კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

რაზე ფიქრობენ ისინი...

 

თქვენ ახლა გაიცანით ერთმანეთი. რა იქნება მერე? შეძლებთ, გააგრძელოთ მოულოდნელად დაწყებული ურთიერთობა? ვინ უნდა იაქტიუროს – თქვენ თუ იმან, ძლიერი სქესის წარმომადგენელმა?! გახსოვდეთ, მამაკაცების უმრავლესობა პირველი შეხვედრისას პირველ ნაბიჯს ქალისგან ელოდება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გამბედაობა არ ჰყოფნით, უბრალოდ, ისინი ამჯობინებენ პოზიციას: „თუ გამიმართლებს, ის მე გამიღიმებს, გამომელაპარაკება, ტელეფონის ნომერს მომცემს“...

არ არის აუცილებელი, „ტყავიდან ამოძვრეთ“ და თავი მოაწონოთ. იყავით ბუნებრივი და, თუკი მართლა გინდათ, თქვენი ურთიერთობა გაგრძელდეს, ნუ მოერიდებით კონტაქტს. მამაკაცის თავმოყვარეობაზე მხოლოდ პოზიტიურად აისახება ის, რომ ქალი მისით დაინტერესდა.

... აი, პირველ პაემნამდეც მივიდა საქმე და თქვენი მთავარი პრობლემა ის ტანსაცმელია, რომელმაც თქვენი განსაკუთრებულობა უნდა წარმოაჩინოს. ფეხსაცმელი გიჭერთ, ფეხს გტკენთ, მაგრამ, უძლებთ. იმაზე კი არ ფიქრობთ, რომ დისკომფორტი თავისუფლად, ბუნებრივად მოქმედების საშუალებას არ მოგცემთ, უხერხულობას შეგიქმნით და ეს ახალ ურთიერთობაზეც აისახება.

იცით, რას ფიქრობს მამაკაცი პირველ პაემანზე და რა არის მისი პრობლემა? – რაზე გელაპარაკოთ, რა თქვას. მას ძალიან უჭირს შესაფერისი თემის შერჩევა. თუ გინდათ, ეს პრობლემა მოუხსნათ, დაუსვით კითხვები; ცოტა თქვენ შესახებაც მოუყევით, მაგრამ, ფრთხილად იყავით, ინტიმურ წვრილმანებს ნუ გაუმხელთ და, საერთოდაც, ნუ დაწვრილმანდებით.

კიდევ ერთი: ნუ გექნებათ მისი დაკვირვებულობის იმედი. შეიძლება, ვერც შეამჩნიოს, რა გაცვიათ, თუკი თქვენი ჩაცმულობა ზედმეტად გამომწვევი არ იქნება. ამ შემთხვევაშიც კი, მხოლოდ სხეულის დაუფარავ ნაწილებს დაინახავს და არა კაბის ეფექტურობას ან ხარისხს. შეიძლება, მერე მისი ფერიც კი ვერ გაიხსენოს.  ერთი სიტყვით, იმოქმედეთ თქვენ და თავს ნუ იმტვრევთ იმაზე, რაზე ფიქრობენ ისინი...


პლანეტების შერწყმა

 

არსებობს ასეთი გამოთქმა: „მამაკაცები მარსიდან არიან, ქალები კი – ვენერადანო“. მაგრამ, არავინ უკვირდება,  რა არსი დევს ამ სიტყვებში. მარსი – მეომარი პლანეტაა და მამაკაცების მისთვის მიკუთვნება შემთხვევითი არ არის; ხოლო ვენერა სიყვარულს, გრძნობებს „ემსახურება“. თუ ჯერაც ვერ მიხვდით, დავაკონკრეტოთ: თუკი მამაკაცები „მარსზე იშვნენ“ მათი ცხოვრების აზრი ნადირობასა და ბრძოლაშია და, შესაბამისად, ხასიათიც „მარსული“ აქვთ – აგრესიული. ქალებს კი, ვენერას პირმშოებს, ემოციები, სიყვარული სწყურიათ. რა ხდება, როცა ეს ორი პლანეტა ერთმანეთს ერწყმის? მინიმუმ, ჭექა-ქუხილი გარდაუვალია...

