კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

ეფრემ ასური: უპირველესი და უმარტივესი საშუალება ხორციელ ვნებათა დასათრგუნად იმ საგანთა მოშორებაა, რომლებიც სულს აღგიგზნებს; ასევე, გმართებს შეიმოსო მდუმარება და მკაცრი თავშეკავება; ძნელია, შეინარჩუნო სიწმინდე ამსოფლიურ საცდურთა შორის. სასარგებლოა, აგრეთვე, ხსოვნა, თუ როგორ მიიხრწნება შენი სული. მრავალთათვის, რომელთაც ჯერ კიდევ არ შეუცნიათ წმიდა ცხოვრებით მიღებული სიტკბო და არ დაუწყიათ წმიდა შინაგანი ცხოვრება, სასარგებლო იქნება არაწმინდა ცხოვრებით გამოწვეული შედეგების წარმოდგენა, რომელიც, გარდა იმისა, რომ სულს განაყენებს საღმრთო სიყვარულისგან (რაც ყოველ ცოდვაზე უფრო დამღუპველია), თავისი არსით არის ბილწი. შესაბრალისნი არიან სახილველად ის ადამიანები, რომლებიც ამ ცოდვას ემონებოდნენ წარსულში, დღეს კი მოუძლურებულნი არიან ეჭვიანობით, მოწყლულნი ღალატითა და ორგულებით და სიკვდილზე უწინ სასოწარკვეთილების ჯოჯოხეთური ცეცხლისთვის არიან განწირულნი.

ბერი ფილოთეოსი: ზოგი ურწმუნოებისა და უწმინდურობის გამო არ იღებს ზიარებას, სხვები – უმეცრების, გულგრილობის, მცირედმორწმუნებისა და უფლის ჭეშმარიტი და წმიდად სიყვარულის უქონლობის გამო, ერთი-ორჯერ თუ ეზიარება წელიწადში და ისიც ინერციით – შიშის, სიყვარულისა და რწმენის გარეშე. მეტად სამწუხარო და სავალალოა ის გარემოება, როცა სულიერი მამა ეკლესიის აღსავლის კარიბჭიდან ზიარებაზე უხმობს ადამიანებს და არავის სურს ეზიაროს.

თეოლიპტე მიტროპოლიტი: გონივრულად შესრულებული ხშირი მხურვალე ლოცვები გვავიწყებს წარსულ საქმეებს. სულის განათლება ღვთის ხსოვნითა და შემუსვრილი გულით ანადგურებს უკეთურ ხსოვნებს.

ბასილი დიდი: უწმინდურ სარკეში შეუძლებელია საკუთარი გამოსახულების მიღება; ასევე სულსაც, რომელიც დაკავებულია ცხოვრებისეული საზრუნავით და ხორციელი ვნებებითაა დაბნელებული, არ შეუძლია, მიიღოს სულიწმიდისეული განათლება.

წმიდა სილუანი: მხურვალეა ღმერთის სიყვარული. მისთვის წმიდანები იტანდნენ ტანჯვას და აღწევდნენ სასწაულთქმედების ძალას, ისინი კურნავდნენ ავადმყოფებს, აღადგენდნენ ხოლმე მკვდრებს, ისინი დადიოდნენ წყალზე, ლოცვის დროს მაღლდებოდნენ ჰაერში; ლოცვით გადმოჰყავდათ ციდან წვიმა, მე კი მინდა ვასწავლო მხოლოდ მორჩილება და ქრისტესმიერი სიყვარული, რათა არავის ვაწყენინო, არამედ ვილოცო ყველასთვის, როგორც საკუთარი თავისთვის.

ტიხონ ზადონელი: ამ სოფელში ჩვენი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა განუწყვეტელი მოგზაურობა მომავალ ცხოვრებაში.

პაისი მთაწმინდელი: ღმერთის მოწყალებამ, დაე, იმისკენ გვიბიძგოს, რომ ვერ შევიცნოთ ჩვენს თავზე ღვთის სამართალი.

ნილოს სორელი: გონებითი ლოცვისას ხიბლში რომ არ ჩავარდე, არ დაუშვა შენში არავითარი წარმოდგენა, არანაირი სახე ან ჩვენება.

скачать dle 11.3