კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ დაინიშნა ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალ მმართველად და რატომ არ ჰქონდა ურთიერთობა მამასთან გიორგი ჟორდანიას შვიდი წლის განმავლობაში

სულ ცოტა ხნის წინ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მმართველად გიორგი ჟორდანია დაინიშნა. იგი ძალიან საინტერესო  და წარმატებული პიროვნება გახლავთ. „თბილისელები” შეეცადა, რაც შეიძლება მეტი შეეტყო მის შესახებ. ჩვენი ინტერვიუ ბატონი გიორგის სამუშაო ოთახში შედგა. 

 

– ბატონო გიორგი, გილოცავთ! თუ ელოდით ამგვარ სიახლეს თქვენს კარიერაში?

– გმადლობთ. ველოდი-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ,  ყოველ შემთხვევაში, იმედი მქონდა, ეს დრო დადგებოდა, რადგან მიმაჩნია, რომ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვემზადებოდი ამისთვის... 

–  რა გეგმები გაქვთ?

– გეგმა ბევრია. მოგეხსენებათ, გასული საუკუნის 30-იან წლებში ოპერის თეატრი უმთავრესი კულტურული, მუსიკალური ცენტრი იყო სრულიად საქართველოში. ჩვენ გვაქვს მოკრძალებული პრეტენზია, რომ იმავე მიმართულებით ვიაროთ. ამისთვის კი თეატრის ყოველი სეგმენტი უნდა გაძლიერდეს ახალი მაღალპროფესიული კადრებით. გასატარებელია სტრუქტურული ცვლილებები, რათა ამ ბაზისზე დაშენდეს და განვითარდეს ახალი შემოქმედებითი იდეები. შემოქმედებითი გეგმაც ძალიან ბევრია. მაგრამ, ერთია, რომ, შეიძლება, ადამიანს დიდი გეგმები ჰქონდეს და, მეორე, – ამ ეტაპზე ამისთვის მზად არ იყოს. მიმაჩნია, რომ გონიერმა მმართველმა ნაბიჯ-ნაბიჯ, სწორი რეპერტუარით, სწორი სტრატეგიით უნდა მოახდინოს სასურველ სიმაღლეზე ასვლა. ეს ნაბიჯები უნდა იყოს ძალიან მყარი და თანმიმდევრული. პროექტი, რომელიც მე წარვადგინე, არაა ერთ და ორფურცლიანი, არც ერთ და ორ წელზეა გათვლილი. თანმიმდევრული მუშაობის შედეგად, ჩვენ დავინახავთ, რომ თეატრი ნამდვილად გადაინაცვლებს სხვა ხარიხსობრივ საფეხურზე. თეატრის განვითარება მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს ერთგვარი ანარეკლია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა. ჩემი აზრით, 2014 წლამდე, ანუ თეატრში შესვლამდე, მინიმუმ 2 სეზონი უკვე დაგეგმილი უნდა გვქონდეს. ეს შემოქმედებითი გრაფიკი უნდა იცოდეს არამარტო ქართულმა, არამედ, საერთაშორისო საზოგადოებამაც. უამრავი ავტორიტეტული ხელოვანი, მუსიკოსი გვყავს გაბნეული მსოფლიოში და თითოეული მათგანის კალენდარში უნდა იყოს ჩვენი თეატრი; არა მარტო არტისტების კალენდარში, არამედ, მთელი ტურისტული ინფრასტრუქტურაც უნდა მოვიცვათ. ამას ძალიან ბევრი მუშაობა სჭირდება.

– როგორც ვიცი, თქვენს მუსიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის ოჯახს.  

– ჩემი მშობლების მეგობრები სულ ხუმრობდნენ: თეატრში არ დაბადებულხარ, თორემ, რაც გაჩნდი, მას შემდეგ თეატრში ხარო. ეს მართლაც ასე იყო. ბაბუაჩემი (დედის მამა), ივანე ასკურავა, წლების განმავლობაში იყო ოპერის თეატრის მთავარი მხატვარი. მე და ბაბუა მუდამ ერთად ვიყავით ყველგან, მათ შორის თეატრშიც და მთელი მისი რეკვიზიტები ჩემი სათამაშოები იყო (იცინის). მახსოვს, პირველად რომ ვიდირიჟორე ოპერის თეატრში ბაბუაჩემი უბედნიერეს ადამიანად გრძნობდა თავს, რადგან მან ჩემში ერთგვარი გამგრძელებელი დაინახა.

