყვარდათ.

– დიახ, სიყვარულიც იყო – ამის გარეშე არაფერი მოხდებოდა, მაგრამ, კიდევ იყო რაღაც – თითქოს ვიგრძენი, რომ ჩემიანი იყო, ძალიან ჩემიანი.

– გონებით მიიღეთ გადაწყვეტილება?

– პრინციპში, კი. ვიფიქრე, რომ ასეთ ექსტრავაგანტურ, საინტერესო, მრავალფეროვან, მხიარულ ადამიანთან ცხოვრება არ გამიჭირდებოდა. თითქოს პირველივე სიტყვიდან გამიგო, მაგრამ, შევცდი. ენერგიის წყარო დღესაც არის და ეს თვისებები მის ხასიათში მართლა დევს, მაგრამ, პრობლემები თავზე საყრელად გვაქვს და ნელ-ნელა იმუნიტეტს ვიმუშავებ მათ წინააღმდეგ.

– ეს რას ნიშნავს?

– გეტყვით. მე გამიმართლა იმაში, რომ ბუნებით ვარ ძალიან თავშეკავებული და მშვიდი ადამიანი, აბსოლუტურად საპირისპირო ჩემი ცოლისა, თორემ, ძალიან გამიჭირდებოდა.

– კონკრეტულად ვერ ამიხსნით, რა ნაკლი აქვს ისეთი, რომ თქვენ დისკომფორტი გექმნებათ?

– მბრძანებელია – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, არ შეუძლია ამის გარეშე. ზოგჯერ თავს ისე ვგრძნობ, როგორც დასჯილი ბავშვი. ეს ისეთი ცუდი განცდაა, რომ, გეუბნებით, ხასიათი მშველის, თორემ, გავგიჟდებოდი. თვითონ მეუბნება, მაგალითს მეგობრების ცუდი საქციელიდან იღებო. არაფრის გაგება არ უნდა და ეს მაგიჟებს. რა ხდება, არ მესმის. ხომ ასეთი გაგებულია სხვებთან, ჩემთან მთლიანად იცვლება და, იძულებული ვარ, თითქმის ყველაფერში დავეთანხმო და არ ვეკამათო. აზრიც არა აქვს, ერთ ნაბიჯზე ვერ დაახევინებ უკან. გამაგიჟა. რომ ავყვე, ძალიან მაგრად უნდა ვიჩხუბოთ. თუმცა, ესეც მომხდარა.

– და, ამიტომ, თქვენს ცხოვრებაში სხვა ქალი გამოჩნდა?

– არა, არავინ გამოჩენილა. თქვენ ვერ გამიგეთ. სხვა ქალის კი არა, ხშირად ამის დანახვაც არ მინდა, ისე გამოვყავარ წონასწორობიდან. იცით, როგორ მინდა, გამიგოს?! ნუთუ არ შეიძლება, ერთხელ მაინც მომისმინოს და მიხვდეს, რა მჭირდება ბედნიერებისთვის?!

– ანუ, ბედნიერი არ ხართ.

– არა, არ ვარ. ჩემი ცოლი მაშინ არის მშობლიური, საყვარელი და მოსაფერებელი, როცა სძინავს. არ ვხუმრობ. ბევრად უფრო მომწონს ჩაძინებული, ვიდრე მღვიძარი. როცა სძინავს, მაშინ არის ის, რაც რეალურად არის – ჩემი საყვარელი არსება. გაიღვიძებს და იწყება ომი. სულ მებრძვის, სულ „პროტივზე“ მოდის. რისი მოგება უნდა, რა უნდა, რომ დამათმობინოს – ვერ ვხვდები. ყველას უგებს გარშემო, ყველა საზოგადოების სული და გულია. შესანიშნავი ორგანიზატორია – ანუ, აქვს კომუნიკაციის უნარი, სრულიად უცხო ადამიანებთან ურთიერთობა გამოსდის და ჩემთან, იმ კაცთან, რომელიც უყვარს, მშვიდობა ვერ დაუმყარებია.

– ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ უყვარხართ?

