კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზეწოლილი

ხელები შორს – „თავისუფალი“ მედიისგან!

მართალია, „ნაციონალური“ ხელისუფლება სისხლის ბოლო წვეთამდე ეწინააღმდეგებოდა „მასთ ქერისა“ და „მასთ ოფერის“ პრინციპის შემოღებას, თუნდაც, წინასაარჩევნოდ და პანტაპუნტით აპატიმრებდა სატელიტურ თეფშებს, რაც საქართველოს რეგიონების მოსახლეობას ყველა სატელევიზიო არხის მიღების საშუალებას უსპობდა, მაგრამ, ხანი გამოხდა და, თუმცა „რუსთავი 2“ თავის „საზოგადოებრივ არხიანად“ კვლავაც მშვიდად მაუწყებლობს (მეტიც, იოტისოდენა უხერხულობასაც არ გრძნობენ, „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდის იარაღად რომ ასოცირდებოდნენ და ასოცირდებიან), პრეზიდენტისა და მისი თანაგუნდელების ლექსიკაში თავისუფალი მედიის დაცვის მოტივებმა იმატა.

ასე, მაგალითად, გასულ კვირას ტელეკომპანია „იმედის “ საქმეზე დაკითხვაზე მყოფმა გიორგი არველაძემ ეს ქმედება „თავისუფალ მედიაზე ზეწოლად“ შეაფასა. მომყავს ციტატა: „მე ვარ ინტერნეტ-პოლიტიკური პორტალის – „პოლიტიკო.ჯი-ს“ მთავარი რედაქტორი.“ ხოლო, რადგან არის, ჟურნალისტური გამოძიებაც გამოუცხვია და ამიტომაც მიაჩნია, რომ მისი დაკითხვაც მისთვის ჟურნალისტური გამოძიების სურვილის დაკარგვას ემსახურება (თუმცა, გვპირდება, რომ ამ ჟინს არ ჩაიკლავს). კვლავ ციტატას მოვიშველიებ: „საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩემი დაბარება მთელი ამ დროის განმავლობაში მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავდეთ ჟურნალისტური გამოძიება რაფალიანცის შესახებ და, მიმაჩნია, რომ ჩემი დაკითხვა სწორედ თავისუფალ მედიაზე ზეწოლაა.“

ჩვენ, ბუნებრივია, არ ვიცით, რა მოტივები ამოძრავებს პროკურატურას, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ბ-ნი არველაძე ეკონომიკის მინისტრიც იყო, არ არის გამორიცხული, მისი დაკითხვაზე დაბარება ქართულ ეკონომიკაზე ზეწოლის მცდელობად აღვიქვათ. ერთი სიტყვით, ენას ძვალი არ აქვს, მაგრამ, როგორც ოკუპანტები იტყვიან: „ნე დო ტაკოი ჟე სტეპენი“?!

скачать dle 11.3