კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ბრაზილიელი მილიარდერი ქალის კომპანია აკონტროლებს სამხრეთ ამერიკის ფასიან ავტომაგისტრალებს და რომელი ცნობილი ესპანური კომპანიის მფლობელია ესპანელი მილიარდერი რაფაელ დელ პინო კალვო-სოტელო

ამერიკულმა საინფორმაციო პორტალმა „ბლუმბერგმა” იმ რვა მილიარდერის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომელთა შესახებ საზოგადოებისთვის არაფერია ცნობილი. ეს ადამიანები ფლობენ მსხვილ ბიზნესაქტივებს მექსიკაში, ჩილეში, ბრაზილიასა და ესპანეთში. მათი გარეგნობა და ვინაობა ფართო მასებისთვის უცნობია, პირადი ინფორმაცია გასაიდუმლოებულია უსაფრთხოების მიზნით. 

ხუან გალიარდო ტურლოუ (მექსიკა) – 1,4 მილიარდი დოლარი

1948 წელს დაბადებული მექსიკელი ბიზნესმენი ხუან გალიარდო ტურლოუ რამდენიმე მსხვილი საწარმოსა და კომპანიის მფლობელია, ის ჩართულია საცალო ვაჭრობაში, შაქრის, სამთო მომპოვებელ და სამშენებლო ბიზნესებში და ფლობს აქტივებს ცნობილ მექსიკურ კომპანიებში: „ჰოუმ მარტ მექსიკო”, „კატერპილარი” და „გრუპო მექსიკა”. ტურლოუ მექსიკელი მილიარდერების ტოპ-ათეულის წევრია და მისი კაპიტალი, „ბლუმბერგის” ცნობით, 1,4 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

ლუის ენრიკე იარური (ჩილე) – 2 მილიარდი დოლარი

იარურის ოჯახი წარმოშობით თანამედროვე პალესტინის ტერიტორიიდან, ბეთლემთან ახლოს მდებარე სოფლიდან არის. მათი გვარის წარმომადგენლები ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნეში ცხოვრობდნენ და ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას. ლუის ენრიკე იაურირის წინაპრები 1914 წელს გადასახლდნენ სამხრეთ ამერიკაში, სადაც ჯერ ბოლივიაში დასახლდნენ, შემდგომ კი – ჩილეში. იარურების ბიზნესიმპერიის მშენებლობა მცირე ზომის სამკერვალო ფაბრიკით დაიწყო. მოგვიანებით ისინი სალვადორ ალიენდეს კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლი გახდნენ, როდესაც საწარმოები ჩამოერთვათ, თუმცა მთავრობაში მოსულმა აუგუსტო პინოჩეტმა მათ ყველაფერი დაუბრუნა. იარურების ოჯახი 1937 წლიდან ფლობს ჩილეს ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკს – „ბანკო დე კრედიტოს”. ამჟამად ოჯახურ ბიზნესს ლუის ენრიკე იარური უძღვება, რომლის შესახებ ცნობები ინტერნეტ-სივრცეში პრაქტიკულად არ მოიძებნება.

პატრისია ანჯელინი როსი (ჩილე) – 1 მილიარდი დოლარი

პატრისია ანჯელინი როსი იტალიელი ემიგრანტების შთამომავალი და კომპანია „ანტარჩილეს” თავმჯდომარეა. კომპანია სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ერთ-ერთ უდიდეს კონგლომერატად ითვლება, რომელიც აერთიანებს ბიზნესის რამდენიმე სფეროს, მათ შორის ენერგეტიკის, ხე-ტყის, თევზეულისა და სამშენებლო აქტივებს. „ანტარჩილე” 1950-იან წლებში ჩილეში ჩასულმა იტალიელმა ძმებმა – ჯინო და ანაკლეტო ანჯელინებმა დააფუძნეს და პატრისია მათი შთამომავალია. მასთან ერთად ბიზნესში ჩართულია მისი ძმა, რობერტო ანჯელინი როსი, რომელიც ასევე მილიარდერია და დამატებით კიდევ რამდენიმე კომპანიას ფლობს.

