კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

 

კითხვა:  რა არის  შემაკავებელი ორდერი და იმ შემთხვევაში თუ სასამართლომ მოახდინა შემაკავებელი ორდერის გამოცემა, რა დროის მონაკვეთს არ უნდა აღემატებოდეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა?

 პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე,  შემაკავებელი ორდერი პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტია, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში, ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. სასამართლო ამტკიცებს შემაკავებელ ორდერს და განსაზღვრავს შემაკავებელი ორდერის მოქმედების კონკრეტულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს.

კითხვა:  პოლიციის თანამშრომლის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, რომელიც დაამტკიცა სასამართლომ. შემაკავებელი ორდერი შეეხებოდა არასრულწლოვანს.  სად იგზავნება სასამართლოს მიერ გამოცემული ასეთი სახის გადაწყვეტილება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე,  თუ პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემულია აქტი, რომლითაც განისაზღვრა ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის, კერძოდ კი, არასრულწლოვნის დაცვის დროებითი ღონისძიება და აღნიშნული შემაკავებელი ორდერი დაამტკიცა სასამართლომ, გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა გადაიგზავნოს  მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში.

კითხვა: რა კატეგორიის საქმეებზე გამოიცემა შემაკავებელი და დამცავი ორდერი, რა იგულისხმება ოჯახში ძალადობის ცნების ქვეშ? 

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე ეს არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრა ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიება. ასეთი აქტი გამოიცემა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევისას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

კითხვა: ეკისრება თუ არა პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დანაშაულებრივი ქმედებისთვის, როდესაც თვითონ არ იცოდა, რომ ჩადენილი ქმედება დასჯადი იყო?

პასუხი: სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილი – 36-ე მუხლი ეხება პირის შეცდომას, ვინც მუხლის მიხედვით არ იცის, რომ ქმედება, რომელსაც ჩადის, აკრძალულია. არ დაისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შეცდომა მისატევებელია. ამავე მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნულია, რომ შეცდომა მისატევებელია, თუ შექმნილ ვითარებაში პირმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ სჩადიოდა აკრძალულ ქმედებას. ანუ, კანონმდებელი გულისხმობს, რომ თუ ობიექტური გარემოებების გამო, პირს არ შეეძლო გაეცნობიერებინა ჩადენილი ქმედების დასჯადობა, ამ შემთხვევაში, მისი ქმედება შეფასდება შეცდომად და მისი ბარალეულობა გამოირიცხება.

კითხვა: ჩემი შვილი სასჯელს იხდის ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის. პროკურატურამ და სასამარლომ უარი თქვეს საპროცესო შეთანხმებაზე. ჰქონდათ თუ არა მათ ამის უფლება?

პასუხი: საპროცესო შეთანხმების არსი და შემადგენელი პირობები განხილულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე თავში, რის მიხედვითაც საპროცესო შეთანხმება დგება მხარეების – ბრალდებულისა და პროკურორის თანხმობის საფუძველზე. საპროცესო შეთანხმების ვალდებულებისგან ორივე მხარე თავისუფალია. რაც შეეხება სასამართლოს, ის ამოწმებს საპროცესო შეთანხმების კანონიერებას. სხვა სახის ზემოქმედების საშუალება საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე სასამართლოს არ გააჩნია. შესაბამისად, თქვენ მიერ დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ პროკურორი არ არის ვალდებული, გააფორმოს საპროცესო შეთანხმება დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად.

ითხვა: როდესაც პირს მისჯილი აქვს პირობითი სასჯელი გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენისას, ემატება თუ არა პირობითი სასჯელის წლები ახლად ჩადენილი დანაშაულის სასჯელს?

პასუხი: სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მიხედვით, თუ პირობითმა მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი დანაშაული, პირობითი მსჯავრის ძალაში დატოვების ან გაუქმების საკითხს წყვეტს სასამართლო. ანუ, ამ შემთხვევაში, პირობითი მსჯავრის გაუქმება ან ძალაში დატოვება, რიგ გარემოებებთან ერთად, დამოკიდებულია როგორც ბრალდებულის პიროვნულ ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მახასიათებლებზე, რის მიხედვითაც, გადაწყვეტილება გამოაქვს საქმის განმხილველ სასამართლოს.

კითხვა:  მოსამართლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენებამ, შეიძლება თუ არა, რაიმე გავლენა იქონიოს ჩემს საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერებაზე? ასევე მაინტერესებს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისას, უნდა დაველოდო თუ არა დისციპლინური უფლებამოსილების მქონე ორგანოს გადაწყვეტილებას?

პასუხი: საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება, შეუძლია მხოლოდ სასამართლოს, კანონით განსაზღვრული წესით.“ დისციპლინური საქმის წარმოების შემთხვევაში, სამართლებრივი შედეგი დგება მხოლოდ მოსამართლის მიმართ. შესაბამისად, თქვენ მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა სცილდება დისციპლინური საქმეების განმხილველი ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებს. მოსამართლის მიმართ განხორციელებული დისციპლინური საქმის წარმოების შედეგებმა არ შეიძლება, რაიმე გავლენა იქონიოს სასამართლო გადაწყვეტილებაზე. გასაჩივრების უფლება უნდა გამოიყენოთ თქვენთვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში.   

 

скачать dle 11.3