– არ ვიცი. არა მგონია, ეს ეჭვიანობის პრობლემა იყოს. ძალიან ხშირად მეუბნება, რომ ვუყვარვარ... გიჟურად მეხუტება და კოცნისას აჟრჟოლებს. ბოდიშიც ხშირად მოუხდია, მაგრამ, არაფერი იცვლება. ორი-სამი საათი თუ ჰყოფნის თავისი დაპირება. იცით, რას ვერ ეგუებიან კაცები ქორწინებაში?

– ალბათ, პირადი სივრცის შეზღუდვას და „თავისუფლების“ დაკარგვას.

– თქვენ ეს თქვენებურად გესმით. მე ჩემებურად აგიხსნით: „თავისუფლების დაკარგვა“ ცოტა სხვანაირად ჟღერს. საქმე ის კი არ არის, რომ დაქორწინებული მამაკაცი თამამად ვეღარ ფლირტაობს ქალებთან, პრობლემა სხვა რამეა – ოჯახში რომ ცდილობენ ჩვენს გადაკეთებას ცოლები, ეს არის საშინელება. ისეთი შემაწუხებელია, რომ, მიკვირს, თავად ქალები რატომ ვერ ხვდებიან, რას აშავებენ. რატომ არ უნდათ იმის გაგება, რომ ზრდასრული ადამიანის გადაკეთება ცუდი შედეგით მთავრდება?!

– ანუ, თქვენ გინდათ, რომ ისეთები მიგიღოთ ქალებმა, როგორებიც ხართ? 

– რა თქმა უნდა. ეს ხომ ბუნებრივია?! ქალებსაც ხომ ეს უნდათ? მე რომ ჩემი ცოლის გადაკეთებას შევეცადო, კატასტროფა მოხდება, დაგვენგრევა ოჯახი. არადა, ზოგჯერ სრულიად აუტანელი ხასიათი აქვს.

– ცოლთან კონფლიქტები გაქვთ?

– თუ ავყევი მის ხუშტურებს, კონფლიქტი გვაქვს ისეთი, შეიძლება, ერთმანეთი დავხოცოთ. გეუბნებით, სულ „პროტივზე“ მოდის. თან, ყოველდღე მეუბნება, მიყვარხარო. თუ ვუყვარვარ, რატომ მებრძვის, ეს არის სიყვარული?! რატომ არ შეუძლია, ყველა წვრილმანზე შენიშვნა არ მომცეს და საკუთარ სახლში ისე მოქცევის საშუალება მომცეს, როგორც მე მინდა?! სახლი ხომ იმიტომ გაქვს ადამიანს, იქ თავი მყუდროდ და კომფორტულად იგრძნო! ვერ მოვეშვი, სულ დაძაბული ვარ. მძაბავს ისიც, რომ, უნდა, ისევ ისეთი, ყურებამდე შეყვარებული, მასზე გადაყოლილი ვიყო. არც ის ესმის, რომ ოჯახს სხვა მოთხოვნები, სხვა ნიუანსები აქვს და მარტო იმაზე ვერ ვიფიქრებ, რითი ვასიამოვნო მეუღლეს.

– თქვენ ხომ გინდათ, მეუღლე ფიქრობდეს ამაზე?

– არაფერი არ მინდა, მშვიდი ცხოვრების გარდა, დედას გეფიცებით. სახლში ფეხს შევდგამ თუ არა, უკვე ვიძაბები, რადგან, ვიცი, რომ ჩემი ცოლისგან შენიშვნების კორიანტელში აღმოვჩნდები. თავისი გეგმები აქვს და, მტრისას, თუ იმ გეგმას ვერ მივყვები – ისტერიკაში ვარდება. არ ვიცი, რა მოვახერხო. როცა სადმე ვართ ერთად, პრობლემა მოხსნილია – ეგრევე სხვანაირი ხდება: ყურადღებიანი, ალერსიანი, დამთმობი, თბილი და რბილი. ყველას გულს ინადირებს და ყველა აღფრთოვანებულია მისით. ვეღარ გავიგე, როდის არის ნამდვილი. გულწრფელად ვამბობ, სახლში ფეხს შევდგამთ თუ არა, იცვლება – საყვედურებით მიკლებს, ჯაჯღანებს, ჩხუბობს, მბრძანებლობს... გაიგონ ცოლებმა, რომ სწორედ ეს არ მოგვწონს მამაკაცებს, სწორედ ეს „გვგრუზავს“. ქორწინებაში კაცის მთავარი პრობლემა არის ქალის სურვილი – გადააკეთოს ის და პროტესტი აუცილებლად ჩნდება. გამოსავალს კი ზოგი კაცი ახალ ურთიერთობაში ეძებს.

