კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* 1836 წელს ყოველწლიურ სატირულ ჟურნალში მუშაობდა ინგლისელი მხატვარი რობერტ სეიმური. მან შემოიღო სიახლე – გრავიურების სერია ლონდონელებსა და სპორტზე, რომლებისთვისაც გონებამახვილურ წარწერებს წერდა... დიკენსი.

* 1539 წელს ფრანცისკო დე ორელიანო და მისი გუნდი ელდორადოს მოსაძებნად პერუდან აღმოსავლეთისკენ დიდი, წყალუხვი მდინარის ნაკადს გაჰყვნენ. მოგზაურობის დროს მათ არაერთხელ მოუხდათ ინდიელთა შეიარაღებულ რაზმებთან შეტაკება. ორელიანო განაცვიფრა იმან, რომ რაზმები მხოლოდ ქალებისგან შედგებოდა.

* ვლადიმირ ულიანოვის პირველი ფსევდონიმი კუბიშკინი იყო. გრანატისა და ვენგეროვის ლექსიკონში მითითებულია – ილინი, ხოლო ბროკჰაუზისა და ეფრონის ლექსიკონში – ლენინი.

* მარი-ჟოზეფინა როზა ტაშე დე ლა პაჟერი კუბასთან და იამაიკასთან ახლოს მდებარე კუნძულ მარტინიკაზე დაიბადა. ადგილობრივი პლანტატორის შვილი იყო და შერეული სისხლი ჰქონდა. მის პირველ ქმარს, ალექსანდრ ბოჰარნეს, რობესპიერზე სამი დღით ადრე გილიოტინით მოჰკვეთეს თავი. ჟოზეფინას მისგან ორი შვილი დარჩა – ჰორტენზია და ეჟენი. 1767 წელს მან თავისზე 6 წლით უმცროს ნაპოლეონ ბონაპარტეზე იქორწინა. ამბობენ, იმპერატორისთვის ყველაზე რთული ადამიანი სწორედ მისი გერი – ეჟენი იყოო.

* ბრაზილიიდან დაბრუნებულ საბჭოთა ფეხბურთელებს უყვარდათ იმის მოყოლა, თუ როგორ იმეორებდნენ კოპაკაბანას პლაჟზე ადგილობრივი ბიჭები მათ მიერ ნაჩვენებ ნებისმიერ ილეთს, თუმცა, არასდროს გაუმხელიათ, რომ თავად არ შეეძლოთ ბრაზილიელი ბიჭების ილეთების გამეორება.

* 1917 წელს რუსული ენიდან სიტყვების ბოლოში მაგარი ნიშნის  ამოღების შესახებ დეკრეტის დამუშავებაში მონაწილეობა მიიღეს იმ დროის ცნობილმა მეცნიერებმა, აკადემიკოსებმა: გროტმა, შახმატოვმა, კორშმა და ბოდუენ დე კურტენემ.  შედეგად, ყველა მათგანის გვარი შეიკვეცა, გარდა დე კურტენესი.

скачать dle 11.3