კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ პერიოდშია ქალის ორგანიზმისთვის აუცილებელი ჭარხლის წვენი

 

ჭარხლის წვენი ძალიან მარგებელია. ის უზრუნველყოფს ერითროციტების, ანუ, სისხლის წითელი ბურთულების წარმოქმნას და აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას.

კლიმაქსურ პერიოდში ქალებისთვის ჭარხლის წვენი აუცილებელია. გირჩევთ, ამ დროს, ჰორმონული პრეპარატების ნაცვლად, ახალგამოწურული ჭარხლის წვენი სვათ.

ჭარხლის წვენი ორგანიზმს, ასევე, ეხმარება კალციუმის ათვისებაში, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს იმათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ან პათოლოგიები აღენიშნება.

წითელი ჭარხლის წვენი შეიცავს იმდენ კალიუმს, რაც ორგანიზმისა და მისი ფიზიოლოგიური ფუნქციონირებისთვის სრულიად საკმარისია; ასევე, შეიცავს ქლორს, რომელიც ღვიძლს, თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტს წმენდს და ორგანიზმის ლიმფურ სისტემას ასტიმულირებს.

 

რისი გათვალისწინებაა საჭირო ზამთრის ცივ სეზონზე

სიცივე და ცუდი ამინდი ადამიანს ცუდ განწყობაზე აყენებს, შრომის უნარს უკარგავს. სწორედ ამ პერიოდში გვმართებს ცხოვრების გარკვეული რეჟიმის დაცვა. მაგალითად:

დასაძინებლად კარგი დროა 23 საათი, დილის 8 საათზე კი უნდა ადგეთ. ამ დროს უფრო აქტიურდება ორგანიზმიდან წიდების გამოყოფა.

ნუ ისაუზმებთ ძალიან მსუყედ. საკმარისია, მოხარშული ან შემწვარი კვერცხი მიირთვათ. დილით დალიეთ რძე ან ნებისმიერი ბურღულეულის ფაფა მოიხარშეთ.

12 საათზე აუცილებელია სადილი, რადგან ამ პერიოდში ორგანიზმი საკვებს კარგად ითვისებს.

უმჯობესია, სადილზე უპირატესობა მიანიჭოთ ფრინველის ხორცს, ტკბილეული და ხილიც სადილზე მიირთვით. სადილი რაიმე მჟავე ან მწარე კერძით დაასრულეთ.

პროდუქტის მიღების ამგვარი მეთოდი ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ააქტიურებს საკვების გადამუშავებას.

16 საათზე კარგია ერთი ჩაის ჭიქა ნატურალური წვენის, რძის ან ერთი სახეობის ხილის მიღება. ასევე, ბოსტნეულიანი ბუტერბროდის ჭამა.

ვახშამზე მხოლოდ დანაყრდით. საღამოს აღარ მიირთვათ ხილი, რძის ნაწარმი და ტკბილეული. ორგანიზმს ღამით უჭირს მათი გადამუშავება და ის ტოქსინებითა და წიდებით ივსება.

ამ პერიოდში რესპირატორული დაავადებებიც აქტიურდება. ამიტომ, პროფილაქტიკის მიზნით, ყოველ დილას, ცხვირში ჩაიწვეთეთ ალოეს ფოთლების ახალგამოწურული წვენი თითო-თითო წვეთი. ყელში კი, ნივრის ნახარშის მარილიანი წყალი გამოივლეთ.

 

მიეცით ნერვულ სისტემას სრულფასოვანი დასვენების საშუალება

ბევრი ჩვენგანი ნებით ისჯის თავს, როცა ძილს ღამის კლუბებზე, ინტერნეტსა თუ ღამის სატელევიზიო გადაცემებზე ცვლის. ცხოვრების ასეთი წესი ქრონიკულ დაღლილობას, შრომის უნარის დაქვეითებასა და ათას დაავადებას იწვევს.

იძინეთ იმდენი, რამდენსაც ორგანიზმი მოითხოვს. მიეცით ნერვულ სისტემას სრულფასოვანი დასვენების საშუალება. ერთი უძილო ღამე რომ აინაზღაუროთ, ორი ღამე მაინც არის საჭირო, დღის ძილი კი არცთუ კარგია. ის ბიორითმებს ცვლის და ორგანიზმში მიმდინარე პროცესთა დესინქრონიზაციას იწვევს. მოერიდეთ ყველაფერს, რაც დაძინებაში გიშლით ხელს. მაგალითად, ვახშამი დაწოლამდე ორი საათით ადრე მიირთვით. საღამოს, ძილის წინ, ნუ მოწევთ სიგარეტს, ნურც ყავას და მაგარ ჩაის დალევთ. საწოლში არ იკითხოთ და არც ტელევიზორს უყუროთ დაწოლილმა. დაწექით დასაძინებლად, როცა ძილი მოგერევათ – ასე გამოგიმუშავდებათ რეფლექსი და დაწვებით თუ არა, მალევე დაგეძინებათ.

