კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დამპატიჟე

ანუ, „პრეზიდენტი მიხეილი – მესიის მახვილი“

ჯერჯერობით კვლავაც უცნობია, როდის მიიწვევს პარლამენტი პრეზიდენტს ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად. მეორე მხრივ, თავად პირველი პირი ისე შეწუხებულა (ჩემს თავს არ ვჩივი, კონსტიტუცია ირღვევაო), საკანონმდებლო ორგანოში ღია წერილი უფრენია (პათოსით: „დამპატიჟე“). თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, დავპატიჟებთ, ოღონდ, მას შემდეგ, რაც კანონმდებლებს ჩვენს უფლებებს დაგვიბრუნებსო.

ხოლო, ვიდრე გადაპატიჟების ორომტრიალში ვართ, პრეზიდენტი მაინც გვანებივრებს თავისი მომართვებით. სულ ბოლოს მან სამწყსოს გასულ კვირას გაგვესაუბრა და ბევრ სხვა რამესთან ერთად 2008 წლის აგვიტოს ომის აქამდე უცნობი მოტივები შემოგვთავაზა.

ოთხ-ნახევარი წლის შემდეგ მთავარსარდალი გამოგვიტყდა, რომ რფ-ის მიზანი არა ჩვენი ტერიტორიების მითვისება, არამედ, პრეზიდენტის ლიკვიდაცია ყოფილა. მომყავს ციტატა გამოსვლიდან: „მინდა ყველას ერთი რამ შევახსენო, 2008 წელს ვლადიმირ პუტინმა მთელი მსოფლიოს თვალწინ საჯაროდ გამომიტანა სასიკვდილო განაჩენი, რომელიც არ გაუუქმებია, რადგან,  როგორც წესი, ის მსგავს საკითხებზე უკან არ იხევს. ეს განაჩენი მან გამომიტანა იმის გამო, რომ მე ჩემი ქვეყანა დავიცავი და ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად გადავარჩინე საქართველო.

ნუთუ მართლა გგონიათ, რომ რუსეთმა ამხელა ომი ატეხა და თავის თავს ზიანი მხოლოდ იმის გამო მიაყენა, რომ იგივე ტერიტორია ეკონტროლებინა, რომელსაც ისედაც  აკონტროლებდა (ცნობისთვის: რფ ვერ აკონტროლებდა დიდი და პატარა ლიახვის ხეობებს, ახალგორსა და კოდორის ხეობას)? 

დიახ, მან საჯაროდ მომისაჯა მე სიკვდილი და არ შემშინებია ბევრად უფრო სერიოზული სუბიექტის მიერ  გამოტანილი განაჩენის. ამის შემდეგ, ლაპარაკი იმაზე, რომ მე ადგილობრივი წვრილმანი შანტაჟისტების მეშინია, უხერხულია და სასაცილო.“

ხოლო, რაკი ასეა, ვფიქრობ, უპრიანი იქნებოდა, სანამ გვიან არ არის, საქართველოს მადლიერ მოსახლეობას მთავარსარდლის სიმამაცის უკვდავსაყოფად ამ ჩვენს ლარზე წაეწერა: „პრეზიდენტი მიხეილი – მესიის მახვილი“!

скачать dle 11.3