კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კომპანია „ნატახტარი“ 2008 წლიდან ახალი შრომის კოდექსის პრინციპების გათვალისწინებით მუშაობს

შრომის კოდექსში ცვლილებების პაკეტით, სამუშაო საათების რაოდენობა კვირაში 41 საათი იქნება, ზეგანაკვეთურად ჩაითვლება კვირაში 48 სამუშაო საათის შემდეგ შესრულებული სამუშაო. დამსაქმებელს დასაქმებულის დაუსაბუთებლად გათავისუფლება არ შეეძლება და ვალდებული იქნება, 30 დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წერილობით. საქართველოს შრომის კოდექსში შესატან აღნიშნულ ცვლილებებსა და მის მნიშვნელობაზე გვესაუბრება კომპანია „ნატახტარის“ პერსონალის მართვისა და ადმინისტრაციის დირექტორი – ხათუნა ჩხაიძე.

– რამდენად მნიშვნელოვანია შრომის კოდექსში არსებული ცვლილებები და დაცულია თუ არა ამ ცვლილებების ფონზე დამსაქმებლის ინტერესები?

– ჩემი პოზიციაა, რომ შრომის სამართლიანი კანონმდებლობა, ანუ, კანონმდებლობა, რომელიც არ ამძიმებს არც დამსაქმებელთა და არც დაქირავებულთა პირობებს, მომგებიანია ორივე მხარისთვის. როგორც დამსაქმებლის, ჩვენი კომპანიის მიდგომაა – შევუქმნათ თანამშრომლებს საუკეთესო პირობები, რადგან, კმაყოფილი თანამშრომელი არის უფრო ერთგული, ნაყოფიერი და მოტივირებული. ერთგვარი სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ კომპანია „ნატახტარი“ 2008 წლიდან არის გადასული მუშაობის იმ პრინციპებზე, რასაც დღეს ითვალისწინებს შრომის კოდექსი. ამის მიზეზი არის ის, რომ, სწორედ 2008 წლიდან, ჩვენ გავხდით „ეფესის“ ლუდსახარშების საერთაშორისო ჯგუფის წევრები და ამან გამოიწვია დაქირავებულზე მეტად ორიენტირებული სამუშაო პირობების შექმნა. ინტენსიური ტრენინგი თანამშრომელთა განვითარებისთვის, სამედიცინო დაზღვევა, სესხი, ავანსი, მეცამეტე ხელფასი, უფასო კვება, ყოველთვიური სასაჩუქრე პროდუქცია (ლუდი და ლიმონათი), თანამშრომელთა ტრანსპორტირება, ექიმი – ეს ყველაფერი კომპანიაში ახალი არ არის.

– ახალი კანონპროექტის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია, არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე, წერილობით გააფრთხილოს დასაქმებული  გათავისუფლების შესახებ. დამსაქმებელს დასაქმებულის არგუმენტაციის გარეშე გათავისუფლება აღარ შეეძლება. ასეთ ცვლილებას იღებს ბიზნესი? 

– მაგალითად, კომპანია „ნატახტარს“ აქვს საკუთარი დისციპლინური პოლიტიკა –  ქცევის კოდექსი, რომელიც გაწერილია დონეებად და ცნობილია თითოეული თანამშრომლისთვის. ამიტომ, თითოეულმა იცის, კონკრეტულად რა სახის დარღვევა რა შედეგს გამოიწვევს. თუმცა, იმასაც ვითვალისწინებთ, რომ შეცდომებს ის არ უშვებს, ვინც არ მუშაობს და, ამიტომ, მთელ რიგ შეცდომებს გაგებით ვეკიდებით. მაგალითად, ჩვენს კომპანიაში ცნობილია, რომ ნასვამ მდგომარეობაში მუშაობა კატეგორიულად დაუშვებელია. ალკოტესტის ჩატარების შემთხვევაში, ყველა მზადაა მოსალოდნელი შედეგისთვის. ზოგადად, „ნატახტარში“ ძალიან დაბალია  თანამშრომლების გათავისუფლების მაჩვენებელი. მაგრამ, თუ აუცილებელია შტატის შემცირება გარკვეული მიზეზების გამო, ის თანამშრომელი ამ შეტყობინებას იღებს ერთი თვით ადრე და მას ეძლევა შესაბამისი კომპენსაციაც. ერთ მაგალითსაც მოვიყვან: დეკრეტული შვებულების პერიოდში თანამშრომელს გარანტირებული აქვს სამუშაო ადგილი და სრული ანაზღაურება.

– კანონპროექტის ერთ-ერთი მუხლის მიხედვით, ზეგანაკვეთურ სამუშაოდ ჩაითვლება კვირაში 48 სამუშაო  საათის შემდეგ შესრულებული სამუშაო და ყველა დამატებით საათზე განისაზღვრება გარკვეული ზეგანაკვეთური გადასახადი. დამსაქმებლის გადმოსახედიდან, ეს რა პრობლემებს შექმნის თუნდაც  კომპანიის ფინანსური მდგომარეობის მხრივ, როგორ იყო ეს კოდექსში სიახლეების შეტანამდე კომპანია „ნატახტარში“?

– ყველა თანამშრომელი იღებს ზეგანაკვეთურს, როგორც კი ნამუშევარი საათები 41 საათს გადასცდება – ამას ჩვენ ბიუჯეტის შედგენისას ვითვალისწინებთ. რადგან ლუდის ჩამოსხმა უწყვეტი პროცესია, ქარხანაში არის ღამის ცვლა, ღამის ცვლაში ჩვენი კოეფიციენტია 1.2, ხოლო სადღესასწაულო დღეებზე თანამშრომელს ორმაგს ვუხდით. ეს ყველაფერი ჩვენს კომპანიაში 2008 წლიდან არის დამტკიცებული. 

– აღნიშნული ცვლილებები შრომის კოდექსში თუ დაიცავს დასაქმებულს?

– შრომის კოდექსში შესული ნებისმიერი ცვლილება, რომლიც მიზნად ისახავს მის გაუმჯობესებას, ნამდვილად მისასალმებელია. რა თქმა უნდა, ამ ცვლილებების შედეგად, დასაქმებულები უფრო დაცულად იგრძნობენ თავს სამუშაო ადგილებზე.

скачать dle 11.3