კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ძმური რჩევა

დაგვიანებული გამოცდილება

რაკი „მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს“, სავსებით ბუნებრივია, რომ პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესმენების აგერ უკვე მეორე შეხვედრამაც მშვიდად და ფრიად სიამტკბილობაში ჩაიარა (უფრო მეტიც, ეს სიამ-სიმტკბილე ერთგვარად მომხმარებელზეც აისახა, მაგალითად, „ლუკოილის“ „პრემიუმი“, რომლის ერთ ლიტრში 2,35 თეთრს ვიხდიდი, ახლა უკვე 2,15 თეთრია, „ვისოლმაც“ დაგვაფასა და, ბოლოს და ბოლოს, აღიარა, რომ „აპი-სუპერი“ სულაც არ ყოფილა იტალიური „აპი-სუპერი,“ ხოლო, თუკი აქამომდე 5 ამპულა დიკლოფენაკში 25 ლარს იხდიდით, დღეს ეს 5-ვე უკვე 2 ლარამდე დაგიჯდებათ).

ერთი სიტყვით, ჯერჯერობით ყველა კმაყოფილია (თითქმის ისე, როგორც სიყვარულში) და, თუ პრემიერის დაპირებით ვიმსჯელებთ, ამ კმაყოფილებას ზრდის პერსპექტივაც აქვს. კერძოდ, ბ-ნი ივანიშვილი ირწმუნება, რომ მთავრობა ბიზნესში ხელის ფათურს თავს შეუქცევადად დაანებებს და მის ამ მოსაზრებას სრულიად საქართველოს ბიზნესმენთა არმიაც იზიარებს და მიესალმება, მათ შორის, „საქართველოს ბანკის“ გენდირექტორი ირაკლი გილაურიც. სახელდობრ, ამ უკანასკნელის აზრით, რაც შორს იქნება მთავრობა ბიზნესისგან, მით უკეთესი.

მეტი სიზუსტისთვის მოვიშველიებ ციტატას: „მნიშვნელოვანია ამ მთავრობის ინიციატივა, რომ ბიზნესი იყოს რაც შეიძლება მეტად თავისუფალი ხელისუფლებისგან. როცა ბაზარი აბალანსებს მოთხოვნა-მიწოდებას, კონკურენცია ჯანსაღია, ბიზნესი სახელმწიფოს ჩარევის გარეშე უფრო განვითარდება.“

თუ გავისხენებთ, რომ ირაკლი გილაური ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის ძმაა, იბადება ლოგიკური კითხვა: მსგავს ძვირფას რჩევებს საკუთარ ძმას რად არ აძლევდა?!

скачать dle 11.3