ანა მარია მარკონდეს პენიდო სანტანა (ბრაზილია) – 2,1 მილიარდი დოლარი

ანა მარია 1945 წელს ბრაზილიურ სან-პაულოში დაფუძნებული კომპანია „კომპანიოს დე კონსესოს როდოვარიოს” თავმჯდომარეა. ჰოლდინგური კომპანია ბრაზილიის შტატებს შორის დამაკავშირებელი ფასიანი ავტომაგისტრალების კერძო კონცესიებით არის დაკავებული. კომპანია აკონტროლებს ბრაზილიის გზების დაახლოებით 2 400 კილომეტრ ფასიან მაგისტრალებს და ის უმსხვილესი საგაზო ოპერატორი კომპანიაა ლათინურ ამერიკაში. გარდა მაგისტრალებისა, კომპანია აკონტროლებს სან-პაულოს მეტროპოლიტენს. კომპანიაში დაახლოებით 7 ათასი ადამიანია დასაქმებული და წლიური მოგება 481 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. თავად ანა მარია მარკონდეს პენიდო სანტანას შესახებ პრაქტიკულად არაფერია ცნობილი.

როზა ევანჯელინა (ბრაზილია) – 1 მილიარდი დოლარი

როზა ევანჯელინა ანა მარია მარკონდეს პენიდო სანტანას კომპანიის – „კომპანიოს დე კონსესოს როდოვარიოსის” ერთ-ერთი მოწილეა და ფასიანი ავტომაგისტრალების ბიზნესშია ჩართული. ანა მარიას მსგავსად როზა ევანჯელინას შესახებაც დაწვრილებითი ინფორმაცია ან რაიმე სახის ინტერვიუ არ მოიპოვება. ამ ორი ბრაზილიელი ქალბატონის ფოტოებიც კი არ არსებობს ინტერნეტში.

რაფაელ დელ პინო კალვო-სოტელო (ესპანეთი) – 2,2 მილიარდი დოლარი

რაფაელ დელ პინო კომპანია „ფეროვიალის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. კომპანიის შტაბ-ბინა მადრიდშია განთავსებული და სპეციალიზდება დაპროექტებაზე, მშენებლობასა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვაზე. კომპანია 1952 წელს დაარსდა და მას შემდეგ მას დელ პინოს ოჯახი აკონტროლებს. კომპანია ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკისა და ავსტრალიის ბაზრებზე მუშაობს და მის დაქვემდებარებაშია, მაგალითად, ლონდონის „ჰითროუს” აეროპორტი. რაფაელ დელ პინო დაიბადა 1958 წელს მადრიდში და განათლება მადრიდის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში და სლოუნის მენეჯმენტის სკოლაში აქვს მიღებული. რაფაელის მშობლები იყვნენ: მამა – რაფაელ დე პინო უფროსი და დედა – ანა მარია კალვა-სოტელო. მისი დედა, ცნობისთვის, ანა მარია ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლეოპოლდო კალვო-სოტელოს და იყო. რაფაელი აქტიურად არის ჩართული ესპანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ზომიერად აკრიტიკებს ხელისუფლების რიგ ნაბიჯებს, განსაკუთრებით ეკონომიკური კუთხით. 

ლეოპოლდო კალვო-კოსტელო (ესპანეთი) – 1 მილიარდი დოლარი

ლეოპოლდო ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის – ლეოპოლდო კალვო-სოტელოს უფროსი ვაჟია. ის 1957 წელს დაიბადა და „ფეროვიალ გრუპის“ ერთ-ერთი მესაკუთრეა. ლეოპოლდო 1997 წელს შეუერთდა „ფეროვიალს” და მის დაქვემდებარებაშია ესპანეთის  ფასიანი ავტომაგისტრალების მაკონტროლებელი, „ფეროვიალის” შვილობილი კომპანია – „აუტოპისტა მადრიდ ესპანიოლი”. განათლებით ლეოპოლდო ინჟინერ-მშენებელია – ამის გარდა მისი პირადი ცხოვრების შესახებ არაფერია ცნობილი.

მარია დელ პინო კალვა-სოტელო (ესპანეთი) – 1 მილიარდი დოლარი

მარია რაფაელ დელ პინოს უფროსი ქალიშვილია. ის 1956 წელს დაიბადა მადრიდში და „ფეროვიალის” კიდევ ერთი წარმომადგენელია. ბიზნესთან ერთად, მარია აქტიურად არის ჩართული ქველმოქმედებაში და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს უწევს დახმარებებს ფონდის საშუალებით. 

скачать dle 11.3