კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

როგორ ემზადება ქალი ზღვის სეზონისთვის: საცურაო კოსტიუმი – ყოველ წელს ახალი მოდაა; სარაფანი‚ ქუდი‚ „შლოპანცები“‚ ათასნაირი კრემი – „ზაგარისთვის“‚ დამწვრობისა და კოღოს საწინააღმდეგო... 

როგორ ემზადება მამაკაცი: ფეხებზე ფრჩხილებს იჭრის.

***

ქურდი სახლში შევიდა. აყვირდა გალიაში თუთიყუში:

– ჯერი ყველაფერს ხედავს... ჯერი ყველაფერს ხედავს...

ქურდმა გალიას პირსახოცი გადააფარა.

– ჯერი თუთიყუში არ არის‚ ჯერი ბულდოგია... ჯერი თუთიყუში არ არის‚ ჯერი ბულდოგია...

***

– ზურა‚ ზურიკო‚ ჩემო საყვარელო‚ დღეს ჩვენი ქორწინების 10 წლის იუბილეა‚ მოდი, რესტორანში წავიდეთ‚ რა...

–  ფული რომ არ გვაქვს?

– ათი წელია‚ ვაგროვებ... მინდა, მაგარი საღამო გავატაროთ...

– შენ რას ჩაიცვამ‚ საღამოს კაბა ხომ გინდა?!

– მაქვს... ამ დღისთვის ჩემმა დაქალმა‚ ბელამ შემიკერა... ძალიან მიხდება...

მივიდნენ რესტორანში.

– პრივეტ‚ ზურა! – შემოეგება შვეიცარი.

– სსს... ცოლთან ერთად ვარ.

დასხდნენ. მაგიდასთან ოფიციანტი მივიდა.

– როგორც ყოველთვის‚ არა‚ ზურა?

– სსს... ცოლთან ერთად ვარ.

ნახევარი საათის შემდეგ:

– აბა‚ ვინ არის ყველაზე გამბედავი‚ ვინ გაქაჩავს ჩემი ბიკინის ზონარს?

– ზურა! ზურა! – ერთხმად წამოიყვირა დარბაზმა.

ცოლი წამოხტა‚ სილა გააწნა ქმარს‚ გავარდა‚ ტაქსი დაიჭირა.... ქმარიც გაედევნა‚ ძლივს მიუსწრო და დაძრულ მანქანაში ჩახტა... 

ცოლმა დაიწყო:

– მე შენ ასე გენდობოდი‚ შენ კი‚ მატყუარა... – ლანძღავს და ლანძღავს.

მობრუნდა ტაქსისტი და ეუბნება:

– ზურა‚ დღეს რა სწერვა აგიყვანია...

***

წვანან წითელქუდა და მგელი საწოლში. წითელქუდა სიგარეტს აბოლებს...

– შეიძლება‚ კბილები კი დიდი გაქვს‚ მაგრამ....

***

ბანკებს ძალიან არ უყვართ ურჩი გადამხდელები‚ დამგვიანებლები... მაგრამ‚ ყველაზე მეტად იმათ ვერ იტანენ‚ ვინც მათთან კრედიტებს არ იღებენ...

***

– დარეკვას არ ვაპირებდი‚ მაგრამ, ჩემი ტრუსიკი რომ შენს ცოლს ენახა მანქანაში‚ უარესი იქნებოდა... შენ ხომ არ ნახე?

– კი‚ გუშინვე...

– მერე‚ რატომ არ დამირეკე?

– შენი რომ არ ყოფილიყო?!

***

– ცოლი მოგიყვანია?

– კი.

– აბა‚ როგორ ხარ?

– მოწევა არ შეიძლება‚ დალევა არ შეიძლება...

– ხომ არ ნანობ?

– სინანულიც არ შეიძლება....

