კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ოცნება აისრულა თიკა ალავიძემ და რაში აიღო მან ტაიმაუტი ზაზა ფაჩულიასთან ერთად

ყველა ქართველის საამაყო კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია, ოჯახთან ერთად უკვე წლებია, ატლანტაში ცხოვრობს. საქართველოში წელიწადში ერთხელ, ზაფხულობით ახერხებს ჩამოსვლას და ნაკრების კაპიტნის სტატუსსაც ღირსეულად ირგებს. ინტერვიუსთვის მის მეუღლეს, თიკა ალავიძეს დავუკავშირდით. თიკა, ქალიშვილთან, 7 თვის მარიამთან ერთად იყო, თუმცა ინტერვიუს დასასრულს, ოჯახმა უკვე სრული შემადგენლობით მოიყარა თავი და საკმაოდ მხიარულ გარემოცვაში წარიმართა საუბარი. ზაზაც შემოგვიერთდა და რამდენიმე კითხვასაც უპასუხა. 

 

– თიკა, უკვე 3 შვილის დედა ხარ და ამ სტატუსით არ ყოფილხარ ჩვენი რესპონდენტი. როგორია 3 შვილის დედობა?

თიკა: ერთი მხრივ ძალიან მაგარია, თუმცა მართლა ძალიან დატვირთული ვარ და თავისუფალი დრო აღარ მაქვს. დღე ისე გადის, ვერ ვიგებ, როგორ იწყება და როგორ მთავრდება. მიუხედავად დატვირთული რეჟიმისა, ვარჯიშს მაინც ვახერხებ. 

– მარიამის გაჩენის შემდეგ, საკმაოდ სწრაფად ჩადექი ფორმაში.

– მესამე ბავშვის შემდეგ ძალიან გამიჭირდა ფორმაში ჩადგომა, ყოველ შემთხვევაში, მაქსიმალურად ვეცადე. დიეტის დაცვა არ შემიძლია და ვერც წარმომიდგენია ხალხი როგორ იცავს. პირადად მე, როგორც კი ვიტყვი, დიეტაზე უნდა გადავიდე-მეთქი, მაშინვე დეპრესიაში ვვარდები და ყველაფრის ჭამა ერთად მინდება. ამიტომაც მივხვდი, რომ დიეტას ვარჯიში ჯობია. ძირითადად, ცხელ იოგაში ვვარჯიშობ. ოთახში, სადაც პლუს 40 გრადუსია, ეს იოგა უფრო აჩქარებულ ტემპშია და შესაბამისად, გაცილებით ადვილად ხდები. რა თქმა უნდა, ხელიც უნდა შეუწყო და ბევრი დესერტი არ მიირთვა. 

– მარიამი რომ დაიბადა, ზაზამ ძალიან ლამაზი საჩუქარი გაგიკეთა. სახლის წინ „ბეემვე-X6” დაგახვედრა.

– კი, მართლა ძალიან მაგარი საჩუქარი მივიღე ზაზასგან. ეს მანქანა ძალიან მინდოდა,  რაც ზაზამაც იცოდა. თუმცა,  მიყიდე-მეთქი, არასდროს მითხოვია. მყავდა სხვა მანქანა და იმითაც ძალიან კმაყოფილი ვიყავი. სამშობიაროდან რომ დავბრუნდი, სახლის წინ „X6” დამხვდა დიდი „ბანტით“. ისე გამიხარდა, უბედნიერესი ვიყავი.

– სამ შვილს უვლი, დიდ ყურადღებას უთმობ მათ, ამით ზაზას ხომ არ მოაკლდა შენი მზრუნველობა?

