კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ავტომანქანით ადიოდა სოსო ჯაჭვლიანი ხეებზე და როგორია მისი პოლიტიკური და არაპოლიტიკური ცხოვრება

მას შემდეგ, რაც სოსო ჯაჭვლიანი პოლიტიკაში მოვიდა, ბევრი კითხვა დამიგროვდა, მაგრამ, ვერა და ვერ მოხერხდა ჩვენი ინტერვიუს ჩაწერა. რამდენჯერმე რომ არ უპასუხა სატელეფონო ზარს, დაახლოებით ამგვარი შინაარსის მესიჯი მივწერე: ბატონო სოსო, საქმიანი ხართ, ვეღარ ვახერხებთ თქვენთან გასაუბრებას და როდესაც დროს გამონახავთ შეგვეხმიანეთ-მეთქი. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ დამირეკა და ჩვეული იუმორით მითხრა: შეგეშალათ, საქმიანი კი არა, ჯაჭვლიანი ვარო. ჰოდა, რაღა თქმა უნდა, ჩვენი ინტერვიუც მალევე შედგა.

სოსო ჯაჭვლიანი: ხომ იცით, კრატუნი რომ იცის დემოკრატიამ?

– ვერ მივხვდი, რას გულისხმობთ...

– თუ გახსოვთ, რუბრიკა იყო ადრე ასეთი ტელევიზიით: ბავშვებს ეკითხებოდნენ უცხო სიტყვებს და მათ თავისებური გაგებით მისი მნიშვნელობა უნდა განემარტათ. ჩემი შუათანა ბიჭი 5-6 წლის როცა იყო, მათ მსგავსად, თან ვიღებ კამერით და თან ვეკითხები: რას ნიშნავს დემოკრატია-მეთქი. მაგი ნამდვილად ვიციო, – მიპასუხა თავდაჯერებულად, – დემოკრატია კრატუნობს და ძალიან გემრიელიაო.

– ახლა რა აზრის არის ის დემოკრატიაზე?

– ახლა ამბობს: კრატუნობს, მაგრამ, ზოგჯერ შეიძლება კბილები მოუნგრიოს ვიღაცასო.

– მინდოდა, ჩვენი საუბარი დაგვეწყო თქვენს ახალ ამპლუაზე, რომელიც არჩევნების შემდეგ მოგენიჭათ, ოფიციალურად, თორემ არაოფიციალურად უკვე დიდი ხანია, პოლიტიკაში იყავით ჩართული. 

– ამ საქმეში ვარ ჩართული 1978 წლიდან, ენასთან დაკავშირებით რომ დაიწყო გამოსვლები და მას შემდეგ ქუჩაში ვდგავართ უკვე რამდენიმე ათეული წელია. მთელი საქართველო ყოველთვის ჩართული იყო პოლიტიკურ პროცესებში, გინდა-არგინდა, ეს პოლიტიკა მიდიოდა ნებისმიერი ადამიანის პროფესიამდე, სახლამდე, უბნამდე... ყველგან. გინდოდა თუ არა, პოზიცია უნდა გამოგეხატა, რაღაც ფორმით უნდა ყოფილიყავი ჩართული.

– როგორც მახსოვს, თქვენ გამოხატვის რამდენიმე ფორმა გაქვთ: მუშტიც გიჭრით ხოლმე, თუ საჭიროდ ჩათვლით (ასეთი კადრებიც მინახავს), იუმორიც არ გღალატობთ...

– ყველაფერი ზომიერი უნდა იყოს. არის ადამიანთა კატეგორია, ვისთანაც არ აქვს აზრი კამათს, მაგალითად, 100 დღე გავიდა, პარლამენტში ვარ და ხმა არ ამომიღია. 

– რატომ?