მუსიკალურ ტრადიციებს რაც შეეხება, მამაჩემი, ვახტანგ ჟორდანია, იყო ძალიან ცნობილი დირიჟორი. სამწუხაროდ, მან საქართველოში სათანადოდ ვერ იღვაწა რიგი მიზეზების გამო, მსოფლიოს სხვადასხვა ორკესტრებთან კი 70-მდე კომპაქტდისკი აქვს ჩაწერილი.  მეეჭვება, იყოს ისეთი ქართველი მუსიკოსი, რომელსაც ამდენი ჩანაწერი ჰქონდეს გამოშვებული. მამა 1983 წელს, ანდროპოვის მმართველობის პერიოდში, საბჭოთა კავშირს გაექცა და ამერიკაში გადაიხვეწა. თუმცა, საქართველოსთან არ გაუწყვეტია სულიერი კავშირი. ჯერ ერთი, აქ ვიყავით მე და ჩემი და; გარდა ამისა, საგულისხმოა ისიც, რომ ამერიკაში დაბადებულ მის შვილებს, ჩემს დას და ძმას, ქართული სახელები ჰქვიათ – მარიამი და დიმიტრი. ისინი ქართულ სკოლაში სწავლობდნენ, როდესაც მამას ოჯახი აქ 6 თვით ჰყავდა ჩამოყვანილი. ისინი დღესაც შესანიშნავად საუბრობენ ქართულად; ჩემს დისშვილსაც საბა ჰქვია და დედამისი მას ქართულს ასწავლის. ვახტანგ ჟორდანია 2005 წელს გარდაიცვალა. 

– რამდენი წელი იცხოვრეთ ისე, რომ უფლება არ გქონდათ, კავშირი გქონოდათ მამასთან?

– შვიდი წელი. თუმცა, წერილებით და ტელეფონით მაინც ვახერხებდით ურთიერთობას.

– ალბათ, მუდმივი დაზვერვის ქვეშ იმყოფებოდით, რადგან, მოღალატის შვილად ითვლებოდით...

– თავიდან კი იყო – აი, მოღალატის შვილიო... იმ დროისთვის უკვე 18 წლის ვიყავი. ერთადერთი, რაშიც გამოიხატა დევნა, ის იყო, რომ სახელობითი სტიპენდია არ მომცეს, თუმცა, გასაგები იყო, რატომაც. სხვა მხრივ, მცირედი დისკომფორტი მაინც მქონდა, რამდენიმე ადამიანთან შეხლა-შემოხლაც მომიწია, თუმცა, ეს გამონაკლისი იყო. მაგრამ, საქართველო მაშინაც სხვა ქვეყანა იყო და მე ძირითადად, გულისხმიერად მეპყრობოდნენ, ზოგიერთები კი მამასავით მექცეოდნენ, მაგალითად, ჩემი პედაგოგი შალვა მოსიძე.

– იმ პერიოდში, მოგწონდათ თუ არა გულის სიღრმეში მამის საქციელი? 

– მე ცოტა გული მეტკინა იმ მხრივ, რომ, მეგონა, ვეღარასოდეს ვნახავდი მამას. იმ დროს საბჭოთა კავშირის დანგრევა წარმოუდგენელი ამბავი იყო. თუმცა, ბაბუაჩემმა, მამაჩემის მამამ, ცნობილმა ისტორიკოსმა გივი ჟორდანიამ, რომელსაც ფანტასტიკური ანალიზის უნარი ჰქონდა, მითხრა: შენ ნახავ, რომ სულ მალე ეს ყველაფერი დამთავრდებაო. 

– თქვენ მიხვდით, რასაც გულისხმობდა?

– რა თქმა უნდა, მაგრამ, 1983 წელს ადამიანი ამას რომ იტყოდა, ვფიქრობდი, ან სიბერე ათქმევინებდა, ან გულს მიკეთებდა. თუმცა, ბაბუა საბედნიეროდ, არასოდეს შემცდარა თავის პროგნოზებში. ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი... 1989 წელს მე მას ხელი ჩამოვართვი და ვუთხარი: ძალიან მაგარი ყოფილხარ-მეთქი.

– როდის შეხვედით მამას პირისპირ?

– 1989 წელს, როცა მომეცა საშუალება, წავსულიყავი მასთან, ასპირანტურაში სასწავლებლად. ყველამ იცოდა, რომ მე მამასთან მივდიოდი, ოფიციალურად კი მივემგზავრებოდი ტენესის უნივერსიტეტში, რექტორის მიწვევით. რეალურად შესაბამისმა ორგანოებმაც და მთელმა ქვეყენამ იცოდა სიმართლე. იქ მამას ასისტენტადაც მომიწია მუშაობა. 