ბევრი ადამიანი დილით ფინჯან ყავას მიირთმევს და ამბობს, რომ კოფეინი გადაღლილობისა და გამოფიტვის საწინააღმდეგო საშუალებაა. ეს არასწორი მოსაზრებაა, რადგან კოფეინი ალკალოიდია, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებს და ენერგიის მოზღვავების იმიტაციას იწვევს. ის დაკარგულს კი არ აღადგენს, არამედ დარჩენილ მარაგს კრებს და ორგანიზმს უფრო მეტად ფიტავს. ამიტომ, ქრონიკული დაღლილობისა და უძილობის დროს ყავის სმას ნუ მიეძალებით, ეს უარესია. ის კი არ აფხიზლებს ადამიანს, არამედ ძილს უფრთხობს. ამ დროს იწყება თავის ტკივილი და, შესაძლოა, ხანგრძლივი უძილობაც კი დაგჩემდეთ. გირჩევთ, ნუ დალევთ დღეში ორ ფინჯანზე მეტ ყავას. თუ დაღლილობას თავს ვერ ართმევთ, სხვა სასმელი მიირთვით, მაგალითად, ლიმონიანი ჩაი, თაფლიანი ან მინერალური წყალი. მიიღეთ კონტრასტული შხაპი, ჩაიტარეთ სუნთქვითი ვარჯიშები, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და ასე შემდეგ.

ასევე, სერიოზული ზიანი მოაქვს სიმსუქნეს. ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილი არანაკლებ ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს მოიხმარს, ვიდრე გული და ტვინი. ის გულს აიძულებს, ერთიორად მეტი დატვირთვით იმუშაოს და საკუთარ პრობლემებს სხვა ორგანოების, კერძოდ, გულის, სისხლძარღვების, კუჭის, პანკრეასის, სახსრების ხარჯზე აგვარებს. ამიტომაც არის სიმსუქნე გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების, შაქრიანი დიაბეტის, ოსტეოპოროზისა და სხვა დაავადებების რისკ-ფაქტორი. ამიტომ, გირჩევთ, ერიდოთ მაღალკალორიულ საკვებს და მეტი იმოძრაოთ.

ადამიანები დიდ დროს ატარებენ ავტომობილში, ტელევიზორთან, კომპიუტერთან და ასე შემდეგ. ასეთ მდგომარეობას ჰიპოკინეზია, ანუ მოძრაობის უკმარისობა ეწოდება. ის ორგანიზმისთვის ძალიან საშიშია. ამიტომ, სწორად უნდა შეარჩიოთ ფიზიკური ვარჯიშები. ფიზიკური აქტივობა ნებისმიერს სჭირდება, რათა პასიური ცხოვრების წესმა ორგანიზმი არ გამოფიტოს და არ დააავადოს.

 

ჭამეთ ბევრი ბანანი, ნიორი, ხახვი და სტაფილო

თუ ადვილად იღლებით, ესე იგი, თქვენი საკვები არაბალანსირებულია, თანაც – ვიტამინებითა და მინერალებით ღარიბი. ჯანმრთელობის გაუმჯობესება საკვებითაც შეგიძლიათ:

ნიორი – აძლიერებს იმუნურ სისტემას. მასში შემავალი ცილა ასტიმულირებს ორგანიზმს, რაც გარემოს დამღუპველი ზემოქმედებისგან საიმედო დაცვას უზრუნველყოფს.

პომიდორი – ეს მცირეკალორიული ბოსტნეული მდიდარია კალიუმით, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია გულისა და სისხლძარღვებისთვის.

ნიგოზი – თუ ნერვები მოშლილი გაქვთ, მიირთვით ნიგოზი. მასში დიდი რაოდენობით შემავალი B ჯგუფის ვიტამინები ნერვულ სისტემას აძლიერებს, ააქტიურებს გონების მუშაობას, აფერხებს გაღიზიანების გამოვლენას და კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას.

ბანანი – ენერგიის წყაროა. ეს ხილი ყველაზე დიდი ხნით ავსებს ორგანიზმს სიმხნევით. ის რეკომენდებულია გონებრივი და ფიზიკური დატვირთვისას. მასში შედის ბევრი ნახშირწყალი და ამიტომაც, მალე ანაყრებს. ბანანი მდიდარია A, C და B ჯგუფის ვიტამინებით. მას ორგანიზმიდან გამოაქვს ნალექები, აცხრობს კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებას, ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას, აძლიერებს იმუნიტეტს, აღადგენს ძილს და ამშვიდებს ნერვებს, ხოლო მასში შემავალი კალიუმი ინფარქტისა და ინსულტისგან დაგიცავთ.