– ეს ახალი თვისება აღმოვაჩინე ჩემში. როგორია, ახლა, ამათ ბჟუტურს უსმინო?! მაგრამ, ვისმენ. გახსოვთ, ალბათ, ჩემი საგაზეთო ლექსიკა მეტ-ნაკლებად – ადრე ვიგინებოდი, როცა ფასი ჰქონდა. ამით იმას კი არ ვამბობ, რომ ძალიან მაგარი ვარ; არა, უბრალოდ, ეს იყო ჩემი გამოხატვის საშუალება... ახლა, ვერ გაიგებ, ვინ ვინაა, ყველა ლაპარაკობს, ამიტომ, მე აღარ ვლაპარაკობ.

– თემამ მოიტანა და მინდა გკითხოთ, ბოლო ხანს ეკა კვესიტაძესთან ეთერში თქვენი მიწვევის  შესახებ, რომელიც სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვის საგნად იქცა. თქვენ თქვით, რომ პარლამენტში შეეცდებით, დაიცვათ გეების უფლებები ისე, რომ მათ რაც შეიძლება ბევრი სიამოვნება მიიღონ ცხოვრებისგან...

– მე ვთქვი გარკვევით: ახლა მე ვარ პარლამენტარი და დავიცავ ყველას უფლებას, რაც შეიძლება მეტი თავისუფლება და სიამოვნება რომ მიიღონ ცხოვრებისგან-მეთქი და ამაზე გაგიჟდნენ. ბიჭო, კარგს ვამბობ – გწყინს, ცუდს ვამბობ... – ვერ გავიგე... ერთი მაგალითი მომიყვანონ, ვინმე მაგნაირს ხელი თუ  დავარტყი ან რაღაც დავარღვიე. მაგრამ, რას აკეთებენ, ხომ იცი, – მახინჯი ფორმით ცდილობენ, დამკვიდრდნენ. მახინჯი ფორმაა სიტყვებზე გამოკიდება. ვთქვი და, ასჯერ, ათასჯერ გავიმეორებ: ჩემს სტუდენტობაში მათ სხვაგვარად ეძახდნენ. მე ახლა, რაც პარლამენტარი ვარ, რას ვაკეთებ, იმაზე მელაპარაკონ. 

– როგორ ფიქრობთ, რა შეიცვლება პოლიტიკაში?

– რა შეიცვლება, იცით? რა ქმედებაცაა ჩადენილი (მე ფაქტებზე ვლაპარაკობ, ისე კი არა, ესენი სიტყვებს რომ ეკიდებიან), ამ ფაქტებზე თუ პასუხი არ აგეს, მაშინ ჩვენ ვერანაირ საღ დემოკრატიულ საზოგადოებას ვერ მივიღებთ. რატომ, იცით? იმიტომ, რომ ყველა იფიქრებს, არავინ არ დასჯილა და მეც შემრჩებაო და უარესს გააკეთებს.

– არჩევნებიდან ძალიან მალევე, მას შემდეგ რაც თქვენ ოფიციალურად მოხვედით პოლიტიკაში, სოციალურ ქსელებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ სოსო ჯაჭვლიანმა 70 ათას დოლარად „ჯიპი“ შეიძინაო. მართალია?

– ჯაჭვლიანი აქამდე ველოსიპედით დადიოდა?! სულ სამ-სამი და ოთხ-ოთხი „ჯიპი“ მყავდა და მყავს. აქამდე რომ „ლექსუსი“ მყავდა, ის უფრო ძვირად ღირებული იყო. ამ ამბებს ვინც ავრცელებს, იმას მივმართავ: თქვენ ის მთავრობა არა ხართ, 2005-ში სამხრეთ აფრიკაში რომ ვიყავი მსოფლიო ჩემპიონატზე, რომ ჩამოვედი და ავტოფარეხიდან ახალი „ლენდკრუიზერის ჯიპი“ მომპარეთ?! მაშინ რატომ არ ლაპარაკობდით? მე ყველაფერი შესწავლილი მაქვს, თუ როგორ მოხდა ამ მანქანის გაყვანა და მოპარვა. მე როცა ფილმს ვიღებდი და ინვესტიცია შემომქონდა საქართველოში („სვანზეა” ლაპარაკი), უზარმაზარი თანხა რომ დასჭირდა მის გადაღებას და 20 ამნაირი მანქანა შემეძლო, მეყიდა იმ თანხით, მაშინ რატომ არ ლაპარაკობდით?! როცა გრანტი მოვიგე და ჩემმა სცენარმა გაიმარჯვა, სახელმწიფოს რომ მოგებული გრანტის თანხა დავუბრუნე უკან, მაშინ რატომ არ ლაპარაკობდით?!... იმიტომ, რომ მე სახელმწიფოდან არასდროს ერთი კაპიკი არ დამიხარჯავს. თქვენ არ იცით, ვის როგორ უნდა გაუფუჭოთ სახელი. ისე, ჩემს ამ ყბადაღებულ ახალ მანქანას, ხომ იცით, რა ნაკლი აქვს?

