კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კეთილებით შეწუხებული

ანუ, ვის ძმარავს

რაკი ორივენიცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები ვართ, თუ ხარისხი წესრიგშია, რფ-ს მაინც მოუწევდა ქართული პროდუქციის მიღება საკუთარ წიაღში (ხოლო, თუ დაიწუნებს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაც აქვეა საჩივლელად). დიდი ალბათობით, სწორედ ამან გადააწყვეტინა გაკეთილება რუსეთის მთავარ სანიტარსაც და არანაკლებ – პრეზიდენტ ვლ. პუტინსაც, თუმცა, ჩვეულება მაინც ვერ მოაშლევინა.

ავანსცენაზე ახლა უკვე პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი გამოჩნდა და თავისი სიტყვაც შეგვაწია: მისი აზრით, ქართული ღვინის დაბრუნება ხელს არ შეუშლის ადგილობრივი წარმოების განვითარებას. არ შეუშლის, ვინაიდან, „ღვინის მწარმოებელი რეგიონები დახურული იქნება საექსპორტო ღვინისთვის“.

შესაბამისად, პატ. დიმიტრი ვარაუდობს, რომ რეგიონების ხელმძღვანელები უახლოეს პერიოდში მიმართავენ პრეზიდენტს წინადადებით, მათი გადასაწყვეტი გახდეს, შეუშვან თუ არა ქართული ღვინო თავიანთ ტერიტორიებზე.

ასეთ რეგიონებად კი მოიაზრება: კრასნოდარი, სტავროპოლი, დაღესტანი, ჩეჩნეთი და, რა თქმა უნდა, სოჭი. რაც მთავარია, ამ ჩამონათვალში აფხაზეთიც მოხვედრილა.

ნაპრეზიდენტალის რწმენით, ყველა ეს რეგიონი დაზარალდება, თუ ადრე აკრძალული პროდუქცია მასობრივად განთავსდება დახლებზე. სამაგიეროდ, ფართოდ გვიხსნის კარს რფ-ის იმ რეგიონებში, სადაც ღვინის წარმოება შეუძლებელია, სახელდობრ, ჩუკოტკა-იაკუტიაში. იქვე კი დასძენს, რომ იქ „ქართულ საექსპორტო ღვინოს თავისუფლად შეიტანენ, რადგან, ალტერნატიული და იაფფასიანი ალკოჰოლური სასმელი კარგად გაიყიდება (აშკარაა, პატ. დიმიტრის მოძველებული ინფორმაცია აქვს, ვინაიდან, ჩვენი ღვინო კარგა ხანია, შეთამაშებულია ევროსტანდარტებს)“.

ერთი სიტყვით, რფ-ის პრემიერ-მინისტრმა გაგვაფრთხილა, ბევრს ელოდით, მაგრამ, ვერ მოგართვითო („სავარაუდოდ, ქართული მხარე მეტს მოელოდა, ვიდრე ჩვენ ვთავაზობთ მათ, მაგრამ, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს სამშობლოს საჭიროებები“).

თუ გავიხსენებთ, რომ რფ-ის ბაზარზე უამრავი ქვეყნის ღვინო იყიდება და, გამორიცხულია, რეგიონებში მათი გაყიდვა იზღუდებოდეს, ჩნდება ეჭვი, რომ პატ. დიმიტრის, ცოტა არ იყოს, ძმარავს, თუმცა, მეორე მხრივ, კარგ სამსახურსაც გვიწევს: გულითაც რომ გსურდეს, არ დაგავიწყებს, რომ მისი ნდობა დამღუპველია. 

скачать dle 11.3