დედამიწას დიდი მეტეორიტი უახლოვდება
ასტრონომები აკვირდებიან, როგორ უახლოვდება დედამიწას დიდი ასტეროიდი, რომლის დაჯახების სიმძლავრე ათასჯერ მეტი იქნება, ვიდრე 1945 წელს ხიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბის აფეთქება იყო. საბედნიეროდ, 2012 DA14 ჩვენს პლანეტას ძალიან ახლოს – 27,7 ათასი კილომეტრ მანძილზე ჩაუვლის. ტრაექტორია გამოთვლილია და ის დედამიწასა და მის ერთ-ერთ ხელოვნურ თანამგზავრს შორის მშვიდობიანად გაივლის საათში 35,8 ათასი კილომეტრი სიჩქარით. 33 საათის განმავლობაში ასტეროიდი ჩვენი პლანეტისგან ისე ახლოს იმოძრავებს, რომ მასზე დაკვირვება სამოყვარულო ტელესკოპით იქნება შესაძლებელი.
2012 DA14-ის დიამეტრი 45 მეტრია, წონა კი – 130 ათასი ტონა. მახასიათებლებით ის ტუნგუსკის მეტეორიტს მოგვაგონებს, რომლის დიამეტრი მხოლოდ 40 მეტრი იყო. ის 1908 წელს ციმბირში, კრასნოიარსკის მხარეში ჩამოვარდა და 1 200 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე გაანადგურა სიცოცხლე.
ანალოგიური ციური სხეულები გახდა დინოზავრების გადაშენების მიზეზი. როგორც „ნასას“ ექსპერტები ამბობენ, მსგავს ასტეროიდებს დედამიწა 40 წელიწადში ერთხელ „ხვდება“ და მხოლოდ 1 200 წელიწადში ერთხელ ეჯახება. თუმცა, შეჯახების სიმძლავრე ისეთი დიდიც არ არის, რომ დედამიწაზე რაიმე სერიოზული გავლენა მოახდინოს ან მისი მოძრაობის ტრაექტორია ოდნავ მაინც შეცვალოს.