– რა ნაკლი?

– ჰო, ამბობენ, რომ ეს მანქანა ჩემი არ არის, სიდედრისაა ან ვიღაცის... სინამდვილეში, ესეც ჩემი მანქანაა, მაგრამ, ბადრიზე (ძმა – ბადრი ჯაჭვლიანი) მაქვს გაფორმებული – ეს ერთი ნაკლი აქვს. ეს ის მანქანაა, რომლის საფასურიც 5-7 წელი უნდა ვიხადო, რადგან, განვადებითაა შეძენილი. რატომ არ უნდა ვიყიდო, არ მეკუთვნის? მე ყველა პარლამენტარს ვურჩევ, რომ დაიწყებენ პარლამენტარობას, მაშინვე იყიდონ, რომ მერე არ წამოაძახონ. მე მსოფლიოში ყველაზე მაგარი მანქანა მყავდა.

– რომელი მოდელი და როდის?

– როდის და, ჯოხს რომ დავიჭერდი, 4-5 წლის ასაკში და „დავქოქავდი“, მაშინ. ნებისმიერ ტალახში გავივლიდი, ხეზეც კი ავდიოდი იმ მანქანით. მას შემდეგ ის გრძნობა, ის სიამოვნება ვერც ერთი მანქანის მართვისას ვეღარ გამოვცადე. მანქანა და ყველაფერი პირობითია, მოდი, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ, იმაზე, რომ ერთმანეთს გული არ ვატკინოთ, ქვეყანა ავაშენოთ, ერთმანეთს დუბინკები არ დავუშინოთ და არ მოვატყუოთ.

– ალბათ, რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრი არსებობს, ამ შემთხვევაში თქვენი აზრი მაინტერესებს – როგორ აფასებთ ვერულაშვილის საქციელს?

– ადამიანს ყოველთვის აქვს შანსი, რომ ნაბიჯი გადადგას – ან წინ, ან უკან. ძალიან კარგი, რომ ვერულაშვილმა ასეთი ნაბიჯი გადადგა.

– ქუთაისში ვისთან ერთად ცხოვრიობთ?

– ბინები გვაქვს დაქირავებული. მე მარტო ვცხოვრობ და ოჯახობა მივდი-მოვდივართ. 

– ოჯახზეც მიამბეთ: მეუღლე რას საქმიანობს?

– მეუღლე დიასახლისია, იმიტომ, რომ სამი შვილი გვყავს, ბიჭები. თან, სვანების გაზრდა ცოტა რთულია, ერთი ხუთზე გადის, ანუ, სამი რომ გაზარდო, ვითომ 15 გაგიზრდია.

– ნაბოლორა რამხელაა?

– მეორე კლასშია, უფროსი შარშან გახდა სტუდენტი, შუათანა წელს ამთავრებს სკოლას. ნაბოლარა რომ მივიყვანეთ სკოლაში, მოვიდა პირველ დღეს აღელვებული და მითხრა, შენთან საქმე მაქვსო. რა საქმე გაქვს-მეთქი, ვკითხე. ბიჭო, რაზე მიმიყვანეთ ამ სკოლაში, არაფერი არ ვიცი და ოჯახს თავს რატომ ჭრითო?!

– კინოსთვის თუ მოიცლით?

– აუცილებლად. 

скачать dle 11.3