სტაფილო – მდიდარია A ვიტამინით, რომელიც უჯრედების გაახალგაზრდავების წყაროა. ის სტიმულს აძლევს უჯრედებს და მათ განახლებაზე „ზრუნავს“. ასევე, იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და ელასტიკურს ხდის მას. გარდა ამისა, სტაფილო შეიცავს ბეტა-კაროტინს, რომელიც ორგანიზმს ნაწლავების კიბოს გაჩენისგან აზღვევს.

რძის ცილა – შეიცავს ბევრ ტიროზინს. ეს ამინომჟავა ხელს უწყობს თავის ტვინში „ბედნიერების ჰორმონის“ – სეროტონინის გამომუშავებას. რძეში შემავალი B ჯგუფის ვიტამინები კანს წმენდს გამონაყარისგან. ასევე, ამაგრებს თავის კანს, რაც თმის ხარისხზე სასიკეთოდ მოქმედებს.

ხახვი – ამ ბოსტნეულში აღმოჩენილია ნივთიერება, რომელიც შემადგენლობითა და მოქმედებით ძალიან ჰგავს ადამიანის ჰორმონებს. ის სტიმულს აძლევს ორგანიზმს და ნაადრევი დაბერებისგან იცავს. ეს ნივთიერება ყველაზე დიდი რაოდენობით შედის ვარდისფერი ჯიშის ხახვში.

 

თუ გაციების სიმპტომებს გრძნობთ, სასწრაფოდ მოამზადეთ ევკალიპტის ნახარში

ევკალიპტი უკვე დიდი ხანია, ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება. მისი ფოთლების ნაყენს ანტიანთებითი და ანტისეპტიკური მოქმედება გააჩნია. ასევე, ის თრგუნავს ორგანიზმში ოქროსფერ სტაფილოკოკს, ტუბერკულოზის ჩხირის, დიზენტერიის, ამებისა და ტრიქომონების ზრდას.

ფიტოთერაპიაში ფართოდ იყენებენ ევკალიპტს დაჩირქებითი პროცესების, მაგალითად, აბსცესის, ფლეგმონის, ჩირქოვანი მასტიტების, დუნედ მიმდინარე ქრონიკული წყლულების, კანის სხვადასხვა დაჩირქებითი დაავადებების დროს.

გინეკოლოგიაში ევკალიპტის ნაყენი აქტიურად გამოიყენება გამორეცხვებისთვის, სტომატოლოგიაში კი მას ღრძილების ანთებისა და სტომატიტების დროს იყენებენ;

მწვავე რესპირატორული დაავადების – ტრაქეიტის ანუ ტრაქეის ანთების, ლარინგიტის ანუ სასის ანთების დროს კი ევკალიპტით ინჰალაციის გაკეთება უებარია.

თუ ევკალიპტის ნახარშის დალევა გსურთ, უმჯობესია, ის გადადუღებულ წყალში გააზავოთ და ისე დალიოთ.

თუ ყელი გტკივათ ან გაციების სიმპტომებს გრძნობთ, სასწრაფოდ მოამზადეთ ევკალიპტის ნახარში და გამოივლეთ ყელში. ნახარში ასე მზადდება: ას გრამ ევკალიპტის ფოთოლს დაასხით ერთი ლიტრი წყალი და ხარშეთ დაახლოებით, ათი წუთით. შემდეგ გადმოდგით და თავდახურული დადგით ოთახის ტემპერატურაზე. როცა გაგრილდება, გადაწურეთ.

 

უმი კვერცხი პოტენციას ამაღლებს

კვერცხი შეიცავს ქოლესტერინს, მაგრამ მასში ბევრია სხვა სასარგებლო ნივთიერებებიც. კვერცხი სისხლში ქოლესტერინის დონეს ამაღლებს, ოღონდ, ძალიან მცირე რაოდენობით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით კომპენსირდება.

ცხიმები ცილაში არ არსებობს, კვერცხის გულში კი, მხოლოდ ერთი გრამია.

კვერცხი 75 კილოკალორიას შეიცავს. ამიტომ, ის სრულიად უნიკალური ბუნებრივი პროდუქტია. დღეში, შეგიძლიათ, ერთი ან ორი კვერცხი მიირთვათ.

კვერცხის ჭამას უნდა მოერიდონ დიაბეტიანები, რადგან მათ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა შეცვლილია და ანტიქოლესტერინის დამცველი მექანიზმი ცუდად მუშაობს.

უმი კვერცხი პოტენციის ამაღლებას უწყობს ხელს და ეს განსაკუთრებით მამაკაცებისთვისაა სასარგებლო.

 

скачать dle 11.3