***

ქალური ლოგიკა: ელოდება პრინცს და მერე‚ როცა სავარძელში ჩასვენებულ ქმარს უყურებს‚ უკვირს‚ მუშასავით ან გლეხივით რატომ არ მუშაობს...

***

შედის კაცი ზოომაღაზიაში – კატისთვის თეთრი თაგვების საყიდლად. შესასვლელთან‚ გალიაში ჭრელი თუთიყუში ზის. შეჩერდა კაცი და უყურებს...

– შარვალი გახსნილი გაქვს! – ეუბნება თუთიყუში.

კაცი გაწითლდა და შარვლის შესაკრავზე წაივლო ხელი.

– გაგხევია კიდეც!

ახლა უკან მოიკიდა ხელი და კიდევ უფრო გაწითლდა.

– ზონარი დაგთრევს!

დაიხარა კაცი და...

– ჰაერს რატომ აფუჭებ?

ჭარხალივით გაწითლებული კაცი გარეთ გავარდა.

თეთრი თაგვების გალიიდან მხიარული შეძახილები გაისმა:

– მარჩო! ჩვენზე იყოს‚ ძმა!

***

მინდა, დილით სამსახურში წავიდე‚ საღამოს კი შინ დავბრუნდე, მაგრამ, არც ერთი არ მაქვს.

***

– გადავწყვიტე‚ გავთხოვდე. როგორ ქმარს მირჩევ?

– დაანებე ამ სხვის ქმრებს თავი და ვინმე უცოლო მოძებნე...

***

მიხო და მიტუა საფრანგეთში წავიდნენ სამოგზაუროდ. ერთხელაც, გადაწყვიტეს, რესტორანში შესულიყვნენ. დახედეს‚ მენიუ ფრანგულადაა. მიხო ოფიციანტს ეუბნება:

– ლა ქათამი‚ ლა სალათა‚ ლა ღვინო...

ოფიციანტმა ყველაფერი მოუტანა.

– მიტო‚ მე რომ არ ვყოფილიყავი‚ რა გეშველებოდა‚ როგორ გააგებინებდი ამ ფრანგსა...

– ეგ კი არა‚ ორივე რას შეჭამდით‚ ჯიმა‚ მე რომ არ ჩამოვსულიყავი აქ! – უთხრა ოფიციანტმა.

***

ექსკურსია რეზინის ნაკეთობების ფაბრიკაში.

ისმის: შშშ-ბახ! შშშ-ბახ! შშშ-ბახ!

ექსკურსანტი: ეს რა არის?

გიდი: აქ რძის საწოვარებს აკეთებენ‚ შშშშ – ეს რეზინა იბერება‚ ბახ – ნახვრეტია რძისთვის.

მეორე ოთახში:

შშშ-შშშ-შშშ-შშშ-შშშ-ბახ!

გიდი: ეს პრეზერვატივების ცეხია. 

ექსკურსანტი: ნუთუ ყოველი მეექვსე წუნია?

გიდი: წუნი არა‚ მაგრამ, ხომ უნდა დაიბადოს ვინმე‚ რომ საწოვრები გასაღდეს?!

***

ცირკში რეკავს მოლაპარაკე ცხენი:

– გამარჯობა. სამსახურის დაწყება მინდოდა...

– რა შეგიძლიათ?

– ჟონგლიორობა ვისწავლე...

***

პროფესორმა სახლში უნიტაზის შესაკეთებლად სანტექნიკოსი გამოიძახა. ნახევარ საათში გააკეთა თავისი საქმე სანტექნიკოსმა და – 50 ლარიო‚ – უთხრა პროფესორს.

პროფესორი აღშფოთდა:

– პროფესორი ვარ‚ წევრ-კორესპონდენტი‚ უამრავი ნაშრომის ავტორი‚ ლექციებს ვკითხულობ და მაგდენს მე არ მიხდიან.

– მართალია, პროფესორი რომ ვიყავი‚ მეც დაბალი ანაზღაურება მქონდა... 

скачать dle 11.3