– დედაზეც მიამბეთ ორიოდ სიტყვით.

– დედაჩემი, ნანა ასკურავა, ასევე მუსიკოსია, პიანისტი. მამაჩემი და დედაჩემი თანაკურსელები იყვნენ. საკმაოდ წარმატებული პიანისტი იყო, მერე კონცერტმაისტერობა არჩია. დედა მუშაობდა პროფესორ დიზი ხელაშვილთან, რომლის ერთ-ერთი სტუდენტი პაატა ბურჭულაძე იყო, დედა მას კონცერტმაისტერობას უწევდა. ასე რომ, „ვოკალური სამზარეულო” ჩემთვის უცხო არ არის – ესეც ჩემი კიდევ ერთი კავშირი ოპერასთან.

– ოჯახზეც მიამბობთ?

– აქაც ყველა მუსიკოსია. ერთადერთი, ჩემმა ბიჭმა, თედომ, გადაწყვიტა, სწავლა უნივერსიტეტში ბიზნესისა და მართვის ფაკულკტეტზე გაეგრძელებინა. ქალიშვილი – სალომე, თავისი ასაკისთვის საკმაოდ წარმატებული პიანისტია – ის 16 წლისაა და უკვე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაიმარჯვა კონკურსებზე, დადის გასტროლებზე... საინტერესო გზით მიდის. მეუღლე – ნინო ქაჯაიაც მუსიკოსია, ჩემი თანაკურსელი იყო, საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი დაამთავრა. ამჟამად ასწავლის ილიას უნივერსიტეტში თეატრალურ ფაკულტეტზე, ასევე სკოლაში – მუსიკის პედაგოგია. 

– ძალიან ბევრ საკონცერტო დარბაზში ცნობილ ადამიანებთან ერთად მდგარხართ სცენაზე. 

– საერთოდ, დირიჟორის პროფესია ისეთია, ხანდახან, შესაძლოა, არ გამოვიდეს განსაკუთრებულ ვარსკვლავთან ერთად, მაგრამ ისე აღებეჭდოს სულსა და გონებაში, რომ მთელი ცხოვრება ახსოვდეს. მაგალითად, ყაზანში ვიყავი გასტროლებზე. იქაური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, ძალიან ცნობილი მუსიკოსი და კარგი ადამიანი, ნათან რახლინი, სიკვდილის პირას იყო. ეს რუსეთისთვის საკმაოდ მძიმე პერიოდში ხდებოდა, როცა ყაზანში საკვები პროდუქტების სერიოზულ დეფიციტს განიცდიდა ხალხი. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც სცენაზე 120 ადამიანია – სიმფონიური ორკესტრი, დარბაზში კი  – 11. სოლისტი იყო ლექსო თორაძე. ორკეტრის მუსიკოსებმა იცოდნენ, რომ მათი საყვარელი დირიჟორი, პრაქტიკულად, უკანასკნელ დღეებს ითვლიდა, შესაბამისად, ძალიან დანაღვლიანებულები იყვნენ და მთელი მწუხარება თავიანთი შესრულებით გამოხატეს, მთელი გულისთქმა და ემოცია გადმოსცეს. ასეთი ამაღელვებელი კონცერტი არც მახსენდება. ჩემი აზრით, ასეთი დღეები სულ რამდენიმეა ცხოვრებაში. რაც უნდა უზარმაზარ ვარსკვლავთან ერთად გქონდეს, დიდი, საოცარი, საზეიმო კონცერტი, ცხადია, ეს ძალიან კარგია, ამას თავისი ემოცია აქვს, მაგრამ, ისეთი განწყობა, რაც მაშინ იყო, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია.

– და, ამას ამბობს პიროვნება, რომლის დებიუტიც შედგა ოცდაათიათასკაციან დარბაზში...

– ეს მოხდა 1990 წელს. საოცარი დღე იყო, მართლა ძალიან ღირსშესანიშნავი, ამერიკის ეროვნული დღესასწაული – 4 ივლისი. ეს მათთვის ყველაზე წმინდა დღეა, როგორც ჩვენთვის – 26 მაისი. სწორედ მაშინ შედგა ჩემი დებიუტი… 

– მაშინაც მამის თანადგომას გრძნობდით კულისებიდან?

– მამამ, სიმბოლურად, სადირიჟორო ჯოხი გადმომცა და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა.

 

скачать dle 11.3