– სხვათა შორის, ყველაფერს ვახერხებ. განსაკუთრებით ბოლო დროს დამეწყო სხვადასხვა კერძის მომზადების მოთხოვნილება. ვსწავლობ და მერე ვაკეთებ. სულ ვცდილობ, ზაზამ თამაშის წინ სახლში ჭამოს. თამაშამდე მაკარონს ჭამს, მსუბუქად რომ იყოს. საუზმესაც სახლში ვუმზადებ. ვიცი, რომ ზაზას ჩემი ყურადღება არ უნდა მოაკლდეს, რადგან უყვარს, როცა ყურადღებას აქცევ. ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩრდილში ყოფნა არ უყვარს. მაქსიმალურად ვცდილობ და ვახერხებ, რომ ყურადღება არავის მოვაკლო და ყველა ბედნიერი იყოს. ყველაფერს თანაბრად ვანაწილებ.

– შენი სტუდია თუ ფუნქციონირებს, რომელიც ატლანტაში გახსენი და ბავშვებს ცეკვის გაკვეთილებს უტარებდი?

– კი, მოქმედებს, კვირაში ერთხელ გვაქვს რეპეტიცია. „ფეის ტოპ ჯორჯია” გაიმართა ახლახან და ჩემმა ბავშვებმა აჭარული ძალიან კარგად იცეკვეს. დარბაზს რომ გადავხედე, ყველა ტიროდა. ემიგრანტი ბავშვების ცეკვამ ძალიან დადებითად იმოქმედა მაყურებელზე.

– საქართველოში თითქმის ორი წელი არ ყოფილხარ. როდის გეგმავთ ჩამოსვლას?

– ზაფხულში აუცილებლად ჩამოვალთ, ყველა ძალიან მენატრება. თან, ევროპის ჩემპიონატიც ზაფხულში გაიმართება, ზაზა თამაშობს და ჩვენც აუცილებლად წავალთ სლოვენიაში. 

– ამ ეტაპზე თუ ახერხებ ზაზას თამაშებზე დასწრებას?

– ზაზას ყველა თამაშს ვესწრები, ახლა უკვე ბიჭებთან ერთად. ისინი მამის ძალიან აქტიური გულშემატკივრები გახდნენ. ზაზას „მაიკას“ ჩაიცვამენ და ჭკუაზე არ არიან, ისე უხარიათ. მარიამს ამ დროს სახლში ვტოვებთ.

– დათი და საბა კარატეზეც დადიან არა?

– კარატეზე ორივე დაგვყავს. ისეთი ცელქები არიან, ვცდილობთ, მაქსიმალურად დავტვირთოთ, რომ თავისუფალი დრო არ ჰქონდეთ. მიუხედავად იმისა, რომ სახლში ძალიან დაღლილები მოდიან, მაინც კედლებზე გადიან. დათუჩა კალათბურთზეც დადიოდა, სადაც ზაზას გუნდელის ბავშვებიც ვარჯიშობენ. ძალიან სასაცილოდ თამაშობდნენ. თუ არ დაუყვირებდი, დათუჩა გაიქეცი, ჩააგდეო, ისე არ გარბოდა. მოკლედ, კალათბურთის თამაშიც დავიწყეთ. ისე საბას უფრო აქვს მიდრეკილება. 

– მკაცრი დედა ხარ?

– მკაცრი ვარ, რადგან სხვანაირად არ გამოდის ბიჭებთან. ყოველთვის მკაცრი არ ვარ, მაგრამ როცა რაღაცას აშავებენ, იციან, რომ ძალიან მწვავედ ვრეაგირებ ამაზე. მათი მაქსიმალური დასჯა ის არის, რომ ოთახიდან მანამდე არ გამოვიდნენ, სანამ ამის ნებას არ მივცემთ. ეს მათთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა. ბოლო დროს ძირითადად, მარიამს ერჩიან. რამე რომ არ დაუშაონ, მარიამზე ვარ გადაფარებული. პირველად რომ მოვიყვანე სახლში მარიამი, საბამ იტირა, წაიყვანეთ ეს წითელი გოგო აქედანო. თან, ძალიან უყვართ და მგონია, რომ მაინც სიყვარულით მოსდით ეს ყველაფერი. მარიამი რომ ხედავს დათის და საბას, სულ იცინის და თვალები უბრწყინავს. ხომ იცი, მელას თავისი მახრჩობელა უყვარდაო. მოკლედ, ძალიან მხიარულად ვართ ერთად. 

