კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ხდება ქეთათო ჩარკვიანის პირად ცხოვრებაში, როგორ ექსპერიმენტებს ატარებს ის საკუთარ თავზე და ვისთან რომანს აბრალებენ

ქეთათო ჩარკვიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ეტაპია. დაიწყო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის გადაღება, რომელიც ეხება ირაკლი ჩარკვიანის და იმ ადამიანთა შემოქმედებას, 90-იანი წლებში რომ მოღვაწეობდნენ. ამ და სხვა, მის ცხოვრებაში მომხდარ სიახლეებზე ქეთათო თავად გვესაუბრება.

– რა ხდება შენს ცხოვრებაში ამ ეტაპზე?

– ამ ეტაპზე დაწყებულია ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი – ერთ-ერთი იმ საქმეთაგან, რაც აუცილებლად ჩემი გასაკეთებელია. დაიწყო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის გადაღება, რომელიც ეხება არა მხოლოდ ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებას, იქნება ეს მწერლობა თუ მუსიკა, არამედ მთლიანად იმ ეპოქას, რომელშიც ის ცხოვრობდა. ფილმი ასევე ასახავს იმ ადამიანების შემოქმედებას, 90-იანი წლების კულტურულ ცხოვრებაში რომ მონაწილეობენ. ეს, გარკვეულწილად, მეოცე საუკუნის ანალიზია. ეს არ იქნება მხოლოდ დაფიქსირება იმ ყველაფრის, რაც მაშინ იქმნებოდა და კეთდებოდა, არამედ სრული ანალიზი.

– ვინ არის ამ ფილმის რეჟისორი და იდეის ავტორი?

– რეჟისორი არის დათო კვაჭაძე, ხოლო იდეა ჩემი და დათოსია ერთობლივად. ამას გარდა, ჩართულია უამრავი ადამიანი და იმედი გვაქვს, კინოცენტრის კონკურსში გავიმარჯვებთ და დაფინანსებას მოვიპოვებთ. აქამდე ყოველთვის ხდებოდა ფაქტების კონსტანტაცია, ანალიზი კი არავის გაუკეთებია. სწორედ ამ ფილმით მოხდება, ზოგადად, იმ ეპოქის ანალიზი. სათაური ჯერ შერჩეული არ გვაქვს, უმნიშვნელოვანესია, თუ რას დავარქმევთ, უამრავი იდეა გვაქვს.

– ესე იგი, აქტიურად ხარ დაკავებული შემოქმედებითი საქმიანობით და თავისუფალი დრო ნაკლებად გაქვს?

– იცი რაშია საქმე, ადამიანების უმეტესობა ტრაბახობს იმით, რომ დრო არაფრისთვის რჩება და სულ დაკავებულია. რასაკვირველია, მთავარ საქმიანობაზე ვარ განსაკუთრებით კონცენტრირებული, მაგრამ ყოველთვის ვახერხებ სხვა რამისთვისაც მქონდეს დრო. ვინც გპასუხობს, რომ სულ დაკავებულია და არასდროს სცალია, უბრალოდ, მოდასაა აყოლილი. თუ რობოტივით ხარ ჩართული საქმეში, იქ კრეატიული არაფერი მოხდება.

– ხშირად ამბობ უარს სხვადასხვა შემოთავაზებაზე, იმის გამო, რომ მეტი თავისუფალი დრო გქონდეს?

– გააჩნია შემოთავაზებას. ყველაფერზე კის ნამდვილად ვერ ვიტყვი. თუ საქმე საინტერესო არ არის, ძნელია მისი კეთება. ყოველთვის ვცდილობ, ისე გადავანაწილო დრო, დასვენებაც მოვასწრო და მუშაობაც. მაგალითად დრო, რომელსაც შვილს ვუთმობ, ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. დრო, რომელსაც საკუთარ თავს და მეგობრებთან ურთიერთობას ვუთმობ, გარკვეულწილად, მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს ძალიან ბევრი იდეა ჩნდება. ასე რომ, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და არ შეიძლება, გადაბმულად, 24 საათი რობოტივით მუშაობდე.

– ზოგადად, ძალიან ბევრი ადამიანის სენია მოუცლელობა.

