კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„შელოცვა რადიოთი“

ანუ, გველების მომთვინიერებლები

იმ მარტივი მიზეზით, რომ ყველას თავისი სამრეკლო აქვს, ინდური მედიის  ცნობით, რამდენიმე ათას ინდოელ შემლოცველს გველის წლის სათავისოდ გამოყენება განუზრახავს.

მოვლენები კი შემდეგნაირად ვითარდებოდა: გველების შემლოცველებმა საპროტესტო აქცია ჩაატარეს და 18 წლის წინანდელი იმ კანონის შეცვლა მოითხოვეს, რომელიც მათ ქუჩაში გველებით სეირნობას უკრძალავს.

თუმცა, საპროტესტო აქცია მეტად პოეტური იყო: ამ ეგზოტიკური პროფესიის წარმომადგენლებმა ფლეიტების თანხლებით ჩაიარეს ქალაქ კალკუტის ქუჩებში.

რაც მთავარია, ინდოეთის გველების ფედერაციის ხელმძღვანელობა მოსახლეობის ჯანმრთელობაზეც ფიქრობს, ამიტომ, არც იმის განმარტება დავიწყებიათ, რომ, როდესაც მათ რეპტილიების თანხლებით ქუჩებში სიარულის უფლებას მიანიჭებენ, ქვეყნის ყველა კუთხეში გველის შხამის მიმღები პუნქტებიც უნდა გაიხსნას, რომ გველის შხამი სამედიცინო მიზნებითაც გამოიყენონ.

ჩვენ, ბუნებრივია, არ ვიცით, რა შედეგს გამოიღებს გველების შემლოცველების პროტესტი, თუმცა, თუ ჩვენთან ბოლო დროს დატრიალებულ მოვლენებს გავიხსენებთ, გველების შეუზღუდავად სისინ-სრიალზე რა მოგახსენოთ, მაგრამ, გველების შემლოცველების დეფიციტი აშკარაა!

скачать dle 11.3