– ზაზას არა მხოლოდ საქართველოში ჰყავს უამრავი გულშემატკივარი, ატლანტაშიც დიდ პატივს სცემენ და ძალიან უყვართ.

– მართლა ძალიან უყვართ აქაც. ყველა აჩერებს, ფოტოებს იღებენ მასთან ერთად, ავტოგრაფს ართმევენ. ეს სასიამოვნო მომენტია და ვერ გეტყვი, რომ აწუხებს მათი ყურადღება. პირიქით. გულშემატკივარს ზაზა იმიტომ უყვარს, რომ ის ძალიან უშუალოა და არასდროს ამბობს, რომ დაიღალა და ფოტოს არ გადაიღებს მათთან ერთად, ან ავტოგრაფს არ მისცემს. ასე რომ, ზაზა ფანებთან ძალიან კარგად არის.

– დარწმუნებული ვარ, ზაზას ოჯახიც ძალიან უყვართ მის ფანებს.

– კი, თამაშზე რომ მივდივართ, მათ ყურადღებას, პატივისცემასა და სიყვარულს სულ ვგრძნობ. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.

 ინტერვიუს მსვლელობის პროცესში, ზაზაც შემოგვიერთდა და რამდენიმე შეკითხვას მანაც უპასუხა.

– ზაზა, ორი ბიჭის შემდეგ, როგორი ყოფილა გოგონას მამობა?

თიკა: სხვათა შორის, ძალიან კარგი და ყურადღებიანი მამაა. როცა სახლშია, მეხმარება,  სულ ცდილობს, თავისთან ჰყავდეს მარიამი.

ზაზა: ძალიან მაგარია გოგოს მამობა. რაც უფრო იზრდება და აზრზე მოდის, მის მიმართ სულ სხვა დამოკიდებულებას ვგრძნობ, ვიდრე ამ ვაჟკაცებთან მაქვს. დათის და საბას უფრო სხვანაირი მოპყრობა უნდათ, მარიამს სხვანაირი. სხვაობას უკვე ვგრძნობ. ბიჭებს შემიძლია, კაცურად ველაპარაკო, კალათბურთი ვეთამაშო, ან ვეჭიდაო, რაც ძალიან უყვართ. გოგოსთან ასე ვერ მოიქცევი. მას უფრო ნაზი მოპყრობა სჭირდება. გოგოს მამობა აშკარად უფრო სხვანაირია.

– თქვენი გულშემატკივარი უკვე შეჩვეულია, ოჯახში შვილების მატებას. ამ ეტაპზე რა ხდება, ველოდოთ მეოთხეს თუ ჯერ არა?

– ჯერჯერობით არა. პირველი ტაიმი მორჩა და ცოტა დიდი შესვენება გვექნება. 

– მარიამი თუ დადის მამიკოს თამაშებზე?

– ერთხელ იყო და ისიც გაცივდა.

თიკა: ყველას უნდოდა მოფერებოდა, ხელიდან ხელში გადადიოდა. უცხო ხალხს ხომ ვერ ვეტყოდი, ხელი დაიბანეთ და ისე აიყვანეთ ბავშვი-მეთქი. ამიტომ, გაგვიცივდა ჩვენი მარიამი. იმის მერე აღარც გვყოლია თამაშზე. 

– თიკა, ზაზასთვის გოგოს მამობა განსხვავებული გრძნობაა, შენთვის?