– ვინც ამბობს, რომ არასდროს სცალია, იტყუება, ცრუპენტელობს და ამით ჰგონია, რომ უფრო სერიოზული იმიჯი შეექმნება, მაგრამ, მე ვერ მომატყუებენ (იცინის).

– პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– მე და ჩემი შვილი მთელი კვირის განმავლობაში ერთად ვართ. დამყავს სკოლაში და მერე ერთად ვართ სახლში. ამაზე დიდი საქმე რა უნდა იყოს, როდესაც ხედავ როგორ იზრდება და ყალიბდება ძალიან საინტერესო ადამიანი. ამ ასაკში ბავშვს ძალიან ბევრი რამ სჭირდება და ეს ყველაფერი ვინ უნდა მისცეს, თუ არა დედამ. მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ მას მამა არ ჰყავს.

– მუსიკალური ნიჭი ხომ არ გამოჰყვა მშობლებისგან?

– მუსიკალური ნიჭი, გარკვეულწილად, აქვს ნანას. ძალიან კარგად ცეკვავს და სამომავლოდ შეიძლება, მივხედოთ მის მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ მონაცემებს. სხვათა შორის, ამას წინათ გამოვიდა მიუზიკლი, რომელშიც ნანა ჩარკვიანი ერთ-ერთ როლშია. შეიძლება ითქვას, შედგა მისი კინოდებიუტი.

– რაც შეეხება მუსიკალურ კარიერას, თუ გაქვს ახალი სიმღერები, კლიპები?

– სხვათა შორის, ის პერიოდი, როცა სახლში ვაკეთებდი მუსიკას, ბევრად უფრო ნაყოფიერი იყო. ამჯერად სახლში აღარ ვმუშაობ. მით უმეტეს, ახლა, როცა მთლიანად ფილმზე ვარ გადართული. შეუძლებელია ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთო, თუ ერთ საქმეში ასი პროცენტით არ ვარ ჩართული, ხარისხი მაღალი ნამდვილად ვერ ექნება. მე იმ მომღერლების რიცხვს არ მივეკუთვნები, სიმღერებს იმისთვის რომ წერენ, ალბომი გამოსცენ, რადგან, ეს სჭირდებათ მუსიკალურ კარიერაში. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რიგით მერამდენე ალბომი მაქვს ან მექნება. მეცინება ამ ყველაფერზე. სხვისთვის არაფერს ვაკეთებ ცხოვრებაში. პირველ ყოვლისა, ამას ვაკეთებ ჩემთვის.

– ხშირად იცვლი იმიჯს. ჩაცმის სტილს, ვარცხნილობებს. როგორც ჩანს ექსპერიმენტები გიყვარს?

– მე, საერთოდ, ძალიან მიყვარს სხვადასხვა სტილის ერთმანეთთან შეხამება. მაგალითად, კლასიკური და თინეიჯერული სტილი ერთად. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წონას. ხან ვიმატებ, ხან ვიკლებ. სწორედ ამის მიხედვით ვარჩევ ჩაცმულობას, ვარცხნილობას და ყველაფერს. განწყობა განაპირობებს იმას, თუ რა ფერები ჩავიცვა. ერთი სტილი ნამდვილად არ მაქვს. დღეს გადავწყვიტე „დრაგუნა” ფეხსაცმელები ჩამეცვა. ხვალ შეიძლება მნახო მაღალქუსლიანით, კლასიკური თმის ვარცხნილობით და „შუბით“ (იცინის).

– ყოველდღიურად გეცვლება აზრი?

– კი, ყოველდღე (იცინის). გუშინ სულ სხვანაირი ვიყავი, დღეს სულ სხვანაირი ვარ. ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს და არანაირად არ მღლის. პირიქით, უფრო დამღლელია, როცა ერთ სტილში არიან გაჩხერილები. მე ამას სულ სხვა კუთხით ვუყურებ. საინტერესო უნდა იყოს ეს ყველაფერი. შეიძლება, ვიღაცას ეცვას ძვირფასი ბრენდი, მაგრამ საერთოდ ვერ მიხვდე, რა აცვია. მე მართლა ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, როდის რას ვიცვამ. შეიძლება, უბრალო ჟაკეტი ჩავიცვა, მაგრამ ისეთ რაღაცას შევუხამებ, უკვე საინტერესო გახდება. ჩაცმის კულტურა ძალიან მნიშვნელოვანია.

