კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ექიმმა დამინიშნა პრეპარატი ლაქტო ჯი, რადგან, შეკრულობა მაწუხებს. მაინტერესებს, ეს წამალი ხელს ხომ არ შეუშლის ორსულობას, სახიფათო ხომ არ არის?

პასუხი:  პრეპარატი ლაქტო ჯის შემადგენლობაში არის რძემჟავა ბაქტერიები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის ნორმალური ფლორის აღდგენას და შენარჩუნებას. რძემჟავა ბაქტერიები უქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოლოგიური მიკრობების გამრავლებას, მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესში და ვიტამინების – B და K-ს სინთეზში. ორსულთათვის უკუჩვენება არ აღინიშნება.

კითხვა: მენსტრუაციის გადაცდენიდან რამდენ დღეში უნდა გავიკეთო ტესტი, პასუხი სწორი რომ იყოს?

პასუხი: ორსულობის დასადგენი ტესტი უნდა გაკეთდეს მენსტრუაციის გადაცდენიდან ორი-სამი დღის შემდეგ.

კითხვა: რა დაავადებაა პიოდერმია და როგორ ხდება მისი მკურნალობა? 

პასუხი: პიოდერმია  არის კანის ჩირქოვანი დაავადება, რომელსაც იწვევენ მიკრობები.  მის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს ოფლიანობა, ჰიგიენის დაუცველობა, კანზე გაჩენილი ტრავმები და ნაპრალები, რაც კანში მიკრობის შეჭრის პირდაპირი გზაა. მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე.

კითხვა: რა არის საშვილოსნოს პოლიპი და საშიშია  თუ არა ის?

პასუხი:  საშვილოსნოს პოლიპი – ეს არის საშვილოსნოს ენდომეტრიუმის ან ენდოცერვიქსის ჯირკვლოვანი ქსოვილის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი. მისი განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს: ჰორმონული დარღვევა, ქრონიკული ანთებითი პროცესები, ეროზიული პროცესები, დისპლაზია და ასე შემდეგ. საშვილოსნოს პოლიპი, იქნება ეს ენდომეტრიუმის თუ საშვილოსნოს ყელის პოლიპი, საჭიროებს ბიოფსიას, რათა მოხდეს მისი ჰისტომორფოლოგიური შესწავლა მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით. როგორც წესი, საშვილოსნოს პოლიპის მკურნალობა ქირურგიულია.

კითხვა: ვარ 45 წლის. მაქვს სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომა. ექიმმა მითხრა ერთი თვე მოვიცადოთო. საშიში ხომ არ არის? შეიძლება თუ არა  უოპერაციოდ განკურნება?

პასუხი: ფიბროადენომა სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეა. ფიბროადენომის ოპერაციული ჩარევა საჭირო ხდება მისი სწრაფი ზრდისა და დიდი ზომების შემთხვევაში. ამ დაავადების კონსერვატიული მეთოდით განკურნება (მედიკამენტებით, თუ სხვა თერაპიული საშუალებებით) შეუძლებელია. ის შეიძლება, დაპატარავდეს, მაგრამ მთლიანად არ გაიწოვება.

კითხვა: ვგეგმავ ორსულობას. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ნორმაში მაქვს. მე და ჩემი მეუღლე ვიღებთ იოდოფოლს ექიმის დანიშნულების გარეშე. ხომ არ ვიქმნი ამით რაიმე საფრთხეს?

პასუხი:  არა. როცა ორსულობა იგეგმება, ფოლიუმის მჟავის მიღება ესაჭიროება ყველა ქალბატონსაც და მის პარტნიორსაც.

კითხვა:  მთელი ზამთრის პერიოდში ვხმარობდი გიოქსიზონის მალამოს (ტეტრაციკლინ-გლუკოკორტიკოსტეროიდი) გრიპის პროფილაქტიკისთვის. ახლა ვარ 4 კვირის ორსული და შეიძლება თუ არა, რომ დილით სახლიდან გასვლისას ისევ ვიხმარო ეს პრეპარატი?

პასუხი: არა. ტეტრაციკლინი და გლუკოკორტიკოსტეროიდი გრიპის საპროფილატიკოდ ვერ გამოგადგებათ. შეგიძლიათ, იხმაროთ ოქსოლინის მალამო.

скачать dle 11.3