– დედისთვის გოგო მაინც სულ სხვაა. ჯერ ერთი, უფრო დიდი გამოცდილება მაქვს ორი ბავშვის მერე, მეორეც – გოგო რომ არის, ძალიან ვერთობი. რაზეც ვოცნებობდი, გოგო რომ მყავდეს, ამას ვიზამ და იმას ვიზამ-მეთქი, ყველაფერს ვაკეთებ. ჯერ სად არის, გაიზარდოს და მერე ბალეტზეც შევიყვან. ეს განსხვავებაა, თორემ სამივეზე ერთნაირად ვგიჟდები. 
– მარიამი თუ მონათლეთ?
– კი, ნიუ-იორკში მოვნათლეთ. ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, მარიამი პატრიარქს მოენათლა, მაგრამ ჩვენ გვეგონა, ბავშვი აუცილებლად თბილისში უნდა ჩამოგვეყვანა. რადგან მოუნათლავი ბავშვის წამოყვანა ამხელა გზაზე არ გვინდოდა, საპატრიარქოში დავრეკეთ და ვიკითხეთ, პატრიარქის ნათლიად მოხსენიება თუ შეგვეძლო აქ. გვითხრეს, რომ ეს შესაძლებელი იყო. გამოგვიგზავნეს პატრიარქისგან ჯვარი და ნათლობის მოწმობა. ასე რომ, მარიამი პატრიარქის ნათლულია და ამით ჩვენც ერთგვარი ოცნება ავისრულეთ. მესამე შვილის გაჩენის ერთ-ერთ მიზეზი ისიც იყო, რომ პატრიარქს მოენათლა.
– თიკა, როგორც ინტერვიუს დასაწყისში აღნიშნე, ძალიან გადატვირთული დღის რეჟიმი გაქვს. ამის ფონზე, საკუთარი თავის მოვლისთვის თუ გრჩება დრო?
– ვერ ვიტყვი, რომ არ მრჩება, თუმცა ისე არა, როგორც ადრე. ჩემი აზრით, ადამიანი თუ მოინდომებს, საკუთარი თავისთვის დროს ყოველთვის გამონახავს. ყველაფრის მოსწრება შეიძლება და არ მესმის, რომ ამბობენ, რომ ვერა და ვერ ვახერხებო. 
– გარდა იმისა, რომ უკვე სამი შვილის დედა და არაჩვეულებრივი მეუღლე ხარ, რა შეიცვალა იმ წლების განმავლობაში, რაც საქართველოდან წახვედი?
– აქ ცხოვრებით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. აქ უფრო დამოუკიდებელი გავხდი, რადგან გვერდით არ მყავს მეგობრები, ახლობლები და ყველაფრის გაკეთება დამოუკიდებლად მიწევს. 
– თუ წარმოგედგინა, რომ ამდენ რამეს თავს დამოუკიდებლად გაართმევდი?
– თავიდან – არა, მანქანასაც კი ვერ ვატარებდი და მეგონა, რომ აქაურობას ვერასდროს მოვერგებოდი. მაგრამ, ყველაფერი მონდომებაა. 
– როცა ზაზას გასვლითი თამაშები აქვს, ბავშვებთან ერთად მარტოს გიწევს სახლში ყოფნა. 
– ძნელია, მაგრამ ამასაც შევეჩვიე. სანამ ბავშვები მეყოლებოდა, მაშინ უფრო ძნელი იყო – ხმის გამცემი არავინ მყავდა. ახლა უფრო კარგად ვარ, ბავშვებთან ერთად ბევრად უფრო სწრაფად გადის დრო. 
– რას ეტყვით ქართველ გულშემატკივარს?
ზაზა: როგორც ყოველთვის, ველოდები ზაფხულს. ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ და ქართველ გულშემატკივარს შევხვდები. დიდი იმედი მაქვს, ნაკრებისთვის ეს წელიც წარმატებული იქნება. როცა შენი ქვეყნის სახელით გადიხარ და თან ასახელებ, გეამაყება. ეს დიდი პასუხისმგებლობაც არის ჩვენთვის. თიკა, შენ რას ეტყვი შენს გულშემატკივარს, ისევ დაუბრუნდები ცეკვას?
თიკა: ვერ ვიცეკვებ, რადგან, ალბათ, მაინც დროის ფაქტორია, თან ამისთვის ფორმაში ჩადგომაც აუცილებელია. ფიზიკურად არ ვარ საქართველოში, თორემ მანდ რომ ვიყო, ალბათ, ამასაც მოვახერხებდი.

 

скачать dle 11.3