– ვიზუალურად და საუბრის დროს საკმაოდ ძლიერი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებ. ალბათ, გექნება ქალური სისუსტეებიც?

– ალბათ, მექნება სისუსტეები, მაგრამ ამაზე ლაპარაკი მიჭირს. ძნელია საკუთარ სისუსტეებზე ილაპარაკო. ის მომენტი კი არ არის, რომ მე ვინმე მოვატყუო, უბრალოდ, ხშირად საკუთარ თავთანაც არ აღიარებ რაღაც-რაღაცეებს. გამოდის, რომ საკუთარ თავს ატყუებ. არავინაა დაზღვეული ასეთი რაღაცისგან,  თუმცა ის პრობლემაც გაქრება შენი ცხოვრებიდან. ერთი თვისება მაქვს, რომელიც შეიძლება, ბევრისგან განმანსხვავებს. არასდროს მაღიზიანებს სხვისი კარგად ყოფნა, წარმატებები და ასე შემდეგ. პირიქით, ეს ყოველთვის სტიმულია. მაშინაც კი, როდესაც ცუდად ვარ და მძიმე პერიოდი მაქვს, ვახერხებ თავის გაკონტროლებას. ეს არის თვისება, რომელიც საკუთარ თავში ძალიან მომწონს.

– ყოველთვის ახერხებ თავის გაკონტროლებას?

– ვცდილობ, ყოველთვის გავაკონტროლო თავი, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყოველთვის გამომდის. ყველა ერთნაირად არ აღიქვამს ყველაფერს. ყოველთვის არის სხვადასხვანაირი აზრი. არასდროს არ უნდა გქონდეს იმის ილუზია, რომ ვინმეს აზრს შეუცვლი და შენს ჭკუაზე გადმოიყვან. ვინც გმტრობს, იმას მოყვარედ ვერ აქცევ. ამაზე დროს არასდროს ვკარგავ. ვცდილობ, ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდე შევინარჩუნო.

– უამრავი ჭორ-მართალი იწერებოდა შენზე. როგორ რეაგირებდი ამაზე?

– ზოგჯერ ძალიან სასაცილო რაღაცეები მესმის ხოლმე ჩემზე. ხანდახან ეს ყველაფერი იმდენად აბსურდულია, არც არავინ იჯერებს. სისულელეა ინერვიულო და აჰყვე მათ, ვინც ამას იგონებს. ვინც აბსოლუტურად არ მიცნობს, ისინი შეიძლება, არჩევდნენ ამა თუ იმ საკითხს. უმეტესად, ვხალისობ და ვერთობი ამით. ამ ბოლო დროს ერთი უცნაური ჭორი მესმის. თითქოს რომანი მაქვს ადამიანთან, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ. ახლობლები მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, იყო თუ არა ეს ნამდვილი. გულთან არასდროს მიმაქვს მსგავსი ჭორები. რა აზრი აქვს ამაზე ნერვიულობას. არანაირ ძალისხმევას არ ვხარჯავ ამ ყველაფერზე.

– არასდროს გიფიქრია უცხოეთში წასვლასა და კარიერის აწყობაზე?

– ძალიან კარგი იქნება, რატომაც არა. თუნდაც დიდი ბრიტანეთი, ამერიკა და სხვა მსგავს განვითარებულ ქვეყანაში წასვლა და კარიერის აწყობა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ყველა ადამიანის ცხოვრებაში. ყველაფერს უნდა დაგეგმვა, ფიქრი, იმ რისკებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება შემდეგ მოხდეს. ეს კი მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. ჩემი ბედნიერების წყარო არის სიახლე. ვგიჟდები სიახლეებზე. თუმცა, ყოველთვის ისე არ გამოდის, როგორც ჩვენ გვინდა. არ მიყვარს ერთფეროვნება. ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის ადამიანთან ურთიერთობა, რადგან, რა კითხვებიც საკუთარ თავთან მიჩნდება, ხშირად პასუხებს სხვებთან ვპოულობ. ძალიან მსიამოვნებს განსხვავებული ტიპაჟისა და ასაკის ადამიანებთან ურთიერთობა. მე ეს ყველაფერი მამდიდრებს.

скачать dle 11.3