რაც უფრო ხშირი კონტაქტი გაქვს მამაკაცთან, მით ნათლად აცნობიერებ, რომ გარემომცველ სამყაროს ისინი სულ სხვანაირად, საკუთარი გადმოსახედიდან აღიქვამენ. ურთიერთობის დროსაც ასეა – გვიჭირს, ორი სხვადასხვა პლანეტის წარმომადგენლებს ერთმანეთს გავუგოთ. მართლაცდა, რა იცის „ვენერამ“, რა ხდება „მარსელის“ თავში?! ის, შესაძლოა, მოსალოდნელ ბატალიებზე ფიქრობდეს, როცა შენ გრძნობები გაღელვებთ. მისთვის სიყვარული ერთი მოცემული ბრძოლაა; თქვენთვის – ყველაფერი. რამდენიც უნდა ეცადოთ, ის თქვენსავით ვერ იაზროვნებს და ვერც ისეთ დასკვნებს გააკეთებს, როგორსაც თქვენ. ამიტომ, მოერიდეთ „მტკივნეულ შეჯახებას“ – დანებდით „მარსს“, სანამ ბრძოლით მიუღწევია თავისი მიზნისთვის. სიყვარულით დაათმობინეთ ის, რასაც ომით ვერ მოიგებთ.

 

ქალი და კრიტიკა

 

ქალი უფრო მგრძნობიარეა კრიტიკის მიმართ თუ მამაკაცი? ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ  ნეგატიური აზრი მათზე ორივე სქესისთვის ერთნაირად მტკივნეულია, მაგრამ, ისინი სხვადასხვანაირად რეაგირებენ: ქალები ცდილობენ, არ შეიმჩნიონ, კაცები კი მწვავედ გადაეშვებიან ხოლმე კამათში. მათ მაშინვე ერთვებათ თავდაცვის მექანიზმი და, შეუძლიათ, კამათი ჩხუბში გადაზარდონ. ფაქტი კი ერთია: ადამიანები ძალიან არიან დამოკიდებული საზოგადოებრივ აზრზე. მათ თითქოს მუდმივად სჭირდებათ დადასტურება, რომ კარგები არიან, რომ  „პოზიტიკური პიროვნების“ დადგენილ ნორმებს შეესაბამებიან. სწორედ ამიტომაც არის კრიტიკა მტკივნეული და ძნელად შესაგუებელი.

არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც კრიტიკაზე მყისიერი აგრესიით პასუხობენ, შესაბამისად, დიდი ხნით უფუჭდებათ განწყობა, მტრად აღიქვამენ იმას, ვინც გააკრიტიკა და საპასუხო „დარტყმებს“ აყენებენ. ასეთი პიროვნება ყოველთვის წაგებულია. მით უფრო, თუ ის ქალია. ბუნებრივია, ძალიან უსიამოვნო განცდაა, როცა გაკრიტიკებენ, როცა მიგითითებენ ხასიათის რომელიმე თვისებაზე, თანაც – ირონიით, მაგრამ, ქალს აგრესიაზე გაცილებით ეფექტური იარაღი გააჩნია – ღიმილი!

შეიძლება, კრიტიკაზე ყველაზე ბუნებრივი რეაქცია იყოს – ცხარედ ამტკიცო საპირისპირო, მაგრამ, „კეთილის მსურველის“ ნიღაბქვეშ შეფარულს მთლად მტრად ნუ აქცევთ – არ არის აუცილებელი, უკან იგივე დაუბრუნოთ, თქვენ ეს არაფერს შეგმატებთ.

ბოლოს და ბოლოს, რა არის კრიტიკა? – არც მეტი, არც ნაკლები – ერთი კონკრეტული ადამიანის მოსაზრება და თქვენი ურთიერთობაც ამ კონკრეტულ ადამიანთან არის დასაბალანსებელი – სულ ეს არის.

 

იქნებ, სიყვარულია?

 

არსებობს თუ არა მეგობრობა ქალსა და მამაკაცს შორის? ალბათ, არსებობს. პრინციპში, რატომაც არა, ზოგადად, პლატონური ურთიერთობები ორ საპირისპირო სქესს შორის ყოველთვის არსებობდა და, ალბათ, ახლაც არსებობს. ქალები იმასაც ამტკიცებენ, რომ მათთვის საუკეთესო მეგობრები სწორედ მამაკაცები არიან. თუმცა, საკმარისია, ამ ორი მეგობრიდან ერთ-ერთი სტრესის ქვეშ აღმოჩნდეს, მაგალითად, პირადულში პრობლემები შეექმნას, რომ ამ „სიცარიელის ამოვსებას“ მეგობრის ხარჯზე შეეცდება – ეს ხომ ბუნებრივია!

სხვათა შორის, ქალების 32 პროცენტს მაინც ჰყავს მამაკაცი „საუკეთესო მეგობრის“ სტატუსით. მაგრამ, აბა, გაიხსენეთ, ყველასთვის ნაცნობი ფილმი ჯულია რობერტსის მონაწილეობით – „ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი“!  ანუ, არც ისე მარტივად არის საქმე, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს და ბევრი არაფერი სჭირდება საუკეთესო მეგობრის სუკეთესო მეუღლედ ან საყვარლად გადაქცევას. ამიტომ, ხშირად შეეკითხეთ საკუთარ თავს (ისე, ყოველი შემთხვევისთვის): იქნებ, ეს სიყვარულია?!

скачать dle 11.3