– თქვენ ფიქრობთ, კაცების ღალატის მიზეზი ეს არის? მგონი, გეშლებათ.

– ღალატს სხვა მიზეზებიც აქვს, მაგრამ, ერთ-ერთი ფაქტორი ესეც არის. თავისუფალი ამოსუნთქვა და „გალაღება“ გინდება. არ არის ლოგიკური?

– პირადად ჩემთვის – არა... თქვენს ადგილას, ცოლს დაველაპარაკებოდი.

– ვცდილობ, მაგრამ, არაფერი გამომდის – არ მისმენს. თუ მისმენს, იქით გადმოდის შეტევაზე: შენი თავი ანგელოზი გგონია? მადლობა მითხარი, რომ ასეთს გიტანო. ვერ გავიგე, სიყვარული ატანაზეა?!

– ანუ, გაქვთ სურვილი, სხვა ქალთან დაიწყოთ ახალი ურთიერთობა?

– არა, არ მაქვს ამისი სურვილი. არ ვიქმნი იმის ილუზიას, რომ ის „სხვა“ სხვანაირი იქნება.

– ესე იგი, ყველა ქალი ერთნაირია?

– დაახლოვებით. ქალებსაც ხომ გიყვართ ფრაზა: „ყველა კაცი ერთნაირია?!“ ჰოდა, ასეა საქმე. ცოლები რომ ხვდებოდნენ, რა ადვილია ქმრების გულის მოგება... მოგვცენ საშუალება, მშვიდად ვიყოთ ჩვენს სახლებში. ზოგჯერ საკუთარ თავთან განვმარტოვდეთ, ვიქექებოდეთ კომპიუტერში, წავიოცნებოთ, ვუყუროთ ფეხბურთს ან საინფორმაციო გამოშვებას და ამ დროს არავინ დაგვისვას შეკითხვები, არ გვიბურღოს ტვინი...

– ავტონომია გდომებიათ.

– რა არის ამაში ცუდი? სულ ცოტა ავტონომია მაინცდამაინც „გამოყოფას“ და ცალკე სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას არ გულისხმობს. ვერ ვეგუებით კაცები ბორკილებს და რა ვქნათ?! ექსპერიმენტი უნდა ჩავატარო და რაღაც პერიოდის განმავლობაში მეც ჩემი ცოლივით უნდა მოვიქცე. ჯანდაბას, გავუძლებ სკანდალებს, ოღონდ, ზუსტად ვიცი, როგორი სერიოზული სკანდალები მელოდება – მიწისძვრა არაფერია ამასთან შედარებით. უმნიშვნელო შეზღუდვასაც კი ვერ აიტანს, გაგიჟდება.

– ანუ, როგორც მივხვდი, კაცებს უნდათ, ცოლებმა ენას კბილი დააჭირონ, პირში წყალი ჩაიგუბონ და ქმრის ყველანაირ საქციელს ჩუმად შეხვდნენ...

– ასე ტრაგიკულად ნუ შეფუთეთ, ასე ნამდვილად არ არის საქმე. უბრალოდ, შეეცადონ, გაგვიგონ. რა არის იმაში რთული, რომ, ადამიანს, რომელიც გიყვარს, ხელოვნური პრობლემები არ შეუქმნა?! ჭკვიანი ქალი მიხვდება ამას, მიხვდება და ქმარიც კუბოს ფიცრამდე მოჯადოებული ეყოლება.

скачать dle 11.3